ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი – ადვოკატირების უნარები – შესავალი სიტყვა II

სტრატეგიულად გასათვალისწინებელი საკითხები შესავალი სიტყვის დროს

1. არ იკამათოთ საქმის შესახებ ეს დასკვნითი სიტყვისთვის შემოინახეთ

შესავალი სიტყვა შეიცავს განცხადებებს იმის შესახებ, თუ რას ეხება საქმე, და ეს განცხადებები არ უნდა იყოს არგუმენტები. დასკვნით სიტყვებში ცხადდება ფაქტები, კეთდება დასკვნები, ფასდება მოწმეთა დამაჯერებლობა და საღი აზრი და სხვა საკითხები სასამართლო პროცესის განმავლობაში გამოვლენილი მტკიცებულებების საფუძველზე. შესავალი სიტყვა უნდა შემოიფარგლოს მტკიცებულებებით, რომლებიც, დაცვის მხარის აზრით, მოწმეთა ჩვენებებში იქნება მითითებული და საქმეში წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულებებით. შესაძლოა ეს წესი მარტივად მოგეჩვენოთ, მაგრამ მას ხშირად ყველაზე გამოცდილი პროკურორებიც/ადვოკატებიც კი არღვევენ. საუკეთესო საშუალებაა შესავალი სიტყვის წინასწარ დაგეგმვა, დაწერა და შემდეგ მისი გადახედვა იმის დასადგენად, კონკრეტული განცხადება არგუმენტია თუ უბრალოდ ფაქტი. ქვემოთ მოცემულია მისაღები და მიუღებელი შესავალი განცხადებების მაგალითები:

კვლავაც აღსანიშნავია, რომ შესავალ სიტყვაში პროკურორის/ადვოკატის პირადი შეხედულებების შესახებ საუბარი ყოველთვის მიუღებელია. შესავალ სიტყვაში მიუღებელია ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორიცაა: `მე მჯერა~, `ვფიქრობ~, `მე ვიცი~ ან `ჩვენ გვჯერა~. ამასთან, ეს არა მხოლოდ შესავალ სიტყვას, არამედ პროცესის ნებისმიერ სტადიასაც ეხება. ანალოგიურად, დასკვნითი სიტყვაც არ უნდა შეიცავდეს განცხადებებს პროკურორის/ადვოკატის შეხედულებების შესახებ. ადვოკატმა უნდა იკამათოს იმის შესახებ, თუ რაზე უთითებს მტკიცებულებები, და არა თავის პირად მოსაზრებებზე, რადგან მოსამართლეები და ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტილებებს მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებენ.

2. ნუ გააზვიადებთ მტკიცებულებების მნიშვნელობას

როგორც უკვე აღინიშნა, პროკურორის/ადვოკატის დამაჯერებლობა მისი ყველაზე ძვირფასი იარაღია. იმ შემთხვევაში, როდესაც თავის შესავალ სიტყვაში პროკურორი/ადვოკატი მოსამართლეს/ნაფიც მსაჯულებს ამცნობს, რომ მოყვანილი იქნება გარკვეული მტკიცებულებები და ამას პროცესის განმავლობაში ადგილი არ ექნება, იგი მათ თვალში დამაჯერებლობას კარგავს. ასევე, პროკურორმა/ ადვოკატმა უნდა იცოდეს, რომ მოწინააღმდეგე მხარე დასკვნით სიტყვაში შეახსენებს მოსამართლეს/ნაფიც მსაჯულებს, თუ რა იყო დაპირებული და სინამდვილეში კი, რას ჰქონდა ადგილი, რაც პროკურორის/ადვოკატის დამაჯერებლობას კიდევ უფრო ავნებს.

3. იფიქრეთ შესავალი სიტყვის დროს ნივთიერი მტკიცებულებების

გამოყენებაზე

წინამდებარე სახელმძღვანელოს ერთ-ერთი თავი ეთმობა ნივთიერი მტკიცებულებების წარდგენას სასამართლო პროცესის დროს. მაგრამ ნივთმტკიცების მტკიცებულებად დაშვებამდეც კი ის შეიძლება შესავალი სიტყვის წარმოთქმის დროს იყოს გამოყენებული. შესაძლოა ეს იყოს დიაგრამა, ფოტო, ან თუნდაც რუკა, რომელიც შესავალი სიტყვის კონტექსტში ჯდება. ზოგიერთ შემთხვევაში, ცხრილის ან დიაგრამის გამოყენებას არსებითი მნიშვნელობა აქვს პროკურორის/ადვოკატის პოზიციის ახსნისათვის. ამ მიზნით ნივთმტკიცების გამოყენება შესავალ სიტყვას აძლიერებს და კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის მოსამართლისათვის/ნაფიცი მსაჯულებისთვის, რის შედეგადაც ისინი უკეთესად აღიქვამენ პროცესზე მიცემულ ჩვენებებს. დარწმუნდით, რომ თქვენი ნივთიერი მტკიცებულება ზუსტია. მცდარი ნივთიერი მტკიცებულება გაპროტესტების საგანი გახდება ან თქვენს პოზიციას დააზიანებს, თუ მტკიცებულებები თქვენს ნივთმტკიცებას მხარს ვერ აუბამს. შესავალი სიტყვის დროს გამოყენებული ნივთმტკიცება მტკიცებულებად არ დაიშვება და მას მსაჯულები დამნაშავეობის ან უდანაშაულობის განსაზღვრისას ვერ გაითვალისწინებენ. თუ გსურთ, რომ მოსამართლემ/ნაფიცმა მსაჯულებმა თქვენ მიერ შესავალი სიტყვის დროს გამოყენებული ნივთმტკიცება განიხილონ, თქვენ ის სასამართლო პროცესზე მოწმის მეშვეობით უნდა წარადგინოთ. თუ აპირებთ ნივთმტკიცების გამოყენებას შესავალი სიტყვის დროს, შეეცადეთ მოწინააღმდეგე მხარესთან შეთანხმდეთ, რომ მტკიცებულებები, რომელთა გამოყენებასაც თქვენ აპირებთ, დასაშვებია. ასეთი შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში იშუამდგომლეთ მოსამართლესთან, რათა მან გამოსცეს შესაბამისი განჩინება მტკიცებულების დასაშვებობის თაობაზე. გახსოვდეთ, რომ მტკიცებულების დასაშვებობისა თუ დაუშვებლობის მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეს ეკისრება. კერძოდ, გახსოვდეთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილი: `ბრალდების მხარის მტკიცებულების დასაშვებობისა და დაცვის მხარის მტკიცებულების დაუშვებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.~

4. მზად იყავით საქმეში არსებული სისუსტეებისათვის

პროკურორი/ადვოკატი ნებაყოფლობით აღიარებს თუ არა საქმეში არსებულ სისუსტეებს, ეს, საბოლოო ჯამში, მისი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ამ ვარიანტის განხილვა, სულ

მცირე, აუცილებელია. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორმა/ადვოკატმა უნდა გათვალოს, მისი აღიარების მიუხედავად მაინც გამომჟღავნდება თუ არა მისთვის არასასურველიმტკიცებულებები.

თუ არასასურველი მტკიცებულება ნებისმიერ შემთხვევაში გამომჟღავნდება, მაშინ პროკურორმა/ადვოკატმა ეს თავის შესავალ სიტყვაში უნდა აღნიშნოს. უკეთესია, თუ ცნობები არასასურველი მტკიცებულების შესახებ თქვენგან გაჟღერდება, ვიდრე ამას მოწინააღმდეგე მხარე გააკეთებს. სისუსტის აღიარება გეხმარებათ, რათა ის თქვენთვის სასურველი სახით და კონტექსტში წარმოაჩინოთ და მისი გავლენა მინიმუმამდე შეამციროთ. მაგალითად:

დიახ, მერაბი 2009 წლის გამოშვების BMBMჭ-ს მართავდა, რომლის საბარგულშიც 50 კილოგრამი ჰეროინი იდო, მაგრამ ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ დადასტურდება, რომ მისთვის ამის შესახებ ცნობილი იყო.~

სისუსტის იმგვარად აღიარება, რომ მინიმუმამდე შემცირდეს მისი ზიანი და ამავდროულად აღიარებულ იქნეს მისი არსებობა, პროკურორის/ადვოკატის პოზიციის დამაჯერებლობას უწყობს ხელს. სისუსტის გამოტოვება და მისი არსებობის იგნორირება  უბიძგებს მოსამართლეს/ნაფიც მსაჯულებს იფიქრონ, რომ პროკურორი/ადვოკატი გარკვეულ საკითხებს მალავს, ან რომ იგი თავის საქმეს მართებულ კონტექსტში ვერ ხედავს. შედეგად კი მოსამართლემ/ნაფიცმა მსაჯულებმა შეიძლება იფიქრონ, რომ პროკურორი/ადვოკატი არ არის სანდო.

მეორე მხრივ, შესაძლოა მეორე მხარე ვერ ათვითცნობიერებს, რომ სისუსტე არსებობს. სისუსტის აღიარებით თქვენ შესაძლოა მიუთითოთ ოპონენტს, თუ რა მიმართულებით წარიმართება სასამართლო პროცესი. თუ პროკურორი/ადვოკატი საქმეში სისუსტის აღიარებას გადაწყვეტს, ეს მისი შესავალი სიტყვის შუაში უნდა გაკეთდეს. სისუსტით დაწყება ან დასრულება მოსამართლეს/ნაფიც მსაჯულებს კარგად ამახსოვრდებათ, მაშინ როცა სისუსტეზე საუბარი, შესავალი სიტყვის შუაში მის გულწრფელობასაც უსვამს ხაზს და სისუსტით მიყენებულ ზიანსაც ამცირებს. ადამიანები შესავალი სიტყვის დასაწყისში ან ბოლოს გადმოცემულ საქმის პოზიტიურ

ასპექტებს უფრო იმახსოვრებენ, ვიდრე სიტყვის შუაში ნახსენებ უარყოფით სისუსტეებს.

შესავალი სიტყვის შინაარსი

ქვემოთ მოცემული სტრუქტურული მოდელი პროკურორს/ადვოკატს შესავალი სიტყვის წარდგენაში დაეხმარება:

1. შესავალი (თემა);

2. წარადგინეთ საქმეში არსებული მხარეები;

3. წარმოადგინეთ საქმეში გათამაშებული სცენარი:

ა. სად მოხდა?

ბ. როდის (თარიღი)?

გ. რა დროს (დღის მონაკვეთი)?

დ. როგორი ამინდი იყო? (თუ ეს მნიშვნელოვანია)

4. მოჰყევით ამბავი;

5. რა საკითხი უნდა გადაწყვიტოს მოსამართლემ/ნაფიცმა მსაჯულებმა;

6. რომელია ბრალდებულის დამნაშავედ ან უდანაშაულოდ ცნობის საფუძვლები.

ამ სქემის გამოყენება პროკურორს/ადვოკატს დაეხმარება ჩამოაყალიბოს შესავალი სიტყვა, რომელიც ეფექტურად გადმოსცემს ფაქტებს და მოსამართლეს/ნაფიც მსაჯულებს გააცნობს მტკიცებულებებს, რომლებიც მისი რწმენით უნდა იყოს დაშვებული.

6.              უნდა წარმოთქვათ თუ არა შესავალი სიტყვა

ეს არ არის შეკითხვა ბრალდების მხარისათვის; ბრალდებამ შესავალი სიტყვა აუცილებლად უნდა წარმოთქვას. თუმცა, დაცვის მხარე არ არის ვალდებული იგივე გააკეთოს. ზოგადად, დაცვის მხარის მიერ შესავალი სიტყვის გამოტოვება კარგი აზრი არ არის. მოსამართლეს/ნაფიც მსაჯულებს არ ეცოდინებათ თქვენი საქმის თეორია და შესაძლოა ვერ ჩასწვდნენ იმ საკითხებს, რომლებზეც თქვენ ბრალდების მოწმეების ჯვარედინი დაკითხვის დროს გაამახვილებთ ყურადღებას. ისინი ასევე, შესაძლოა ვერ ჩასწვდნენ იმ საკითხებსაც, რომლებზე აქცენტსაც თქვენი მოწმეების მეშვეობით გააკეთებთ. ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება ადვოკატმა შესავალი სიტყვა გამოტოვოს, არის ის, რომ მან არ იცის როგორი იქნება მისი დაცვის სტრატეგია და იმედოვნებს, რომ სტრატეგიის განვითარებას პროცესის მიმდინარეობისას შეძლებს. თუ იგი შესავალ სიტყვაში იტყვის, თუ როგორი იქნება დაცვის თეორია, ამ თეორიის შეცვლა დასკვნით სიტყვაში კიდევ უფრო გაძნელდება.

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 78 other followers

%d bloggers like this: