Archive

Tag Archives: პრეზიდენტი

პარლამენტის მიერ 2010 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითადი დებულებები. ცვლილებები სრულად შევა ძალაში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის მეირ ფიცის მიღებისას.

პრემიერ–მინისტრი და მთავრობა

  • მთავრობა ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას და ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე;
  • მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი, რომელიც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობის სხვა წევრებს, მათ შორის ძალოვან მინისტრებს – ეს დღეს მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა. პრემიერ–მინისტრის გადადგომა ან უფლებამოსილების შეწყვეტა ავტომატურად იწვევს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას;
  • მთავრობას უფლებამოსილება უწყდება ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე (და არა ახალი პრეზიდენტის არჩევისას, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს);
  • ახლად არჩეულ პარლამენტში პირველ ადგილზე გასული პარტია წარადგენს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატურას, რომელსაც ფორმალურად პრეზიდენტი წამოაყენებს; პრემიერობის კანდიდატი თავად შეარჩევს მინისტრებს და სამთავრობო პროგრამასთან ერთად წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად; პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა;
  • თუ მთავრობას უფლებამოსილება სხვა მიზეზით (არა ახალი პარლამენტის არჩევის გამო) შეუწყდა, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობის იმ კანდიდატს წარადგენს დასამტკიცებლად, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, წევრთა რაოდენობით ყველაზე დიდი  ფრაქცია შესთავაზებს;
  • თუ პარლამენტი ორ მცდელობაზე ვერ დაამტკიცებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მთავრობას, მაშინ პრეზიდენტი უკვე დეპუტატთა ორი მეხუთედის მიერ შეთავაზებულ კანდიდატურას წარადგენს დასამტკიცებლად და მხოლოდ მას შემდეგ დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, თუ ვერც მესამე ცდაზე მოხერხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება;
  • Read More

73/1 მუხლის თანახმად საქართველკოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, გარდა საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული აქტებისა.

73/1-ე მუხლის, 2პუნქტის მიხედვით, კონტრასიგნაციას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება და ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდება პარლამენტის არჩევნების დანიშვნას და დათხოვნას, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევას; აგრეთვე პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევას.

კონტრასიგნაციას არ საჭიროებს 73-მუხლის “ვ” ქვეპუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირების დანიშვნა, წარდგენა და გათავისუფლება. ასევე არ საჭიროებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წამოყენებას და პრემიერ-მინისტრის დანიშვნას. ასევე მოქალაქეობის მინიჭებასა და მოქალაქეობის შეწყვეტას.

ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრების დანიშვნას, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, სხვამხედარმთავრების დანიშვნას და გადაყენებას, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების პარლამენტში წარდგენას,საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებას და გაუქმებას და სხვა სამართლებრივი აქტებს არ საჭიროებს კონტრასიგნაცია

კონტრასიგნაცია გულისხმობს შემთხვევას, როდესაც პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტს პრემიერ–მინისტრმაც უნდა მოაწეროს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აქტი ძალაში არ შევა. (იხ. სტატია კონტრასიგნაცია)

წინამდებარე გამოცემა უთუოდ მიიქცევს იურისპრუდენციის და პოლიტოლოგიის საკითხებით დაინტერესებული ქართველი მკითხველის ყურადღებას. წიგნის თემაა კონსტიტუციონალიზმი. ეს ცნება თანამედროვე მეცნიერებაში აღიარებული განსაზღვრების შესაბამისად, გულისხმობს მრავალასპექტიან პოლიტიკურ-იურიდიულ მოვლენას, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, კონსტიტუციურ დოქტრინებს, იდეებს და თეორიებს და მეორე მხრივ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას და სახელმწიფო-სამართლებრივ პრაქტიკას. კონსტიტუციონალიზმის არსს ავტორის კონცეფციის
მიხედვით, ხელისუფლების თვითშეზღუდვა შეადგენს. საჯარო სამართლის მეცნიერებაში ხელისუფლების თვითშეზღუდვის კატეგორიის შემოტანის დამსახურება გერმანელ მეცნიერს გეორგ ელინეკს ეკუთვნის. მისი საგნის და საზრისის აღმოჩენით სამართლის მეცნიერების ისტორიაში ბუნებითი სამართლის კლასიკური ეპოქა დასრულდა და საფუძველი დაედო საჯარო სამართლის თანამედროვე მეცნიერებას.

სრული ვერსია იხილეთ აქ: ხელისუფლების თვითშეზღუდვა – კონსტიტუციონალიზმის შესავალი – ანდრაშ შაიო

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 74 other followers