რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის საკითხის განმარტებისთვის

1. შესავალი
რელიგიური ორგანიზაციებისთვის იურიდიულ პირად რეგისტრაცია არჩევნის საკითხი არ არის, არამედ აუცილებლობაა. სამართლებრივ ურთიერთობებში სუბიექტად გამოსვლა შეუძლებელია შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე. სახელმწიფოს მიერ სტატუსის მინიჭება გადამწყვეტი ხდება არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო პირებთან ურთიერთობისას.
რელიგიური ორგანიზაციების იურიდიულ პირად რეგისტრაცია სრულფასოვნად ფუნქციონირების ძირითადი წინაპირობაა. რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი გარანტიები ფიქცია იქნება ეფექტური რეგისტრაციის მექანიზმების გარეშე. ამის მიზეზი რამდენიმეა: რელიგიის თავისუფლება მხოლოდ ინდივიდუალური უფლება არ არის და მნიშვნელოვანი კოლექტიური განზომილებაც გააჩნია. ამიტომაცაა, რომ იურიდიულ პირად რეგისტრაცია ამ უფლების განხორციელების ქვაკუთხედია და მეორე, რეგისტრაციის შესაძლებლობა თანამედროვე სამართლებრივ რეალობაში ავტონომიურობის დაცვის ერთადერთი და საუკეთესო გარანტია. მეტიც, რელიგიური ვალდებულებების დიდი ნაწილი ხორციელდება სახელმწიფოს ჩარევით. ეკლესიების საზღვრებს გარეთ ურთიერთობა, სამეწარმეო და საქველმოქმედო საქმიანობა, ქონების ფლობა-განკარგვა და ა.შ. _ რეგისტრაციის გარეშე ამ ურთიერთობების ოპტიმალური რეგულირება შეუძლებელი იქნებოდა თანამედროვე ცივილურ გარემოში.

2011 წლის ივლისში მიღებულმა კანონმა რელიგიური ორგანიზაციებისთვის რეგისტრაციის ახალი შესაძლებლობების მინიჭების შესახებ საზოგადოებაში აქტიური დებატebi გამოიწვია[1]. არგუმენტები არასრულად და ხშირ შემთხვევაში არაინფორმირებული პირების მიერ იყო წარმოდგენილი. ჩვენი სტატიის მიზანიa, ერთი მხრივ, სიცხადის შეტანა ამ საკითხში და მეორე მხრივ, ახლადშექმნილი რეგისტრაციის მექანიზმის გაანალიზება ისტორიულ და შედარებით ჭრილში.

2. რეგისტრაციის ინსტიტუტის ისტორიული საფუძვლები და რეგისტრაციის განსხვავებული მოდელები

რეგისტრაციის მნიშვნელობის უკეთ აღქმისთვის აუცილებელიa მისი ისტორიულ ჭრილში დანახვა. ციცერონის ცნობილი ფრაზა რომ მოვიშველიოთ: „მოვლენათა მიზეზები უფრო მეტად საინტერესოა, ვიდრე თავად მოვლენები“. სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის ანალიზისას არაერთხელ დავრწმუნდებით ამ გამონათქვამის ჭეშმარიტებაში. არც რეგისტრაციის საკითხია ამ წესიდან გამონაკლისი. შევეცდებით ძალიან მოკლედ წარმოვადგინოთ ის წინაპირობები, რამაც რეგისტრაციის თანამედროვე რეჟიმების არსებობას მოუმზადა საფუძველი.

) რომის სამართლისაფუძვლები

კოლექტიურად საქმის წარმოების საჭიროება რომაელი იურისტებისთვისაც არ იყო უცხო ცნება. ძველ რომში შეიქმნა პირველი გაერთიანებები, რაც თანამედროვე იურიდიული პირის ინსტიტუტის წინამორბედად შეიძლება ჩავთვალოთ. ისინი კოლექტიური ინტერესების გამომხატველად ითვლებოდნენ და განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული. XII ტაბულის კანონი რამდენიმე სახის კორპორაციას, გაერთიანებას, ანუ საზოგადოებას იცნობს. მათ შორისაა „municipia“, რასაც რომაელი იურისტები ადგილობრივი თვითმმართველობის ტიპის წარმონაქმნებს უწოდებდნენ[1]. ამ ერთეულებმა ქონების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება მიიღეს. იურიდიული პირის კიდევ ერთი უძველესი ფორმაა „populous romanus“ ანუ რომაელი მოქალაქეები, რომელთაც ერთობლივი უფლება ჰქონდათ სხვადასხვა ინტერესებსა და ქონებაზე და ასევე რელიგიური მიზნების მქონე საზოგადოებები (sodalitates, collegia sodalicia).

გაიუსის ცნობებით, რელიგიურ გაერთიანებებს უფლება ჰქონდათ თავად შეედგინათ საკუთარი წესდებები და საკუთარ საქმიანობაში ვალდებულები იყვნენ დამორჩილებოდნენ კანონს. თუმცა თანამედროვე სახით იურიდიული პირის ცნებას რომის კანონები არ იცნობდა, მაგ. გაერთიანებებს არ ჰქონდათ ქონების ფლობისა და განკარგვის უფლება, როგორც ფიქციურ, იურიდულ პირებს. მათ საკუთრებაში არსებული ქონება ყველა მონაწილის საკუთრებად ითვლებოდა წილის შესაბამისად.

)შუასაუკუნეების იურისტები და რელიგიური ორგანიზაციების შექმნის წინაპირობები კონტინენტურ ევროპაში

შუასაუკუნეების გლოსატორებმა „collegia[1] სახელმძღვანელო პრინციპებად აიღეს და მის საფუძველზე ახალი ინსტიტუტის განვითარებას მიჰყვეს ხელი. თუმცა, სანამ ცივილისტები იურიდიულ პირს ცალკე სუბიექტად გაიაზრებდნენ, კანონისტებმა ახალი ცნების აქტიური გამოყენება უკვე დაიწყეს ეკლესიებთან მიმართებაში. მათ იგი მიუსადაგეს სხვადასხვა კონგრეგაციებს, მონასტრებსა და მთლიანად ეკლესიასაც კი. როგორც ერნსტ კანტოროვიცი მიუთითებს, ეკლესიის უძველესი აღმნიშვნელი „universitas fidelium იმის დასტურია, რომ კანონისტებს შორის დიდი იყო სურვილი ორგაnul და ანტროფომორფულ ბუნებასთან ერთად ეკლესიას იურიდიული პირის ფორმაც შეეძინა[2].

როგორც ჩანს, ეკლესიის იურიდულ პირად აღქმა პრაქტიკაში აქტიურად დამკვიდრდა XI – XIII საუკუნეებში, რადგან 1245 წელს ლიონის კრებაზე პაპმა ინოკენტი IV-მ ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია. მან მიუთითა, რომ დაუშვებელი იყო ეკლესიებს მოპყრობოდნენ როგორც ჩვეულებრივ პირებს, რადგან მათ არ გააჩნდათ სული და მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფს წარმოადგენდნენ[3]. შესაბამისად დაუშვებელი იყო მათი ექსკომუნიკაცია და სხვა იმგავრი სასჯელები, რაც ჩვეულებრივ ადამიანებს ეკისრებოდათ. პაპის სიტყვა არამც და არამც მიზნად არ ისახავდა ახალი სამართლებრივი ინსტიტუტის შექმნას, ამისდა მიუხედავად მისი შეფასება კანონისტებისთვის ახალი კვლევის მოტივაცია გახდა და მალევე შეიქმნა „ფიქტიური პირების“ კონცეფცია, რაც სწრაფად გავრცელდა იურისტებში და ახალი ტიპის გაერთიანების აღმნიშვნელად იქცა. საბოლოოდ, პოსტგლოსატორების სკოლის ცნობილმა წარმომადგენელმა ბალდუსმა აკურსიუსისა და ბარტოლუსის ტექსტების გავლენით ჩამოაყალიბა ძირითადი პრინციპი „fiction imitates nature“, რაც იურიდიული პირების, მათ შორის ეკლესიების, როგორც დამოუკიდებლად არსებული სუბიექტების სამართლებრივ საფუძვლად იქცა[1].საქართველოს რეალობისთვის განსაკუთრებით საინტერესოა საჯარო სამართლის იურიდული პირის ცნება, რომელიც კონტინენტურ ევროპაში აღმოცენდა და განვითარდა. „municipia“ და “populous romanus” – ორი მექანიზმი პანდექტისტების სკოლის გავლენით კონტინენტურ ევროპაში დამკვიდრდა სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც საჯარო სამართლის სუბიექტების აღმნიშვნელად. გერმანულ სამართალში შეიქმნა საჯარო იურიდიული პირის ცნება “ Körperschaft des öffentlichen Rechts ”[2] რომელიც, იურისტების მიერ, ეტაპობრივად ადაპტირებული იქნა რელიგიური ორგანიზაციების საჭიროებებისთვისაც.

) რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაცია და საერთო სამართლის სისტემა

საერთო სამართლის სისტემამ ანგლიკანურ ეკლესიaსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების საინტერესო მოდელი დაამკვიდრა. იურიდიულ პირად ჩამოყალიბება ეკლესიებისთვის სახელმწიფოs ჩარევისგან დაცვის საშუალებად იქცა. ეკლესიების დაფუძნება, პირობითად რეგისტრაცია, ძალიან სწრაფად ხდებოდა. ეკლესიას არ ჰქონდა სპეციალური სტატუსი და შემდგომ საქმიანობასაც სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ახორციელებდa[3]. ურთიერთობის ამგვარ რეჟიმს საკუთარი საინტერესო პრეისტორია ჰქონდა და მის გასაგებად რამდენიმე ფაქტს უნდა მივადევნოთ თვალი.

ფრედრიკ პოლოკი და ფრედრიკ უილიამ მეიტლანდი ხაზს უსვამენ ქონებრივი ურთიერთობების მოწესრიგების საჭიროებას, როგორც რეგისტრაციის ინსტიტუტის შექმნის ერთ-ერთ საფუძველს. სახელმწიფოს ხშირად უჭირდა რელიგიური პირების ქონების მესაკუთრეთა განსაზღვრა და ამიტომ ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც ეპისკოპოსთა ქონება უმემკვიდროდ მიიჩნეოდა და გადაეცემოდა მეფეს. ეკლესიების იურიდიულ პირებად ჩამოყალიბებამ ამგვარი პრობლემები მოაგვარა ეკლესიის სასარგებლოდ და ეპისკოპოსების ქონება ეკლესიის საკუთრებაში რჩებოდა[4].

მეორე მნიშვნელოვანი გარემოება კერძო ტიპის საქველმოქმედო გაერთიანებების გაჩენაა. საერთო სამართლის სისტემაში რეგისტრაციის პირველი მიღებული ფორმა ნდობის საზოგადოება ანუ ე.წ. Charitable Trust იყო, რომელიც ნდობით აღჭურვილ პირებს საერთო ქონების განკარგვის საშუალებას აძლევდა. დროის ცვლილებასთან ერთად ძლიერი სუვერენის გავლენა არარეგისტრირებულ ნდობის საზოგადოებებზეც გავრცელდა და მათთვის სავალდებულო გახდა სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ნებართვის მიღება.როგორც ჯეიმს ფიშმენი აღწერს ეკლესიებისთვის „საქველმოქმედო ნდობის საზოგადოების“ (Charitable Trust) ფორმით რეგისტრაცია ყველაზე კარგი გამოსავალი იყო, რადგან საქველმოქმედო კორპორაციის (Charitable Corporation) რეგისტრაციის ნებართვას დედოფალი გასცემდა, ხოლო ნდობის საზოგადოების ფორმით რეგისტრაციის შემთხვევაში, 1601 წელს მიღებული კანონის საფუძველზე, რეგისტრაცია გაცილებით მარტივად ხდებოდა10.

კონტინენტურ ევროპაში რეგისტრაციის თანამედროვე ტრადიციაზე გავლენა რეფორმაციის პერიოდმაც იქონია. ლუთერის მიერ „გაახალგაზრდავებული“ სიმფონიის დოქტრინა მიწიერ ბოროტებასთან საბრძოლველად და ზეციური პრობლემების მოსაგვარებლად ცივილური და კანონიკური სამართლის სისტემების გამიჯვნასაც ითვალისწინებდა. ამ დოქტრინით რეფორმაციამ მიიღო სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამართალი და პროტესტანტული ეკლესიებიც არ ეწინააღმდეგებოდნენ საერო, სეკულარული სამართლის სივრცის არსებობას[1]. მიუხედავად იმისა, რომ რომის წმინდა ეკლესიისთვის მიუღებელი იყო სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ფორმით რეგისტრაციის აღიარება, ვინაიდან ის საკუთარ თავს „ღვთიური სამართლის“ სუბიექტად აღიქვამდა, რეფორმაციის შემდეგ ისიც იძულებული გახდა დამორჩილებოდა ახალ წესრიგს და სახელმწიფოებთან ურთიერთობების მოწესრიგების ახალი გზები ეძებნა. სახელმწიფოსა და რომის ეკლესიას შორის ურთიერთობის ერთ-ერთი ფორმა  კონკორდატების სისტემაც იყო, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი.

) რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის სისტემის საფუძვლები აშშში

ამერიკული ტრადიცია ინგლისურ მემკვიდრეობაზე დაშენდა და ეკლესიები აქ ძირითადად საქველმოქმედო ნდობის საზოგადოებების ფორმით იქმნებოდნენ (Charitable Trust)[2].  თუმცა დროის დინებასთან ერთად ამერიკულმა სამართალმა ევოლუცია განიცადა და დღეისთvის რეგისტრაციის მოდელის ანალიზი საინტერესო სურათს გვთავაზობს.

ამერიკის შეერთებული შტატებიდან 15 შტატში მოქმედებს კონკრეტული დენომინაციის სტატუსის განმსაზღვრელი კანონი. ეს ტრადიცია გრძელდება ევროპული გავლენით და პროფესორი დიურჰეიმი მას იტალიისა და ესპანეთის მოდელებს ადარებს იმ განსხვავებით, რომ შტატების შემთხვევაში ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას შეუძლია ისარგებლოს უკვე ამ კანონებით განსაზღვრული წესრიგით[1]. ამას გარდა რელიგიურ ორგანიზაციებს შეუძლიათ ისარგებლონ რეგისტრაციის განსხვავებული ფორმებით, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია[2]:

  1. არარეგისტრირებული კავშირი
  2. ერთი პირის ორგანიზაცია corporation sole
  3. რელიგიური არამომგებიანი კორპორაცია
  4. არამომგებიანი კორპორაცია
  5. საქველმოქმედო ან რელიგიური ნდობის საზოგადოება
  6. მომგებიანი კორპორაცია

ამ ჩამონათვალიდან ორგანიზაციათა 87% 2004 წლის კვლევის თანახმად რელიგიური არამომგებიანი კორპორაციის ფორმით იყო რეგისტრირებული[3]. თუმცა როგორც შტატების კანონმდებლობის ანალიზი გვიჩვენებს მიუხედავად იმისა, თუ რეგისტრაციის რა ფორმას ირჩევს რელიგიური ორგანიზაცია, რამდენიმე პირობა ყველგან თანაბრად მოქმედებს. ესენია, რეგისტრაციის დროის სიმცირე, დამფუძნებელთა მინიმალური რაოდენობა, ლიცენზირების ნაცვლად მარტივი დეკლარირების რეჟიმი, რეგისტრაცია ავტომატურად არ წარმოშობს საგადასახადო შეღავათებს[4].

ეს მოკლე მიმოხილვა მოვიშველიეთ ერთი მიზნით, უკეთ გაგვეგო რეგისტრაცის განსხვავებული რეჟიმის ისტორიული წანამძღვრები და ის არგუმენტები, რომელიც რეგისტრაციის განსხვავებული რეჟიმების შექმნის წინაპირობად იქცა. ძირითად არგუმენტებად გამოვყოfდით:

ა) კოლექტიურად საქმის წარმოებისთვის დაცული ინსტიტუტის შექმნის საჭიროებას;

ბ) საკუთრების დაცვის აუცილებლობას;

გ) სოციალური და პოლიტიკური სტატუსის მოპოვების აუცილებლობას;

როგორც ვნახეთ, განსხვავებული პოლიტიკური მოწყობის პირობებში რეგისტრაციის რეჟიმიც განსხვავებული შეიქმნა, თუმცა ჩვენ მიერ მოყვანილ სამ არგუმენტს ყველა სისტემის პირობებში ვხვდებით. მაგალითად, კოლექტიურად საქმის წარმოების აუცილებლობა ძველი რომიდან მოყოლებლი დღემდე რელიგიური ორგანიზაციების ერთ-ერთი ძირითადი საჭიროებაა და ამისთვის ისინი ცდილობენ გამონახონ ყველაზე ეფექტური ფორმები. საკუთრების დაცვის ინტერესი კარგად გამოჩნდა შუასაუკუნეების ევროპის მაგალითის მიმოხილვისას, ხოლო სოციალურ-პოლიტიკური სტატუსის საკითხი ყველაზე კარგად ლუთერანული ეკლესიის დაფუძნებისას იკვეთება. ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული ფაქტორებით შევეცადეთ,  რეგისტრაციის საკითხი არ დაგვეყვანა მხოლოდ მის ფორმალურ აღიარებამდე და ამიტომაც შემოვიტანეთ მესამე კრიტერიუმი- სოციალურ-პოლიტიკური აღიარების საჭიროება. ამ საკითხმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს რეალობისთვის და მას ცალკე დავუთმობთ ყურადღებას.

კომენტარებისაქართველოშირეგისტრაციისრეფორმასთანდაკავშირებით

რელიგიური ორგანიზაციებიs რეგისტრაციის საკითხი სამოქალაქო კოდექსის მიღებისთანავე მწვავედ დადგა საქართველოში. 1997 წლის კოდექსის ვარიანტის მიხედვით რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით იყო შესაძლებელი. მოდელი შემზღუდველი ფორმით რეგისტრაციის მხოლოდ ამ ფორმას იცნობდა და სწორედ ამგვარი შემზღუდველი ბუნების გამო რელიგიურ ორგანიზაციებს იურიდიული სტატუსი არ გააჩნდათ. რელიგიურ ორგანიზაციებს უწევდათ ფიქციური კავშiრების შექმნა, რათა იურიდიული საქმიანობა ეწარმოებინათ, თუმცა რელიგიურ ორგანიზაციებს მათ ვერ უწოდებდნენ. იეღოვას მოწმეთა მცდელობა, ღიად დაერეგისტრირებინათ რელიგიური მიზნების მქონე ორგანიზაცია წარუმატებლად დამთავრდა. ისანი – სამგორის რაიონულმა სასამართლომ მათ რეგისტრაცია გაუუქმა.

უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა იაღოვას მოწმეთა ორგანიზაციისთვის რეგისტრაციის გაუქმება 2001 წლის გადაწყვეტილებით, რამაც სერიოზული დაბრკოლებები შეუქმნა ორგანიზაციის საქმიანობას. უზენაესი სასამართლოს არგუმენტაციის თანახმად აღნიშნული გადაწყვეტილება  მხოლოდ ტექნიკური მოტივებით იყო განპირობებული და არ გულისხმობდა ორგანიზაციის აკრძალვას, თუმცა ის სწორედ ამდაგვარად იქნა აღქმული სხვა ადმინისტრაციული უწყებების მიერ. [1]

მას შემდეგ რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაცია მწვავე საკითხად რჩებოდა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ამ თემაზე დებატების ინიციატორად  გამოდიოდა. 2004 წელს სამოქალაქო კოდექსში შესულმა ცვლილებებმა რეგისტრაციის რეჟიმის სრული ლიბერალიზაცია მოახდინა და უმალვე 14-მდე რელიგიურმა ორგანიზაციამ მიმართა შესაბამის უწყებებს რეგისტრაციის მოთხოვნით. სახელმწიფოს მხარდაჭერა პროცესის მიმართ აშკარა იყო. ორგანიზაციათა დიდმა უმრავლესობამ რეგისტრაცია კანონით განსაზღვრულ ვადაზე მოკლე დროში მიიღო და ნოტარიუსი, რომელმაც დააყოვნა პროცესი ერთ შემთხვევაში, ერთი წლით იქნა გათავისუფლებული მოვალეობის შესრულებისგან.[2]

მიუხედავად ამისა ორგანიზაციების ნაწილი[3] კვლავაც უკმაყოფილებას გამოთქვამდა რეგიტრაციის არსებული რეჟიმის მიმართ და აყენებდა მოთხოვნას, რომ  რელიგიური ორგანიზაციების გათანაბრების საფუძვლი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის საყოველთაო ხელმისაწვდომობა გამხდარიყო. თანასწორობის დაცვის ამგვარი კუთხით აღქმა საინტერესოდ ეხმიანება ევროპაში მიმდინარე თანამედროვე პროცესებს.

პროფესორი კოლ დიურჰემი, რეგისტრაციის და ეკლესიების ავტონომიის მიმართ სახელმწიფოების დამოკიდებულების საფუძველზე, სხვადასხვა რეჟიმების კლასიფიკაციას ახდენს. ის განასხვავებს ფასილიტაციურ, სადაც სახელმწიფოს მინიმალური ფუნქცია აქვს და მაკონტროლებელ რეჟიმებს, სადაც სახელმწიფო „მზრუნველი მამის“ როლში გამოდის და ცდილობს ორგანიზაციის საქმიანობა სრულად გააკონტროლოს. რა თქმა უნდა, თანასწორობის პრინციპი ამ ორ სხვადასხვა მოდელში განსხვავებულადაა განხორციელებული. ფასილიტაციური რეჟიმები უფრო მეტი თანასწორობის შესაძლებლობას ქმნიან და მაკონტროლებელი რეჟიმების პირობებში მეტია სხვადასხვა ეკლესიისთვის პრივილეგიების მინიჭების ტენდენცია.

ევროპულ ქვეყნებში მოქმედi რეგისტრაციის რეჟიმები ამ კლასიფიკაციაში მაკონტროლებელ რეჟიმთა შორისაა. თუმცა, როგორც ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები გვიჩვენებს, სიტუაცია თანდათან იცვლება და სახელმწიფოები მაკონტროლებელი ფუქნციიდან მეტად ფასილიტაციურ რეჟიმებზე გადადიან. ამის მაგალითია გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საჯარო სამართლის იuრidიული პირის სტატუსი ვეღარ იქნება პრივილეგირებული სტატუსის წინაპირობა[4]. აღსანიშნავია სკანდინავიის ქვეყნებში ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე განხორციელებული დეესტაბლიშმენტის[5] პროცესი, რომელმაც ლუთერანული ეკლესიის სტატუსი გაუთანაბრა სხვა რელიგიური ორგანიზაციების სტატუსს და ა.შ. მიუხედავად იმiსა, რომ ტრადიციულ ეკლესიებს არსებული პრივილეგიები უნარჩუნდებათ, ახლადშექმნილი ეკლესიები მეტ შესაძლებლობებს მოიპოვებენ და მათ მიმართ დამოკიდებულებაც უფრო რბილდება. ჩვენ მიeრ მოყვანილი გერმანიის მაგალითი ამის ნათელი დადასტურება, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ რამდენიმე წლის წინ ე.წ. „სექტების ფილტრი“ ბევრ ევროპულ ქვეყანაში მოქმედებდა და უმცირესობათა წარმომადგენლებს ფაქტიურად უზღუდავდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დასაქმებას[6].

ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, საქართველოში დღეს წმინდად ევროპული პროცესი მიმდინარეობს, რადგან მკაცრად მაკონტროლებელი რეგისტრაციის რეჟიმიდან ქვეყანა ფასილიტაციურ რეჟიმზე გადავიდა 2003-დან 2005 წლამდე და ეს რეჟიმი იმდენად ღიაა, რომ ანალოგი არ მოეძებნება არცერთ ევროპულ სახელმწიფოში.

რეგისტრაციის რეჟიმზე ირიბად მოქმედებს საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლeსიას შორის დადებული შეთანხმება. სიტყვა “მოქმედებs”

შესაძლოა ხმამაღლაც ჟღერდეს, რადგან ერთი შეხედვით, კონკორდატს პირდაპირი კავშირი არ აქვს არცერთ სხვა ეკლესიასთან[7], მაგრამ რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლები სწორედ ამ ურთიერთობაზე აპელირებდნენ, როდესაც თანასწორობის მოთხოვნას აყენებდნენ და ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად სხვადასხვა ეკლესიებთან შეთანხმების გაფორმებასაც მიიჩნევდნენ.

კონკორდატი სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის უძველესი ფორმაa და შესაძლოა ითქვას, რომ ეკლესიის რეგისტრაციის ყველაზე გავრცელებული ფორმაც იყო შუა საუკუნეებში. რეგისტრაცია, რა თქმა უნდა, პირობითი მნიშვნელობით იხმარება, თუმცა კონკორდატის დანიშნულება ისეთი საკითხების მოწესრიგება იყო, როგორიცაა ქონებრივი ურთიერთობები და ეკლესიის ავტონომიურობა. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა სხვადასხვა გზით ხორციელდებოდა, როგორიცაა ხელშეკრულება, ნოტების გაცვლა, პროტოკოლები, შეთანხმებები, Modus Vivendi და ა.შ[8]

როგორც წესი, კონკორდატით მოწესრიგებული ურთიერთობა არც პირდაპირ  მაკონტროლებელი და არც ფასილიტაციური ბუნებისაა. ეს ურთიერთობები უფრო ურთიერთხელშეწყობის მიზანს ატარებს, რისი კარგი მაგალითიცაა ფრანკოსდროინდელი კონკორდატი ვატიკანთან. 1953 წელს დადებული ეს შეთანხმება, ფრანკოს შეფასებით,მოდელური დოკუმენტია, როგორიც უნდა დაიდოს კათოლიკურ სახელმწიფოსა და და წმინდა საყდარს შორის მე-20 საუკუნეში“.[9] კონკორდატით სახელმწიფომ ვალდებულება აიღო, დაეფინანსებინა ეკლესიის საქმიანობა და მიეცა კათოლიკური ეკლესიისთვის უპირატესი პოზიცია სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებაში. სანაცვლოდ სახელმწიფომ უფლება მიიღო, ჩარეულიყო ეპისკოპოსების დანიშვნაში[10].

საქართველოში მოქმედი კონკორდატი ევროპული ტრადიციის გათვალისწინებით შეიქმნა, თუმცა მეტი ავტონომიურობა მიანიჭა ეკლესიას, მაგრამ შექმნის დღიდან არ შენელებულა დისკუსია რელიგიურ ორგანიზაციებს შორის იმის თაობაზე, კონკორდატი სიმბოლური პრივილეგიის მინიჭების ფორმა იყო, თუ მართლმადიდებელი ეკლესიის რეალური საჭიროება. იმ დროისთვის, როდესაც კონკორდატი იქმნებოდა, შესაძლოა მართლაც არსებობდა საკანონმდებლო ხარვეზები, რაც მას უნდა შეევსო, თუმცა მისი მიღების დროისთვის კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები აღმოფხვრან, ამიტომ  პრივილეგიების მინიჭების თეორია საფუძვლიან არგუმენტებს ემყარება.

ამგვარ გარემოში ახლადგანხორციელებულმა რეფორმამ დაასრულა ერთიანი სურათი, შeიქმნა კოლექტიურად საქმის წარმოების, საკუთრების დაცვის მექანიზმები, გაძლიერდა და შეიქმნა სოციალ-პოლიტიკური სტატუსის აღიარების სისტემა.  თუ სხვა ევროპული ქვეყნების მაგალითი გვიჩვენებს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მხოლოდ ტრადიციული ეკლესიებისთვის შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი და ისიც რთული პროცედურის გავლის შემდეგ, ქართულ მოდელში ნებისმიერი ეკლესია, რომელიც ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებში მოქმედებს სარგებლობს ამ უფლებით, იმისდა მიუხედავად საქართველოში ხანგრძლივი არსებობის ტრადიცია გააჩნია თუ არა.

აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ თანასწორობის არგუმენტი რელიგიური ორგანიზაციების სტატუსის საკითხიდან, საბოლოოდ უნდა იქნას გამორიცხული. .


[3] რომის წმინდა ეკლესია, სომხური მართლმადიდებელი ეკლესია, იუდეველთა თემი, ისლამური თემი და ბაფტისტური ეკლესია

[4] გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, იეღოვას მოწმეთა საქმეზე, რომლის თანახმადაც ბერლინის ფედერალური ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება უარი ეთქვას Religionsgemeinschaft der Zeugen Jehovas en Deutschland რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ მათი დოქტრინა „უარს ამბობს იესოს მიწიერ კუთვნილებაზე“ და ამით მიუთითებს მომხრეებს თავი აარიდონ არჩევნებში მონაწილეობის ვალდებულებას – არაკონსტიტუციურია. სასამართლომ ისტორიულ გადაწყვეტილებაში პრიდაპირ მიუთითა, რომ სასამართლოს ფუნქცია არ არის გამოიკვლიოს რელიგიის შინაარსი და ამ გზით ჩაერიოს მის შიდა საქმინობაშ. რელიგიის შინაარსი არ უნდა იყოს რეგისტრაციის საკითხის განხილვისას გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოება. Die Verfassungsbeschwerde betrifft die Voraussetzungen, unter denen eine Religionsgemeinschaft nach Art. 140 GG i. V. m. Art. 137 Abs. 5 Satz 2 der Verfassung vom 11. August 1919 (Weimarer Reichsverfassung, im Folgenden: WRV) den Status einer Körperschaft des öffentlichen Rechts erlangen kann. 2000/19/12

[5] ტერმინი შემოტანილია „ესტაბლიშმენტის“, ანუ დამკვიდრებული ეკლესიის მოდელის საპირისპიროდ და მიუთითებს სახელმწიფოსა და ეკლესიის დაშორებაზე

[7] ამაზე მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის განჩინება აროშვილის საქმეზე

[8] Maurizio Ragazzi, Multiculturalism and Church-State Concordats in Multiculturalism and International Law, Sienho Yee & Jacques-Yvan Morin (ed) (Martinus Nijhoff Publishers, Boston 2009) გვ. 702

[9] E. J. Heubel, Church and State in Spain: Transition toward Independence and Liberty in The Western Political Quarterly, Vol. 30, No. 1 (University of Utah, 1977), გვ. 130

[10] კონკორდატის ტექსტი იხილეთ: http://www.concordatwatch.eu/showtopic.php?org_id=845&kb_header_id=34561


[1] W Cole Durham Jr,  “Facilitating Freedom of  Religion or Belief through Religious Association Laws” in Facilitating Freedom of  Religion or Belief: A Desk book (Koninklijke Brill NV, Leiden 2004 ) p. 337

[2] Williams Rhys H. and John P.N. Massad, Religious Diversity, Civil Law and Institutional Isomorphism in Religious organizations in The United States: A Study of Legal Identity, Religious freedom and the Law, ed. James A. Serritella et al. (Durham: Carolina Academic Press, 2004) p. 111 – 128

[3] იხ.იგივე

[4] W Cole Durham Jr,  “Facilitating Freedom of  Religion or Belief through Religious Association Laws” in Facilitating Freedom of  Religion or Belief: A Desk book (Koninklijke Brill NV, Leiden 2004 ) p. 341


[1] O’Donovan Oliver and Lockwood O’Donovan Joan, From Irenæus to Grotius, A Sourcebook in Political Thought, (Michigan, 1999) გვ. 583

[2] G.G. Bogert & G.T. Bogert, The Law Of Trust and Trustees (rev. 2d ed. 1979)


[1] Ernst Hartwig Kantorowicz , The King’s two bodies: a study in mediaeval political theology (Princeton University Press, New Jersey 1957) გვ. 309

[2] Hermann Weber, Die Religionsgemeinschaften als Körperschaften des öffentlichen Rechts im System des Grundgesetzes, 1966, გვ. 40

[3] W Cole Durham Jr,  “Facilitating Freedom of  Religion or Belief through Religious Association Laws” in Facilitating Freedom of  Religion or Belief: A Desk book (Koninklijke Brill NV, Leiden 2004 ) p. 334

[4] Frederick Pollock and Frederic William Maitland, The History of English Law Before The Time of Edward I (Liberty Fund, Indianapolis, Indiana 2010 reprint, originally published 1898) p. 502 – 505


[1] Paul G. Kauper and Stephen C. Ellis, Religious Corporations and the Law, Michigan Law Review, Vol. 71, No. 8 (Aug., 1973), გვ. 1503

[2] Ernst Hartwig Kantorowicz , The King’s two bodies: a study in mediaeval political theology (Princeton University Press, New Jersey 1957) გვ. 307 – 309

[3] „cum collegium in causa universitatis fingatur una persona, finguntur enim eaedem personae cum praedecessoribus, capitulum, quod est nomen intellectuale et res incorporalis“


[1] Bryan Walker, J. T. Abdy, The commentaries of Gaius and Rules of Ulpian  By Gaius, Domitius Ulpianus, (The Lawbook Exchange, LTD, New Jersey, 2005) გვ. 416


[1] ეკლესიების იურიდიული სტატუსის საკითხი რამდენჯერმე იქცა სასამართლო განხილვის საგნად საქართველოში. რელიგიური ორგანიზაციების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა საჯაროდ არსებული რეგისტრაციის ფორმის მიმართ. მათი აზრით მხოლოდ არამომგებიან იურიდიულ პირად რეგისტრაცია საკმარისი ვერ იქნებოდა ეკლესიების ბუნების სრულად წარმოსაჩენად. ამ ფონზე 2011 წლის 5 ივლისს პარლამენტმა მიიღო შესწორება სამოქალაქო კოდექსში შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ამ კოდექსის 15091 მუხლით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებები.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 15091 მუხლი:

„მუხლი 15091. რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესი

1. რელიგიური გაერთიანებები შეიძლება დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ ზღუდავს რელიგიური გაერთიანებების უფლებას, დარეგისტრირდნენ, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე ეწეოდნენ საქმიანობას, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არარეგისტრირებული კავშირი.

3. რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური მიმდინარეობა ან ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად.

5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი.

6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის მიმართ მოქმედებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციისთვის დადგენილი წესი და მათი უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კოდექსის პირველი კარის მეორე თავით.“.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: