დაცვის მხარის საგამოძიებო უფლებამოსილება აშშ და საქართველოს შედარებითი ანალიზი

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მეექვსე შესწორების თანახმად სისხლის სამართლის დამნაშავის უფლება “მიიღოს დამცველის დახმარება” ეფექტური დაცვის უფლების ნაწილია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეფექტური დახმარების უფლებას აქვს იგივე მიზანი, რაც უფრო ზოგადად სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემას: შეჯიბრობითობის პროცესი იყოს სამართლიანი, რომ დამნაშავე არის დასჯილი/ბრალდებული და უდანაშუალო/გამართლებული.

გამოძიების ძირითადი როლი დამცველის ეფექტური დახმარების უზრუნველყოფაში

უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეებში ფაქტების გამოძიების მნიშვნელობას შემდეგნაირად გაუსვა ხაზი:

შეჯიბრებითობის სისტემაში ყველა შესაბამისი ფაქტის განხილვა როგორც ფუნდამენტური, ისე ყოვლისმომცველი უნდა იყოს. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების შედეგი არ იქნება სამართლიანი, თუ გადაწყვეტილება დაფუნებულია ნაწილობრივ ან ვარაუდით წარმოდგენილ ფაქტებზე. სასამართლო სისტემის ნდობა, ყველა ფაქტის სრულ მტკიცებულებათა სამართლის წესების ფარგლებში, გახმაურებაზეა დამოკიდებული.

ფაქტების ასეთ გამოკვლევას არ შეიძლება ჰქონდეს ადგილი გამოძიების გარეშე. არც შეჯიბრობითობის ბალანსი იქნება დაცული ბრალდებისა და დაცვის მხრიდან გამოძიების ჩატარების გარეშე. ამგვარად, დამცველის მხრიდან გამოძიების ვალდებულება დამოკიდებულია წინასასამართლო გამოძიებაზე, როგორც “ადვოკატის მომზადების შესაძლო ყველაზე კრიტიკულ ეტაპზე”.

1932 წელს უზანაესმა სასამართლომ თავისი პირველი გადაწყვეტილებით დაცვის უფლება დაუკავშირა დამცველის საგამოძიებო ფუნქციას. საქმეში Powell v. Alabama  სასამართლომ ხაზი გაუსვა ბრალდებასა და სასამართლოს შორის დამცველის საჭიროებას, სადაც კონსულტაცია, პირდაპირი გამოძიება და მომზადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოკლედ რომ ვთქვათ, იმისათვის რომ ეფექტური დაცვის უფლება განხორციელდეს VI ცვლილების შესაბამისად, დამცველს ეკისრება (დამოუკიდებელი) ვალდებულება გამოიძიოს საქმე.

სასამართლომ VI შესწორების მიხედვით გამოძიების ვალდებულება აღწერა, როგორც გონივრული გამოძიების თუ გონივრული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება, რაც კონკრეტულ გამოძიებას ყველა შემთხვევაში საჭიროს არ ხდის. ამ შემთხვევაში ძირითადი საკითხი არის სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება: პროკურორს შეუძლია გააკეთოს სტრატეგიული არჩევანი გამოძიების შემდეგ ან შეუძლია გააკეთოს ისეთი სტრატეგიული არჩევანი, რაც გამოძიების შეზღუდვას გონივრულ შეზღუდვად აქცევს, გამომდინარე საქმის მოცემული ფაქტებისა და გარემოებებიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კოდექსის საკვანძო პრინციპს წარმოადგენს შეჯიბრებითობა მხარეებს შორის, როგორც გამოძიების, ისე საქმის სასამართლოში განხილვის სტადიაზე. ეს მიღწეულია კოდექსში მრავალი დებულების ასახვით, რომელიც თანაბარ მდგომარეობაში და პირობებში აყენებს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მათ მიერ მტკიცებულებათა მოპოვების, ასევე, მოსამართლის წინაშე მათი წარმოდგენისა და შეფასების მხრივ.

მთავარი აქცენტი კეთდება შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით ღია სასამართლო კამათის პირობებში განხილულ მტკიცებულებაზე და ამით ხაზი ესმება სასამართლო გამოძიების პრიორიტეტულობას – ძველი საპროცესო კანონმდებლობისაგან განსხვავებით, რომელიც მთავარ აქცენტს აკეთებდა წინასასამართლო სტადიაზე, არაგამჭვირვალე და ცალმხრივად მოპოვებული მტკიცებულებების წერილობით გაფორმებაზე და შეძლებისდაგვარად დადასტურებაზე ფორმალურ სასამართლო განხილვაზე. სწორედ ეს არის ის ფუძემდებლური (მაგრამ არა ერთადერთი) განსხვავება, რომელიც უკავშირდება ინკვიზიციური (კონტინენტური) სამართლის პრინციპებიდან საერთო (შეჯიბრებით) სამართლის სისტემაზე გადასვლას.

საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა, გარანტირებულია როგორც სისხლის სამართლის საპროცესო სამართლის ერთ-ერთი  პრინციპი:

“1. სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

2. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.”

მოცემული დებულებიდან მნიშვნელოვანია, რომ მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა იწყება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ანუ პირის დაკავებიდან ან მის მიმართ ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანის მომენტიდან.

მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის შემდგომ კონკრეტულ გამოხატულებას წარმოადგენს კოდექსის მე-14 მუხლი, რომლის თანახმადაც:

“1. სასამართლოს (ნაფიცმსაჯულებს) არ უნდაწარედგინოს მტკიცებულება, თუ მხარეებს მისი უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის თანაბარი შესაძლებლობა არ ჰქონიათ, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

2. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება.“

საპროცესო კოდექსის მუხლი  #25:

1. სასამართლო ვალდებულია მხარეებს თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები ისე, რომ არც ერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა.

2. სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა.  მტკიცებულებათა მოპოვება და  წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. მოსამართლე უფლებამოსილია გამონაკლის შემთხვევაში მხარეებთან შეთანხმების შედეგად დასვას დამაზუსტებელი კითხვა, თუ ეს აუცილებელია სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად.

3. განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მოსამართლეს უფლება არა აქვს, აზრი გამოთქვას ბრალდებულის (მსჯავრდებულის) დამნაშავედ თუ უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე.

4. თუ სასამართლოს ხდომაში ორივე მხარე მონაწილეობს, ერთი მხარის შუამდგომლობასთან ან  საჩივართან დაკავშირებით სასამართლო ისმენს მეორე მხარის აზრსაც.

მოცემული მუხლის გაცნობის შემდეგ ნათელი ხდება, რომ საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა სრულ შეჯიბრობითობას და გვევლინება, მხოლოდ ობიექტური არბიტრის როლში, რომელსაც მოწმისთვის კითვის დასმის უფლებაც არ აქვს მხარეებთან შეთანხმების გარეშე.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, კოდექსის არსებითი სიახლეა ის, რომ დაცვის მხარეს მიენიჭა უფლებამოსილება ჩაატაროს გამოძიება ანუ თვითონ დამოუკიდებლად მოიპოვოს მტკიცებულებები და არ იყოს დამოკიდებული გამომძიებლისა და პროკურორის კეთილ ნებაზე. დაცვის ეს უფლაბა გარანტირებულია საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რომლის თანახმადაც ბრალდებულს უფლება აქვს: დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით ჩაატაროს გამოძიება, კანონიერად მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულება ამ კოდექსით დადგენილი წესით; მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და გამოითხოვოს  მტკიცებულება, რომელიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; მონაწილეობა მიიღოს მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში; მოითხოვოს ადვოკატის დასწრება მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დროს.

39-ე  მუხლის თანახმად:

1. ბრალდებულს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით, თვითონ ან/და ადვოკატის დახმარებით მოიპოვოს მტკიცებულება. ბრალდებულის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.

2. თუ მტკიცებულების მოპოვებისათვის საჭიროა ისეთი საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარება, რომელსაც ბრალდებული ან მისი ადვოკატი დამოუკიდებლად ვერ ატარებს, იგი უფლებამოსილია შესაბამისი განჩინების გამოტანის შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. მოსამართლე ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა ბრალდების მხარისათვის ცნობილი არ გახდეს დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვება.

მტკიცებულების მოპოვება ბრალდებულის უფლებაა და არა ვალდებულება. უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპის თანახმად ბრალდებული არაა ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა.  უფრო მეტიც, ახალი კოდექსის  38-ე მუხლის მე-18 ნაწილის თანახმად:

“ბრალდებულის მიერ თავისი უფლებების გამოყენება ან გამოუყენებლობა არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.”

შეჯიბრებითობა და თანასწორობა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას

შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის კიდევ ერთ გამოვლინებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეებს – ბრალდებას და დაცვას – აქვთ თანაბარი უფლებები საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას.

ახალი კოდექსის  111-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:

“მხარეებს ამ კოდექსით დადგენილი წესით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას აქვთ თანაბარი უფლება-მოვალეობები, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. მხარეები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ ამ კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში.”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: