განაცხადების წარდგენა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

სასამართლოს კომპეტენციაში შემავალი განაცხადები

სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის ყველა სახის საჩივარი. განაცხადი უნდა შეეხებოდეს კონვენციით განმტკიცებულ იმ უფლებას, რომლის დარღვევასაც ჩივის განმცხადებელი, მაგალითად, პროცესის დროს მოსამართლის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლითაც დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია ან როდესაც სახეზეა წინასწარი პატიმრობის არაკეთილგონივრული ვადა. იმგვარი საჩივრების მაგალითებს, რომლებიც არ ეხება კონვენციით გათვალისწინებულ არცერთ უფლებას წარმოადგენენ განაცხადები, რომელთა მიხედვითაც გადაწყვეტილება არის “უსამართლო” ან მსჯავრდებული პირი “უდანაშაულოა”. განაცხადები უნდა ეხებოდეს სავარაუდო დარღვევებს და არა ზოგად საკითხებს, როგორიცაა ეროვნული კანონმდებლობის კონვენციასთან შეუსაბამობა.

ვის შეუძლია განაცხადის წარდგენა?
ყველა განსასჯელსა თუ მისჯილ პირს, ვინც კონვენციით გარანტირებული უფლების დარღვევას ჩივის, აქვს განაცხადის წარდგენის უფლება (კონვენციის 34-ე მუხლი). როგორც წესი, არ შეიძლება სხვისი სახელით განაცხადის შეტანა. შესაძლებელია განაცხადების წარდგენა ადვოკატთა მიერ მათი კლიენტების სახელით შეუძლიათ.

განაცხადის შეტანის წინაპირობები
35-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია საქმის განსახილველად მიღება, რაც “ამოიწურება სამართლებრივი დაცვის ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალება”. ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნა იგივე საქმეზე დაყენებული უნდა ყოფილიყო ეროვნული სასამართლოების წინაშე, რასაც მოჰყვებოდა გასაჩივრება, თუ აღნიშნული საქმე დაექვემდებარებოდა გასაჩივრებას ქართული კანონმდებლობის თანახმად. სასამართლო განაცხადებს, რომლებიც არ ყოფილა ეროვნული სასამართლოს წინაშე წარდგენილი, მიიღებს გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად, თუ სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშეუალება არ იქნებოდა ეფექტიანი.

განაცხადი შეტანილ უნდა იქნას საქმეზე შიდასახელმწიფოებრივი საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანიდან 6 თვის განმავლობაში (35-ე მუხლი).

სასამართლოში განაცხადის წარდგენა გათავისუფლებულია ყველანაირი გადასახადისაგან.

განაცხადის შეტანის წესი და შემდგომი პროცედურები
განაცხადები შეიტანება განაცხადის ფორმის ან სასამართლოსთვის განკუთვილი წერილის გაგზავნის მეშვეობით, რომელიც მოიცავს საჩივრის დეტალურ აღწერას. თუ განაცხადი წარდგენილია წერილის საშუალებით, სასამართლო შესავსებად გზავნის განაცხადის ფორმას, რომელიც უნდა დაუბრუნდეს განსაზღვრულ ვადაში. ფაქსით შეტანილი განაცხადი უნდა გაიგზავნოს ფოსტითაც. განაცხადი შედგენილ უნდა იქნას ქართულ, ან რომელიმე იმ სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე, რომელსაც მოხდენილი აქვს კონვენციის რატიფიცირება. განაცხადის ფორმა ქართულად ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: http://www.echr.coe.int, “Applicant” და “Application Pack” ღილაკების ქვეშ.

განაცხადის ფორმა უნდა შეიცავდეს: ფაქტებისა და მოთხოვნების მოკლე მიმოხილვას, კონვენციის მუხლის დარღვევაზე მითითებას, ეროვნულ დონეზე გამოყენებულ სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებების ასლებს (აღნიშნული დოკუმენტები არ დაბრუნდება), განმცხადებლის და/ან ადვოკატის ხელმოწერას. თუ განმცხადებელს სურს სასამართლოსათვის ადვოკატის საშუალებით მიმართვა, განაცხადის ფორმა აგრეთვე უნდა შეიცავდეს ადვოკატის წარმომადგენელობითი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს.
განაცხადი უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: სამდივნო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ევროპის საბჭო, F-67075 Strasbourg Cedex, საფრანგეთი.

განაცხადის წარდგენა უფასოა, თუმცა განმცხადებელმა უნდა დაფაროს თავისი პირადი ხარჯები, როგორიცაა, მაგალითად, ადვოკატის ჰონორარი. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს დარღვევას, შეიძლება სახელმწიფოს მოეთხოვოს ამგვარი ხარჯების ანაზღაურება. განმცხადებელს შეუძლია იურიდიული დახმარება სთხოვოს ევროპულ სასამართლოს, რომელიც მას შეიძლება გამოეყოს სტრასბურგში საქმის წარმოების შემდგომ ეტაპზე.

საქმის წარმოება მიმდინარეობს წერილობითი ფორმით და გამონაკლის შემთხვევებში ადგილი აქვს ზეპირ მოსმენას. სასამართლო, პირველ რიგში, განაცხადის დასაშვებობის საკითხს განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუ დასაშვებობის კრიტერიუმები არ იქნება დაკმაყოფილებული ან განაცხადი მიიჩნევა “აშკარად დაუსაბუთებლად”, განაცხადი გამოცხადდება დაუშვებლად (35-ე მუხლი). თუ სასამართლო გამოაცხადებს საქმეს დასაშვებად, იგი განმცხადებელსა და სახელმწიფოს საქმეზე მეგობრული მოგვარების მიღწევას შესთავაზებს. სასამართლო განაცხადს უგზავნის მხარე სახემწიფოს შესაბამისი შეკითხვებით და სახელმწიფოს მიერ გაკეთებულ კომენტარებს შემდგომ უგზავნის მხარეს. თუ მხარეები ვერ მორიგდებიან, სასამართლო განსაზღვრავს ჰქონდა თუ არა ადგილი კონვენციის დარღვევას.

სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს განაცხადის შეტანიდან, სულ მცირე, ერთი წლის შემდგომ. თუ საქმე სასწრაფო განხილვას მოითხოვს, მხარეს შეუძლია სასამართლოს მოსთხოვოს დროებითი ღონისძიების გამოყენება სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის მიხედვით. ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევაში, სასამართლო მოქმედოს დაუყოვნებლივ. ასეთი მოთხოვნის დაყენების საჭიროების სემთხვევაში, იხილეთ სასამართლოს რეგლამენტი (www.echr.coe.int/ და “Basic Texts”) და დანართი პრაქტიკული რჩევების შესახებ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: