მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით

სასამართლო პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობა და თანასწორუფლებიანობა თავის თავში გულისხმობს მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობას. მე-6 მუხლი პირდაპირ არ ითხოვს მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობას, თუმცა პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ბრალდებას აკისრია დაცვის მხარისათვის შესაბამის მტკიცებულებათა გამჟღავნების ვალდებულება იმის მიუხედავად, აპირებს თუ არა ბრალდება აღნიშნული მასალის მტკიცებულებად გამოყენებას (Edwards v. UK 1992 (13071/87): განმცხადებელს მსჯავრი დაედო ძარცვისათვის ძირითადად პოლიციის ოფიცერის განცხადების საფუძველზე, მაგრამ დაცვას არ გაანდეს ის ინფორმაცია, რომელსაც შეეძლო შეესუსტებინა აღნიშნული განცხადებები. ეს წარმოადგენდა მე-6 მუხლის 1 პუნქტის დარღვევას: “სასამართლო მიიჩნევს, რომ მე-6 მუხლის 1 პუნქტის თანახმად სამართლიანობის მოთხოვნაა (…), რომ საგამოძიებო ორგანოებმა დაცვის მხარეს უნდა გაუმხილონ მისი სასარგებლო და საწინააღმდეგო ყველა მნიშვნელოვანი მტკიცებულება და ამ წესის დარღვევამ აღნიშნულ საქმეში გამოიწვია დეფექტი სასამართლო პროცესებში” (§ 36). თუმცა როდესაც ხელისუფლების ორგანოებმა აღმოაჩინეს ამგვარი დეფექტი, საქმე გადაცემული იყო სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც ყურადღებით განიხილა ახალი ინფორმაცია. სასამართლომ დაადგინა, რომ დეფექტი გამოსწორებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ.). თუ განსასჯელი არ სარგებლობს იურიდიული დახმარებით, მას პირადად აქვს უფლება მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობაზე (Foucher v. France 1997 (10/1996/629/812) ეხებოდა საჯარო მოხელეების წინააღმდეგ მიმართულ მსუბუქ შეურაცხყოფას. განსასჯელს არ ჰყავდა დამცველი და მას უარი ეთქვა საქმის მასალების გაცნობაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ ამ უარით დაირღვა მე-6 მუხლის 1 და მე-3 პუნქტები: “განმცხადებლისათვის მნიშვნელოვანი იყო მისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო საქმის მასალები და დოკუმენტების ასლები, რათა შეძლებოდა მასთან დაკავშირებული ოფიციალური მოხსენების გასაჩივრება (…). ვინაიდან მას ხელი არ მიუწვდებოდა აღნიშნულ დოკუმენტებზე, განმცხადებელმა ვერ შეძლო სათანადო დაცვის მომზადება და მასთან მიმართებით დაირღვა მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი” (§ 36).

სასამართლომ დასაშვებად ჩათვალა დაცვის მხარისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა როდესაც აღნიშნული განპირობებულია მკაცრი აუცილებლობით, რაც გამოწვეულია ისეთი ძლიერი საჯარო ინტერესით, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოება, მოწმეთა ფუნდამენტურ უფლებათა დაცვა ან გარკვეული საგამოძიებო მეთოდების საიდუმლოდ შენახვა. თუმცა აღნიშნულის შედეგად დაცვის მხარისათვის შექმნილი სირთულე სასამართლო პროცედურების მეშვეობით უნდა დაბალანსდეს და არ შეიძლება, რომ მსჯავრდება ეფუნებოდეს მთლიანად ან უმეტესწილად გაუმხელელ ინფორმაციას. პრაქტიკაში, ევროპული სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს იმას, თუ რამდენად შეაფასა მოსამართლემ ინფორმაციის გამხელის აუცილებლობა, რამდენად მოხდა ადვოკატის ინფორმირება გაუმხელელ მასალასთან დაკავშირებით და თუ მიეცა მას ამ კუთხით გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის საშუალება (პრეცედენტული სამართლის მოკლე მიმოხილვა მოცემულია საქმეზე A. and others v. UK 2009 (3455/05დიდი პალატა) §§ 205-211).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: