უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულება ევროპული კონვენციის მიხედვით

კონვენციის მე-6 მუხლი, როგორც ასეთი, არ მოიცავს რაიმე წესს უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ და აღნიშნული საკითხი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად რეგულირდება. ამდენად, ევროპული სასამართლოს კომპეტენციაში როგორც წესი არ შედის ამა თუ იმ კონკრეტული მტკიცებულების – მაგალითად, ეროვნული კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა.

ამგვარ შემთხვევაში შეკითხვა, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი არის თუ რამდენად სამართლიანი იყო მთლიანი პროცესი, მტკიცებულებათა მოპოვების წესის ჩათვლით. აღნიშნული მოიცავს განსახილველი კანონდარღვევის შეფასებას და, სადაც კონვენცით გათვალისწინებული სხვა უფლების დარღვევას ეხება საქმე, დადგენილი დარღვევის ბუნებას. მთლიანი პროცესის სამართლიანობის დადგენისას აგრეთვე გასათვალისწინებელია, თუ რამდენად დაცული იყო დაცვის მხარის უფლებები აღნიშნული პროცესის მიმდინარეობისას. კერძოდ, შეფასებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მიეცა განმცხადებელს მტკიცებულების ნამდვილობის შეფასებისა და მისი გამოყენების გაპროტესტების შესაძლებლობა. დამატებით, მხედველობაში უნდა იქნას მირებული როგორც მტკიცებულების ხარისხი, ისე ის გარემოებანი, რაც თან ახლდა მის მოპოვებას და თუ რამდენად შეიძლება რომ აღნიშნულმა ეჭვი გამოიწვიოს მის სისწორესა თუ სარწმუნოობასთან მიმართებით.

როდესაც მოპოვებული მტკიცებულება ვერ მყარდება სხვა მასალით, ეს თავისთავად არ აყენებს სამართლიანობას კითხვის ქვეშ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც მტკიცებულება ძალიან ძლიერია და არ დგას მისი სარწმუნოობის საკითხი, ამგვარი მტკიცებულების სხვა მასალით გამყარების საჭიროებაც ნაკლებია. ამასთან მიმართებით, სასამართლო დამატებით მნიშვნელობას ანიჭებს თუ რამდენად არის განსახილველი მტკიცებულება განმსაზღვრელი ძალის მქონე პროცესის საბოლოო შედეგისათვის (იხ. საქმე Gäfgen v. Germany, დიდი პალატის გადაწყვეტილება 2010 (22978/05).

აღნიშნულს წესს აქვს ორი გამონაკლისი, რამდენადაც ორი სახის მტკიცებულების გამოყენება ყოველთვის აკრძალულია: წამების (ან წამების მუქარის) ან დანაშაულის პროვოცირების საშუალებით მოპოვებული მტკიცებულება.

წამების, წამების მუქარის ან არაადამიანური მოპყრობის საშუალებით მოპოვებული მტკიცებულება (მე-3 მუხლი)
მე-3 მუხლის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების სისხლის სამართლის პროცესში გამოყენება განსაკუთრებულ საკითხებს წარმოშობს. ამგვარი მტკიცებულების გამოყენება, რომლის მოპოვების წესითაც დაირღვა კონვენციით გარანტირებულ უფლებათაგან ერთ-ერთი ყველაზე ძირეული და აბსოლუტური უფლება, ყოველთვის წარმოშობს პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებულ სერიოზულ საკითხებს, მაშინაც კი, როდესაც ამგვარი მტკიცებულების დასაშვებობა არ წარმოადგენს მსჯავრდების მიღების განმსაზღვრელ საკითხს. შესაბამისად, აღიარებით ჩვენებებთან მიმართებით სასამართლომ აღნიშნა, რომ წამების შედეგად მოპოვებული აღიარების სისხლის სამართლის პროცესში შესაბამისი ფაქტების დასადგენ მტკიცებულებად გამოყენებამ მთლიანი პროცესი გახადა უსამართლო. აღნიშნული დასკვნა გამოიყენება ჩვენების მნიშვნელობისა და დაცვის ქვეშ მყოფი პირის მსჯავრდების მისაღწევად ამგვარი ჩვენების მიერ შესრულებული როლის მიუხედავად. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ქმედების წამებად დასაკვალიფიცირებელი ზღვარი შედარებით დაბალია (იხ. საქმე Gäfgen v. Germany, დიდი პალატის გადაწყვეტილება 2010 (22978/05).

რაც შეეხება მე-3 მუხლის საწინააღმდეგო არასათანადო მოპყრობის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების სასამართლო პროცესზე გამოყენებას, სასამართლომ დაასკვნა, რომ ძალადობის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების გამოყენება, რომელიც ავლენს პირის ბრალეულობას, სულ მცირე იმ შემთხვევაში თუ ამგვარი ქმედება წამებად შეიძლება დაკვალიფიცირდეს, არასდროს უნდა იქნას გამოყენებული წამების მსხვერპლის ბრალეულობის დასამტკიცებლად იმის მიუხედავად, თუ რამდენად უტყუარი შეიძლება იყოს აღნიშნული მტკიცებულება. სასამართლომ ღიად დატოვა საკითხი, თუ რამდენად შეიძლება ისეთი ქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების გამოყენება, რომელიც შეიძლება დაკვალიფიცირდეს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად მაგრამ ვერ მიაღწიოს წამების ზღვარს, ყოველთვის უსამართლოს ხდიდეს პროცესს. ანუ რამდენად ხდის ამგვარი მტკიცებულების გამოყენება მთლიან პროცესს უსამართლოს მიუხედავად მისი ძალისა, მნიშვნელობისა, უტყუარობისა და დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლებლობისა, გაასაჩივროს ამგვარი მტკიცებულების დასაშვებობა და პროცესზე გამოყენება. ერთ-ერთ კონკრეტულ საქმეზე სასამართლომ მე-6 მუხლის დარღვევა დაადგინა (იხ. საქმე Jalloh v. Germany, დიდი პალატის გადაწყვეტილება 2006 (54810/00).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: