კონსპექტი – არარეგისტრირებული კავშირი

ყველა კერძოსამართლეებრივი გაერთიანება არ მთავრდება იურიდიული პირის შექმნით. ხშირია შემთხვევები, როცა გაერთიანების მსურველები არ არიან დაინტერესებულნი შექმნან იურიდიული პირი. არის შემთხვევები, როცა შესაქმნელ იურიდიულ პირს ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი – რეგისტრაცია აკლია და ამის გამო იგი ვერ მიიღებს იურიდიული პირის სტატუსს. კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა გაერთიანების ფორმა, რომელიც იურიდიულ პირს არ წარმოადგენს, არის არარეგისტრირებული კავშირი. მაგალითად, მშობელთა კომიტეტები სკოლებში, ქუჩის კომიტეტები, ქალთა საბჭოები და ა.შ. ის ორგანიზაციებია, რომელტათვისაც არ არის სავალდებულო იურიდიულ პირად ჩამოყალიბება.
რეგისტრირებული კავშირისგან განსხვავებით, რომლის სტრუქტურისა და მართვის ორგანოებს განსაზღვრავს კანონი, არარეგისტრირებული კავშირი მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება ამ კავშირის წევრთა ურთიერთშეთანხმებით. ურთიერთშეთანხმების სამართლებრივი დოკუმენტი შეიძლება იყოს წესდება ან ხელშეკრულება.
რეგისტრირეებული კავშირის მსგავსად არარეგისტირებულ კავშირსაც შეიძლება ჰქონდეს თავისი საფირმო სახელწოდება, რომლითაც ის საქმიან ურთიერთობებში გამოდის. ამ სახელწოდებას უნდა ჰქონდეს დამატება „არარეგისტრირებული კავშირი“. ეს აუცილებელია, რათა შეცდომაში არ შევიდნენ ის პირები, ვისაც ამ კავშირთან აქვთ ურთიერთობა.
არარეგისტირებული კავშირი ქონების ძირითად წყაროს შეადგენს კავშირის წევრთა საწევრო შენატანები. როგორც შესატანები, ისე ამ შესატანებით შეძენილი ქონება შეადგენს არარეგისტირებული კავშირის საერთო საკუთრებას.
თავისი სამართლებრივი ბუნებით, არარეგისტრირებული კავშირი ჰგავს ამხანაგობას, რომლის სამართლებრივ საფუძველს ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება წამორადგენს. მიუხედავად ამხანაგობასა და არარეგისტირებულ კავშირს შორის მსგავსებისა, არსეობობს რამდენიმე არსებითი განსხვავება მათ შორის: 1 – არარეგისტირებული კავშირი იქმნება არასამეწარმეო ე.წ. იდეალური მიზნისთვის, ამხანაგობის შექმნისას კი უფრო საერთო სამეურნეო მიზნების მიღწევა დომინირებს. 2 – არარეგისტრირებული კავშირის საქმიანობა არ არის ორიენტირებული მოგებნაზე, მაშინ როცა ამხანაგობის საქმიანობა მიზნად ისახავს ასეთი შემოსავლების მიღებას და კნონიც თავის მხრივ ითვალისწინებს შემოსავლების განაწილების წესს. 3 – ამახანაგობის ყველა მონაწილე სოლიდარულად აგებს პასუხს ამხანაგობის კრედიტორის წინაში, მაშინ , როცა არარეგისტირებული კავშირის დროს პასუხისმგებლობა ეკისრებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც კავშირის სახელით მოქმედებდნენ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: