კონსპექტი – მოთხოვნის დათმობა (ცესია)

ცესია რომის სამართალში განიხილებოდა როგორც უფლების ნასყიდობის სახეობა, ე.ი. ისეთი მდგომარეობა, როცა დეცენდი ყიდის თავის მოთხოვნის უფლებას მოვალის მიმართ. ეს თვისება ცესიისა გამოხატული იყო სასარჩელო მოთხოვნათა ნასყიდობის გავრცელებული პრაქტიკისა. მხოლოდ შუა საუკუნეების სამართალში მოხერხდა ცესიის ცალკე გამოყოფა

იმ ქვეყნების კოდექსებში,  რომელთაც განიცადეს ბუნებითი სამართლის გავლენები, ცესიისადმი ერთგვარი ალმაცერი დამოკიდებულება გვაქვს. მოთხოვნის დათმობა იქ ბათილად ითვლება, თუკი მისი ადრესატი იქნება სასამართლო ჩინოვნიკი, ადვოკატი ან ნოტარიულის, რომლებიც ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას სასამართლო იურისდიქციის დარგში და რომლებმაც შეიძლება განიხილონ სარჩელი ამ მოთხოვნის მიმართ

სამოქალაქო კოდექსი მოთხოვნის დათმობას ზოგადი ნორმითაც აწესრიგებს და სპეციალურითაც,  კერძოდ, 198-ე მუხლო იუწყება, რომ მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათ მფლობელს შეუძლია საკუთრებად გადასცეს სხვა პირს“. 199-ე მუხლი კი სპეციალურად  ეხება მოთხოვნის დათმობას, კერძოდ, მისი პირველივე ნაწილი ადგენს, რომ ,,მოთხოვნის მფლობელს(კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს“.

მოთხოვნა, ან უფლება, რომელთა დათმობაც ხდება, წარმოადგენს ქონებრივი ფასეულობის ნივთიერ ან სხვა არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს. იგი ხორციელდება სამი სახის სუბიექტებს შორის ურთიერთობაში, ესენია: მოთხოვნის დამთმობი(კრედიტორი) მოთხოვნის შემძენი(ახალი კრედიტორი) და მოვალე. თვით მოთხოვნის დათმობა ხორციელდება ახალ და ძველ კრედიტორის შორის შეთანხმებით. ამ შეთანხმების ბუნებაზე დოქტრინაში არაა აზრთა ერთიანობა. ამ ბოლო დროს სამართლის ლიტერატურაში გაჩნდა კითხვა მოცემული ხელშეკრულების რაობაზე, რაც იმითაა საინტერესო, რომ ამაგრებს ჩვენი სამოქალაქო კოდექსის პოზიციას.  კერძოდ. სახელშეკრულებო სამართლის ავტორები თვლიან, რომ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ხელშეკრულებას, ვინაიდან სახელშეკრულებო სისტემაში მას არა აქვს დამოუკიდებელი ადგილი, დამოუკიდებელი კონსტრუქცია

დასაშვებად უნდა მივიჩნიოთ სამომავლო მოთხოვნის დათმობაც, რასაც კატეგორიულად უარყოფს რუსული სასამართლო პრაქტიკა, სამომავლო მოთხოვნის დათხოვნა ნამდვილი იქნება ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან

გერმანული აბსტრაქციის პრინციპის მიხედვით, მოთხოვნის ნამდვილობა პრინციპულად დამოუკიდებელია კაუზალური გარიგების ნამდვილობისაგან, ამიტომაა, რომ მოთხოვნის დათმობა შეიძლება ნამდვილი იყოს მაშინაც, როცა მის საფუძვლად მდგარი ხელშეკრულება ბათილია. ამდენად, ძირითადი გარიგების დეფექტი არ იწვევს მოთხოვნის დათმობის ბათილობას, ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი გარიგებებია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: