კონსპექტი – მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობის სისტემები

მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობის ძველი რომაული ტრადიციებისადმი ერთგულება უფრო ჩანს ვიდრე გერმანული სამართლისადმი. რომის სამართლის თანახმად, ნივთის შეძენა როდი იყო შესაძლებელი მარტოოდენ შეთანხმების ფაქტით, იმავდროულად საჭირო იყო მხარეთა შეთანხმებული ნება მისი გადაცემის თაობაზე. რომის სამართლის კომენტატორების მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობის პროცესში ერთმანეთისგან განასხვავებდნენ: საფუძველსა (titulus) და შეძენის გზას(modus). საფუძვლად ითვლებოდა ხელშეკრულება, ხოლო საშუალებად – გადაცემა.

მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის სისტემებს ყოფენ იმ განსხვავებების მიხედვით, რომლებიც ახასიათებს, ერთი მხრივ, ტრადიციისა და კონსესუალურ და მეორე მხრივ, აბსტრაქტულ და კაუზალურ სისტემებს. რას ნიშნავს თითოეული მათგანი და რით განსხვავდება ეს სისტემები ერთმანეთისგან?

კონსესუალური სისტემის მიხედვით, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემისათვის საკმარისია მხარეთა შორის იმ ხელშეკრულების დადება, რომლითაც ხდება ამ უფლების გადატანა, ანუ საკუთრების უფლება შემძენზე გადასულად ჩაითვლება ხელშეკრულების დადების მომენტიდან.

კონსესუალური სისტემისგან განსხვავებით, ტრადიციის სისტემის მიხედვით, საკუთრების უფლების გადაცემისთვის, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გარდა, როგორც წესი, აუცილებელია ნივთის შემძენისთვის მფლობელობაში გადაცემა. ამგვარად, საკუთრების უფლება შემძენზე გადასულად ჩაითვლება არა ხელშეკრულების დადების, არამედ ნივთის შემძენისთვის მფლობელობაში გადასვლის მომენტიდან.

საკუთრების უფლების გადაცემის სისტემების კლასიფიკაციის მეორე მეთოდი გადაცემათა სისტემებს ყოფს: კაუზალურ და აბსტრაქტულ სისტემებად, იმისდა მიხედვით, თუ რაოდენ დამოკიდებულია საკუთრების უფლების გადაცემის სამართლებრივი შედეგი მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ნამდვილობასთან, გადადის თუ არა საკუთრების უფლება თვით ვალდებულებით – სამართლებრივი ხელშეკრულების ძალით, თუ საკუთრების უფლების გადაცემა გამიჯნულია მის საფუძვლად დადებული ვალდებულებით – სამართლებრივი ხელშეკრულებისაგან?

კაუზალური სისტემის მიხედვით, ხელშეკრულებას თავისთავად გადააქვს საკუთრების უფლება ყოველგვარუ სხვა სამართლებრიცი აქტისა თუ დადგენილი ფორმალობების გარეშე. რათქმაუნდა, ამ შემთხვევაში საუბარია ისეთ ხელშეკრულებებზე, რომლებსაც თავისი იურიდიული ბუნების გამო შეუძლია საკუთრების უფლების გადატანა. ესენია მაგალითად: ნასყიდობა, ჩუქება, გაცვლა, სესხი და სხვა. ამასთან, ამ ხელშეკრულებათა თავიდანვე ბათილობა ან შემდგომში მათი ბათილად ცნობა ყველა შემთხვევაში შედეგად იწვევს იმას, რომ საკუთრების უფლება თავიდანვე ვერ გადადის შემძენზე: ითვლება რომ შემძენი არასოდეს არ ყოფილა მესაკუთრე, რადგან თვით ხელშეკრულების ბათილობის სამართლებრივი შედეგი მდგომარეობს იმაში, რომ საყოველთაო აღიარებით იგი მიიჩნევა როგორც თავიდანვე არარსებული.

აბსტრაქტული სისტემის მიხედვით, საკუთრების უფლების გადაცემა ხორციელდება სპეციალური სამართლებრივი აქტის მეშვეობით, რომელიც სრულიად ემიჯნება ვალდებულებით – სამართლებრივ გარიგებას, საკუთრების გადაცემისთვის არაა საკმარისი ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულება, რითაც გამყიდველი ვალდებული ხდება ნივთი გადასცეს მყიდველს. საჭიროა მხარეთა დამატებითი შეთანხმება ამ ნივთის გადაცემის თაობაზე, რომ ამიერიდან ნივთი მყიდველის საკუთრება იქნება, რასაც სანივთო-სამართლებრივი აბსტრაქტული სანივთო ხელშეკრულება ჰქვია, ამგვარად, ის ვინც იძენს საკუთრებას, ორ გარიგებას მაინც დებს დამოუკიდებლად: ვალდებულებითსა და სანივთოს. თუ პირველით საკუთრების დათმობა ხდება, მეორე მის რეალურ გადასვლას უწყობს ხელს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: