კონსპექტი – სანივთო სამართლის ცნება და პრინციპები

ქართული სამოქალაქო კოდექსი არ იძლევა სანივთო სამართლის ცნებას. სამაგიეროდ, კოდექსში მოცემულია ცალკეულ სანივთო უფლებათა განსაზღვრებანი. დოქტრინის  მიხედვით, სანივთო სამართალი წარმოადგენს იმ ნორმათა ერთობლიობას, რომელიც აწესრიგებს პირთა(სამართლის სუბიექტთა ურთიერთობებს ნივთებთან(სამართლის ობიექტებთან). სხვაგვარად რომ ვთქვათ, სანივთო სამართალი არის ,,სამართლის ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ სასაქონლო სიკეთეებზე(ნივთებზე) ადამიანთა და იურიდიულ პირთა ბატონობის პირობებს“.  ეს განსაზღვრებანი სულაც არ გამორიცხავენ პირთა შორის ურთიერთობას. მაგრამ პირის ნივთთან ურთიერთობა წარმოადგენს სანივთო სამართლის სუბსტანციას.

კოდექსის მეორე წიგნს სანივთო სამართალი ჰქვია. სანივთო (ქონებრივი) სამართლის სახელწოდებით კოდექსში მისი ასახვა იმის მაუწყებელია, რომ აქ ადგილი აქვს ქონებრივი სამართლის სპეციფიკურ გამოვლინებასა და მოწესრიგებას. ამიტომაცაა, რომ სანივთო სამართალი იმავდროულად ქონებრივი სამართალიცაა, თუმცა ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო მეტს ნიშნავს. მთელი ვალდებულებითი სამართალიც ხომ ქონებრივი სამართალია. ამიტომაცაა რომ სამეცნიერო თუ პრაქტიკულ სიტყვათხმარებაში გამოთქმა – ,,სანივთო სამართალი“ გამოიყენება.

სანივთო სამართალი სამოქალაქო კოდექსის განუყოფელი ნაწილია. მარტო მეორე წიგნი როდი მოიცავს ყველა სანივთო-სამართლებრივ დებულებებს. ბევრ მათგანს ამ კოდექსის სხვა წიგნებში და სპეციალურ კანონებში ვხვდებით. ამ გარემოების გამო, ჩვენში სანივთო სამართლის ცალკე კოდიფიკაციის საკითხი არ დასმულა.

ქართული სანივთო სამართალი ყველაზე მეტ მსგავსებას გერმანულთან ამჟღავნებს, მაგრამ მისგან განსხვავებით, იგი მეტად მარტივად და თანამედროვედ გამოიყურება. რიგი სიახლეები, რაც დოქტრინაში ერთსულოვნადაა მიღჶბული, ქართულ კოდექსშია ასახული, მაშინ როცა, იგი გერმანულ სამოქალაქო კოდექსში ჯერჯერობით ძველებურადაა. ასე მაგალითად, მოთხოვნის დათმობა და ვალის გადაკისრება გერმანულ სამართალში ისევ ვალდებულებითი სამართლის წიგნშია მოთავსებული

სანივთო სამართალი მატერიალური სამართალია და არა საპროცესო. სამოქალაქო საპროცესო წესრიგი მას შემდეგ გამოიყენება, როცა იწყება ამ უფლებათა დაცვა. თუმცა, რიგი საპროცესო-სამართლებრივი ნორმა სანივთო სამართალშიც გვაქვს. ამის მაგალითს წარმოადგენს გირაოსა და იპოთეკის აუქციონზე რეალიზაციასთან დაკავშირებული ნორმები.

სანივთო სამართალი მრავალი თავისებურებებით ხასიათდება, რითაც იგი განსხვავდება ვალდებულებითი სამართლისაგან. განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ სანივთო უფლება აბსოლუტური უფლებაა, ვალდებულებითი კი – შეფარდებითი(რელატიური). ეს კი იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტური უფლების მატარებლის წინაშეა ყველა პირი, როგორც ვალდებული პირი, მაშინ როცა შეფარდებითი უფლების მატარებელს უპირისპირდება განსაზღვრული პირი, როგორც კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი(მაგ. ქირავნობის შემთხვევაში)

სანივთო უფლებები ,,numerus Clausus“ პრინციპითაა განსაზღვრული. ეს იმას ნიშნავს, რომ სანივთო უფლებათა წრე კანონით ზუსტადაა მოხაზული, არსებობს იმდენი სანივთო უფლება, რამდენიც კანონითაა აღიარებული. ესენია: საკუთრება, აღნაგობა, სერვიტუტი, უზუფრუქტი, გირავნობა, იპოთეკა

სანივთო უფლების სხვა თვისებად უნდა ჩაითვალოს მისი საჯაროობა და განსაკუთრებული ნდობაუნარიანობა. სანივთო უფლება ისეთ ფორმაში პოვებს გამოხატულებას, რომ იგი ადვილად შესამჩნევი ხდება ყოველი დაინტერესებული პირისათვის, ეს კი მიიღწევა საჯარო რეესტრში რეგისტრაციით.

სანივთო უფლებას ახასიათებს მიდევნების (მიყოლის), გადაცემადობის თვისება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სანივთო უფლება მიჰყვება ნივთს, როცა იგი სხვა პირის ხელში გადადის. ასე მაგალითად, თუ ნივთზე საკუთრების უფლება სერვიტუტით ან გირავნობათაა დატვირთული, ნივთის ახალი მესაკუთრის ხელშიაც იგივე მდგომარეობა გვექნება. როცა ერთი პირი მეორეს თავის ნაკვეთზე გზის უფლებას აძლევს სერვიტუტის სახით, ყოველი ახალი მესაკუთრის სერვიტუტი სახეზე გვექნება

სანივთო სამართლის თვისებად გერმანულ დოქტრინაში მიჩნეულია მისი სპეციალურობა. ეს ნიშნავს იმას, რომ სანივთო უფლებები შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტულად განსაზღვრული ნივთების მიმართ.

სანივთო და ვალდებულებითი უფლებები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ნივთის სარგებლობის თავისუფლების ფარგლებითაც. სანივთო უფლების ფარგლები გაცილებით ფართოა, ვიდრე ვალდებულებითისა (ქირავნობა-უზუფრუქტი)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: