კონსპექტი – საჯარო სამართლის იურიდიული პირები სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში

სახელმწიფო სამოქალაქო ბრუნვაში შეიძლება მონაწილეობდეს როგორც უშუალოდ, ისე სპეციალურად შექმნილი სახელმწიფო იურიდიული პირების მეშვეობით. სახელმწიფოს უშუალო მონაწილეობა სამოქალაქო ურთიერთობებში ხორციელდება არა სპეციალურად შექმნილი იურიდიული პირების, არამედ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების საშუალებით. ეს ორგანოები სახელმწიფოს განსაკუთრებული წარმომადგენლები არიან. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ეს ორგანო იმავდროულად იურიდიული პირიც იყოს. მთავარი აქ ის არის, რომ ეს ორგანო წარმოადგენს სახელმწიფოს და ამ უკანასკნელის სახელით მოქმედებს, რომელსაც სახელმწიფო აქტით აქვს მინიჭებული გარკვეული სტატუსი და კომპეტენცია. ახალი სამოქალაქო კოდექსით, სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ სამოქალაქო ურთიერთობებში, არ ითვლებიან იურიდიულ პირებად.
სახელმწიფოს სახელით სამოქალაქო ურთიერთობებში შეიძლება გამოვიდეს როგორც წარმომადგენლობითი, ასე აღმასრულებელი ორგანოები (პარლამენტი, პრეზიდენტი, სახელმწიფო მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და ა.შ.). გარდა ამისა, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სპეციალური დავალებით სამოქალაქო ბრუნვაში შეიძლება გამოვიდეს სახელმწიფოს სახელით ნებისმიერი ორგანო, იურიდიული თუ ფიზიკური პირი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: