კონსპექტი – უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და გარდაცვლილად გამოცხადება

პირის უგზოუკლოდ დაკარგულად ცნობას ახდენს სასამართლო, რომელიც საქმეს განიხილავს უდავო წარმოების წესით.
იმისათვის, რომ პირი სასამართლობ სცნოს უგზოუკლოდ დაკარგულად, საჭიროა: 1 – დაინტერესებული პირის განცხადება და 2. ცნობა, რომ არც ერთ საცხოვრებელ ადგილზე არ გამოჩენილა 2 წლის მანძილზე.
დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს პირის მემკვიდრე, მისი ოჯახის წევრი, ანდა არასრულწლოვანი და არაქმედუნარიანი შვილების მეურვე ან მზრუნველი. ორწლიანი ვადა, რომლის მანძილზე პირა არ გამოჩენილა, იგულისხმება, რომ უწყვეტია. თუ პირი ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა და ისევ გაუჩინარდა, ამის შემდეგ ისევ ორი წელი უნდა გავიდეს, რომ პირი უგზოუკლოდ დაკარგულად იქნეს აღიარებული.
პირის უგზოუკლოდ დაკარგულად ცნობას მოჰყვება გარკვეული სამართლებრივი შედეგები. მის ქონებას მართავენ მისი მემკვიდრეები ანდა მეურვეები ან მზრუნველები. გარდა ამისა, ასეთ პირთან განქორწინება ხდება გამარტივებული წესით, ვიდრე ჩვეულებრივი განქორწინებისას.
შესაბამისი სამართლებრივი შედეგები მოჰყვება აგრეთვე უგზოუკლოდ დაკარგულად ცნობილი პირის გამოჩენას, მის დაბრუნებას. სამოქალაქო კოდექსის 21-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ უგზოუკლოდ დაკარგულად აღიარებული პირი გამოჩნდა, მასინ უქმდება სასამართლო გადაწყვეტილება მისი ქონების მართვის შესახებ. მეურნეობის სათანადო გაძღოლით მიღებული სარგებლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ამ პირს არა აქვს.
სამოქალაქო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ პირის საცხოვრებელ ადგილას 5 წლის განმავლობაში არ მოიპოვება ცნობები მისი ადგილსამყოფელის შესახებ, აგრეთვე თუ იგი უგზოუკლოდ დაიკარგა ისეთ მდგომარეობაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა, ანდა სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ექვსი თვის განმავლობაში ასეთი ცნობები არ მოიპოვება, ასეთი პირი სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება გამოცხადდეს გარდაცვლილად.
პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვება სათანადო იურიდიული შედეგი. ამ შედეგში იგულიხმება, რომ მას იგივე შედეგები მოჰყვება, რაც პირის სიკვდილს, სახელდობრ: გაიხსნება მემკვიდრეობა ასეთი პირის ქონებაზე, შეწყდება მისი ქორწინება და ყველა ვალდებულება, რასაც პირადი ხასიათი აქვს, მაგრამ გარდაცვილად გამოცხადება მაინც არ შეიძლება გავაიგივოთ პიროვნების სიკვდილთან. აქ მხოლოდ ივარაუდება პიროვნების სიკვდილი და ამით არ წყდება მისი უფლებაუნარიანობა. სწორედ ამიტომ, კანონი ითვალისწინებს ასეთი პირის გამოჩენის შემთხვევაში მისი გარდაცვალებულად გამოცხადების გაუქმებას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: