კონსპექტი – ფიზიკური პირის სახელი და მისი სამართლებრივი დაცვა

ფიზიკური პირების ინდივიდუალიზაცია ხდება მათი სახელის მიხედვით. ყოველ ფიზიკურ პირს აქვს სახელის უფლება, რაც მოიცავს სახელსა და გვარს. შესაძლებელია კანონმდებელმა სახელის უფლება დაუკავშიროს არა მარტო სახელსა და გვარს, არამედ მამის სახელსაც (მაგალითად რუსეთის სამოქალაქო კანონმდებლობით). ჩვენი კოდექსით კი, ფიზიკური პირის ინდივუალიზაციისათვის საკმარისია მისი სახელისა და გვარის აღნიშვნა. ფიზიკური პირის სახელს სამართლებრივ ლიტერატურაში „სამოქალაქო სახელსაც უწოდებენ“.
სახელის უფლება აბსოლუტური სამოქალაქო უფლებაა, რომლის ხელყოფისგან თავის შეკავება ევალება ყველა სხვა პირს. სახელი პირს დაბადებისთანავე ეძლება, გვარს შთამომავლობით ღებულობს მამის მხრიდან, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია სხვა გვარის მიღებაც, უმეტესად დედის გვარის, ანდა მშობლის შერქმეული გვარისა, თუ ისინი თანახმა არიან ამაზე.
პირს, რომელსაც დაბადების დროს მიღებული სახელი არ მოეწონება, შეუძლია კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიცვალოს სახელიც, გვარის, მამის სახელიც, ამით არ იცვლება მისი სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. სახელის შეცვლა შეუძლია როგორც სრულწლოვან პირს, ასე არასრულწლოვანს 16 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ.
სახელის, გვარისა და მამის სახელის შეცვლა არ დაიშვება თუ: 1 – ამით რეალური საფრთხე ემუქრება მესამე პირის ინტერესებს. 2 – თუ ახალი სახელი ძნელად წარმოსათქმელი ან არაკეთილხმოვანია. 3 – პირი, ვინც სახელს იცვლის, ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში ან ნასამართლევია და ნასამართლობა გაქარწყლებული არა აქვს.
ფიზიკური პირის სახელის უფლება დაცულია კანონით. სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „ვისაც სახელის ტარების უფლებას შეეცილებიან, ან ვისი ინტერესების ილახება მისი სახელის უნებართვო სარგებლობით, მას უფლება აქვს ხემლყოფს მოთხოვოს მოქმედების შეწყვეტა ან უარის თქმა მასზე“.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: