კონსპექტი – სამართალი და ჩვეულება

ჩვეულება, როგორც სამართალი, ნორმატიულად არეგულირებს სოციალურ ურთიერთობებს. სამართალსა და ჩვეულებას აქვთ საერთო ნიშნები:
1) როგორც ჩვეულებას, ასევე სამართალს აქვს ნორმატიული ხასიათი.
2) ჩვეულება, ისევე როგორც სამართალი, არის ჯერარსული წესრიგი.
3) თითოეული მათგანი არეგულირებს ადამიანთა შორის ურთიერთობებს.
4) როგორც სამართალი, ასევე ჩვეულება ეხება მხოლოდ ადამიანთა გარეგან ქცევას.
სამართალი და ჩვეულება ერთმანეთისგან განსხვავდება:
1) სამართალს ადგენს სახელმწიფო. ჩვეულებას აყალიბებს რომელიმე სოციალური ჯგუფი.
2) ჩვეულება მოქმედებს შედარებით მცირერიცხოვან სოციალურ ერთობაში, რომლის წევრთა შემადგენლობა არ არის განსაზღვრული. სამართალი, ჩვეულებისგან განსხვავებით, მოიცავს უფრო ფართო სოციალურ წრეს და ასევე, ადამიანთა ურთოერთობების უფრო ფართო სპექტრს.
3) სამართლის ნორმისგან განსხვავებით, ჩვეულება ინდიფერენტული ეთიკის მიმართ.
4) ჩვეულება არ ხორციელდება სახელმწიფოს იძულებით. მას არ ახასიათებს იურიდიული სავალდებულობა, მაგრამ გააჩნია სანქციები. სამართლებრივ იძულებას ყოველთვის სახელმწიფო ახორციელებს. ჩვეულების დარღვევისას სანქციას განსაზღვრავს ესა თუ ის სოციალური ჯგუფი.
5) იურიდიული სანქციები წინასწარ განსაზღვრულია. ჩვეულების დარღვევისას რთულია მოსალოდნელი სანქციების წინასწარ პროგნოზირება.
6) ჩვეულებითი წესრიგი ყალიბდება ფაქტობრივი ურთიერთობების, ხოლო პოზიტიური კანონმდებლობა – სპეციალურად განსაზღვრული პროცედურის შედეგად.
7) ჩვეულება მოქმედებს იმის გამო, რომ იგი ფაქტობრივად სრულდება. სამართალი მოქმედებს იმისგან დამოუკიდებლად, დაცულია თუ არა მისი მოთხოვნები.
ერთმანეთისგან განსხვავდება სამართალსა და ჩვეულების მოქმედების სფერო. მართლწესრიგი და ჩვეულებითი წესრიგი ხშირად ერთმანეთს ემთხვევა. საქორწინო ურთიერთობები, შვილებსა და მშობლებს შორის ურთიერთობა, ერთნაირადაა მოწესრიგებული ჩვეულებითა და სამართლით.
სოციალური სინამდვილის ცალკეული სფეროები შეიძლება მოწესრიგდეს მხოლოდ სამართლით. ჩვეულებითი ნორმა ვერ მოაწესრიგებს რთულ სოციალურ ურთიერთობებს. ამავე დროს, მთელი რიგირ ურთიერთობები შეიძლება მოწესრიგდეს მხოლოდ ჩვეულებითი სამართლის ნორმით.
სამართალი და ჩვეულება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. ჩვეულებასა და სამართალს შორის კონფლიქტისას მოქმედებს პოზიტიური სამართალი.
ჩვეულება ისტორიულად წინ უსწრებს სამართალს. საზოგადოების განვითარების საწყის ეტაპზე ადამიანთა შორის ურთიერთობას აწესრიგებდა სწორედ ჩვეულება.
ჩვეულება, მორალისაგან განსხვავებით, არ მოიცავს შეფასებას.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: