კონსპექტი – სამართლიანობის სახეები

განასხვავებენ სამართლიანობის 2 ძირითად სახეს: 1) განაწილებითი სამართლიანობა – iustitia distributiva და 2) გათანაბრებითი სამართლიანობა – iustitia commutativa.
განაწილებითი სამართლიანობა – iustitia distributiva- მოიცავს ამა თუ იმ სიკეთის განაწილების პროცესს და მასში მონაწილე სულ მცირე 3 სუბიექტს (მათ შორის სახელმწიფოს). განაწილების პროცესში სახელმწიფო ხელმძღვანელობს სხვადასხვა მასშტაბით. სამართლიანობა წარმოადგენს განაწილების სწორედ ერთ-ერთ მასშტაბს.
განაწილების მასშტაბი შეიძლება იყოს თანასწორობა, შეტანილი წვლილი ან მოთხოვნილება. თანასწორობის პრინციპის მიხედვით თითოეულს უნდა მიეკუთვნოს თანაბარი წილი. შეტანილი წვლილის მიხედვით განაწილებისას გათვალისწინებული უნდა იყოს გასანაწილებელი სიკეთის შექმნაში ინდივიდის მონაწილეობის ხარისხი. მოთხოვნილების პრინციპის თანახმად, თითოეულს ეკუთვნის თავისი მოთხოვნილების შესაბამისად.
არისტოტელეს აზრით, განაწილებითი სამართლიანობის შემტხვევაში თანასწორობას აყალიბებს განაწილების გეომეტრიული პრინციპულობა. გასაკეთებელი სიკეთე უნდა განაწილდეს სუბიექტების მოთხოვნილების შესაბამისად. თანამედროვე გაგებით, განაწილებითი სამართლიანობა გულისხმობს, რომ სახელმწიფო ცდილობს არსებული სოციალური განსხვავებების გამოთანაბრებას.
გათანაბრებითი სამართლიანობა – iustitia commutativa- არ არის დამოკიდებული პირის ინდივიდუალურ შეხედულებებზე. თითოეულმა უნდა მიიღოს „თავისი“ კუთვნილი სიკეთე. განაწილების პროცესში არც ერთი მხარე არ უნდა იყოს მოგებული ან წაგებული. ამ შემთხვევაშიც რთულია განსაზღვრო განაწილების მასშტაბი.
გათანაბრებითი სამართლიანობის შემთხვევაში თანასწორობას აყალიბებს არითმეტიკული პროპორციულობა (არისტოტელე). გათანაბრებითი სამართლიანობა საფუძვლად უდევს სახელშეკრულებო სამართალს.
გათანაბრებითი სამართლიანობისას განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრება თავისუფალ ბაზარს, რომელიც აბალანსებს მოთხოვნასა და მოწოდებას. გათანაბრებითი სამართლიანობისაგან განსხვავებით, განაწილებითი სამართლიანობის დროს საბაზრო მექანიზმი ვერ მუშაობს.
გათანაბრებითი სამართლიანობის უნივერსალური მასშტაბი არ არსებობს – შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ მხოლოდ აშკარა უსამართლობა. სახელმწიფო ადგენს მხოლოდ გარკვეულ ჩონჩხს, რომელთა დაცვაც აუცილებელია ხელშეკრულების მონაწილე მხარეებისთვის.
ფორმალური სამართლიანობა მოითხოვს, რომ ნორმა უნდა იყოს ზოგადი და აბსტრაქტული – ნორმა უნდა არეგულირებდეს განმეორებად ურთიერთობებს და მიმართული უნდა იყოს სუბიექტთა განუსაზღვრელი წრისკენ .ამ შემთხვევაში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება ნორმის შინაარსს. ფორმალური სამართლიანობა ახასიათებს სამართლის ნებისმიერ სისტემას; ფორმალური თანასწორობა მიიღწევა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაცვით.
საგნობრივი (ინდივიდუალური) სამართლიანობა – aequitas – ინდივიდუალური სამართლიანობა ითვალისწინებს გამონაკლისს ზოგადი სამართლებრივი წესიდან. ინდივიდუალური სამართლიანობის მოთხოვნა წინააღმდეგობაში მოდის სამართლებრივ უსაფრთხოებასთან, არ გამორიცხავს შემთხვევითობას და მოსამართლის თვითნებობას. იგი აბალანსებს კანონის აბსტრაქტულ, მოუქნელ, მოუფიქრებლად ჩამოყალიბებულ დებულებებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: