კონსპექტი – ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტის ცნება და ელემენტები

ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.  ანუ ინდ. აქტი შეიცავს ოთხ ელემენტს: ა) ადმინისტრაციული ორგანო– ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი(გარდა რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისა), აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო–სამართლებრივ უფლებამოსილებებს.  ბ) ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე– მმართველობითი ღონისძიება, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანო ახორციელებს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან უნდა გამომდინარეობდეს. თუმცა ცნების ეს ელემენტი არ არის არსებითი ქმედების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტად მიჩნევისთვის.უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტიც შესასრულებლად სავალდებულო ძალის მატარებელია, თუ არ მოხდა კანონით დადგენილ ვადებში გასაჩივრება. გ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი– ინდ. აქტი სახეზეა, როცა ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართულია პირის ან პირთა შეზღუდული წრისაკენ. ინდ. აქტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირებისკენ უნდა იყოს მიმართული, ან უნდა შეეხებოდეს ცალკეულ, კონკრეტულ შემთხვევებს. დ) „აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს“ – ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტად, როდესაც ეს ქმედება ცალმხრივად მკაცრად განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისაკენ არის მიმართული.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: