კონსპექტი – თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგია

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე უფლებებს შორის უმნიშვნელოვანესია პირის უფლება, სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს არ გამოვიდეს მოწმედ საკუთარი თავის წინააღმდეგ. შესაბამისად, დაუშვებელია ბრალდებულის ყოველგვარი იძულება, რათა მან სისხლისსამართლებრივი დევნისას აქტიურად ითანამშრომლოს გამოძიების ორგანოებთან საკუთარი თავის საზიანოდ. აღნიშნული დებულება პროცესუალურ ლიტერატურაში ცნობილია ნემო ტენეტურ სე იპსუმ აცცუსარე-ს პრინციპის სახელით. ნემო ტენეტურ სე იპსუმ აცცუსარე ლათინური ტერმინია და ქართულად ნიშნავს ,,არავინ არ არის ვალდებული, დაიბრალოს დანაშაული~. ისტორიულად ეს პრინციპი თავდაპირველად ინგლისსში მე-17 საუკუნეში განვითარდა და მოგვიანებით სხვა სახელმწიფოთა სისხლის საპროცესო სამართალშიც გავრცელდა . მას თავდაპირველად ჰქონდა ის დატვირთვა, რომ პირი თავისუფლდებოდა ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან, ვიდრე მისი ბრალდების საკითხს დიდი ჟიური არ განიხილავდა . მოგვიანებით მან შეიძინა კიდევ უფრო ფართო მნიშვნელობა და პირს მიენიჭა თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგია (Privilege against self-incrimination), რაც თანამედროვე სისხლის სამართლის პროცესში გულისხმობს ადამიანის უფლებას, არ აიძულონ საკუთარი თავის ბრალეულად აღიარება და დაცული იყოს ჩვენების მიცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ზეწოლისაგან . თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგიას აღიარებს აგრეთვე საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომლის მე-15 მუხლში იგი პრინციპის სახით არის ასახული. ამ მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ჩვენება მისცეს საკუთარი თავის ან სხვა პირთა წინააღმდეგ, რომელთა წრეც განისაზღვრება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. პირს დაკავების მომენტში ან, თუ მისი დაკავება არ ხდება, – ბრალდებულად ცნობისთანავე, დაუყოვნებლივ, ასევე ნებისმიერი დაკითხვის წინ ბრალდებულს სხვა უფლებებთან ერთად უნდა ეცნობოს, რომ მას აქვს დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება და ასევე უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული . თუ ბრალდებული სარგებლობს დუმილის უფლებით და უარს იტყვის ჩვენების ან განმარტებების მიცემაზე, აღნიშნული არ შეიძლება შეფასდეს მის საუარესოდ და გამოყენებულ იქნეს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად . მაშინაც კი, როდესაც ბრალდებული არ სარგებლობს დუმილის უფლებით მას არ გააჩნია ვალდებულება, ილაპარაკოს სიმართლე. თვითინკრიმინაციისაგან დაცვის უფლება მაშასადამე, გამორიცხავს ბრალდებულის პასუხისმგებლობას ცრუ ჩვენების მიცემისთვისაც .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: