კონსპექტი – ბრალდების შესახებ ინფორმირებისა და საქმის მასალების გაცნობის უფლება

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ყველა დაკავებულ პირს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დაკავების მიზეზების, მათ შორის ,,მისთვის წარდგენილი ნებისმიერი ბრალდების~ შესახებ. ასევე, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა~ ქვეპუნქტი ყველას, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ანიჭებს უფლებას მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ და დაწვრილებით ეცნობოს წარდგენილი ბრალდების არსი და საფუძველი. ბრალდებულს სამართალწარმოების ადრეულ ეტაპზევე უნდა ეცნობოს მის წინააღმდეგ არსებული ბრალდების შესახებ, რათა მან ეფექტიანად შეძლოს სასამართლოში თავის დაცვა .

სსსკ-ის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს დაკავების მომენტში ან, თუ დაკავება არ ხდება, – ბრალდებულად ცნობისთანავე, დაუყოვნებლივ, ასევე ნებისმიერი დაკითხვის წინ მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ეცნობოს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელი დანაშაულის ჩადენაში არსებობს მის მიმართ დასაბუთებული ვარაუდი. ამასთან ერთად, მას უნდა გადაეცეს დაკავების ოქმის ან, თუ ის არ დაუკავებიათ, – ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი. დაკავების მომენტში პირის აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამით დაკავებულს საშუალება ეძლევა, გაასაჩივროს დაკავების საფუძვლიანობა და კანონიერება . როგორც წესი, დაკავებისას პირს ზეპირად ატყობინებენ ბრალდების შესახებ და შემდგომ გადასცემენ დაკავების ოქმსაც, სადაც სისხლის სამართლთლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია მითითებული, რომლის ჩადენაშიც არის იგი ბრალდებული.
ბრალდების შესახებ ინფორმირების უფლება წარმოადგენს უნივერსალურ უფლებას და იგი მოქმედებს როგორც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის სისხლისსამართლებრივი დევნის დროს, ისე ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევებში .
იმისათვის, რომ ბრალდებულმა წარდგენილი ბრალდებისაგან სათანადოდ დაიცვას თავი, ზემოაღნიშნულის გარდა, პროცესის მწარმოებელი თანამდებობის პირი ვალდებულია, გააცნოს დაცვის მხარეს საქმის მასალები, მათ შორის ბრალდების მტკიცებულებები . საქმის მასალების გაცნობის და მათი ასლების მიღების უფლება გააჩნია, როგორც ბრალდებულს, ისე მის ადვოკატს . სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატის გარეშე მონეწილეობა ბრალდებულს არ უზღუდავს აღნიშნული უფლებით სარგებლობას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: