კონსპექტი – ადვოკატის როლი სისხლის სამართლის პროცესში

როგორც უკვე აღინიშნა, შეჯიბრებით პროცესში სიმართლის დადგენა დამოკიდებულია მხარეების მიერ სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. ბრალდებისა და დაცვის მხარე საქმესთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს წარმოაჩენენ განსხვავებული თვალახედვიდან და მოსამართლეც თავის განაჩენში იზიარებს იმ მხარის პოზიციას, რომელიც უკეთესად არის ფაქტობრივად და სამართლებრივად არგუმენტირებული. ამიტომ, სამართლებრივ სახელმწიფოში პროცესის სამართლიანობისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფას.

სამართლებრივი ნორმების სათანადოდ არცოდნის გამო ბრალდებულს ხშირ შემთხვევებში თავად არ შესწევს უნარი დაუპირისპირდეს მასზე გაცილებით უკეთესად ორგანიზირებულ სისხლისსამართლებრივი დევნის აპარატს. ბრალდებულის, რომელიც იმყოფება პატიმრობაში, კიდევ უფრო შეზღუდული აქვს წარდგენილი ბრალდებებისაგან თავის დასაცვის შესაძლებლობები. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის დაცვის უფლება, რომელიც მას კონსტიტუციით და სხვა სამართლებრივი ნორმებით აქვს მინიჭებული (ე.წ. მატერიალური დაცვა) მაშინ არის გარანტირებული, როდესაც ბრალდებულის ინტერესების დასაცავად სისხლის სამართლის პროცესში ფართო უფლებამოსილებით აღჭურვილი პროცესის მონაწილე ფორმალურად მოქმედებს (ე.წ. ფორმალური დაცვა). შესაბამისად, აღნიშნული დეფიციტი სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას ადვოკატმა უნდა დააბალანსოს. ადვოკატი, როგორც დაცვის მხარე, სისხლის სამართლის პროცესში უპირისპირდება ბრალდების მხარეს და ცდილობს წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობის კიხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ასევე ბრალდებულის პასუხისმგებლობის შესამსუბუქებას.
,,ადვოკატთა შესახებ~ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბრალდებულის უფლებები შეიძლება დაიცვას მხოლოდ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა (პროკურატურის მუშაკთა) საკვალიფიკაციო გამოცდა. გარდა ამისა, მას უნდა ჰქონდეს იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: