კონსპექტი – ადვოკატის მოვალეობები

ადვოკატი სისხლის სამართლის პროცესში უნდა მოქმედებდეს ცალმხრივად ბრალდებულის ინტერესების შესაბამისად და მას არ ეკისრება ობიექტურობის ვალდებულება. ამიტომ, ადვოკატისთვის ცნობილიც რომ იყოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ, იგი ვალდებულია მხარი დაუჭიროს საქმის არსებითად განხილვის დროს ბრალდებულის გამართლებას და არა მისთვის, როგორც დამნაშავისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. აღნიშნული ვალდებულებიდან გამომდინარეობს ისიც, რომ ადვოკატმა სასამართლოში უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ისეთი მტკიცებულებები, რომელიც ბრალდებულს ამართლებს ან უმსუბუქებს მას პასუხისმგებლობას. ადვოკატს უფლება არ აქვს ბრალდებულის თანხმობის გარეშე ისაუბროს ისეთ გარემოებებზე, რაც ბრადებულს ამხელს დანაშაულში ან დაუმძიმებს პასუხისმგებლობას. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ ადვოკატი ყოველთვის უნდა ეყრდნობოდეს გაუყალბებელ მტკიცებულებებს და მან ხელი არ უნდა შეუშალოს სიმართლის დადგენას. ადვოკატს ეკრძალება სასამართლოში წინასწარი შეცნობით ყალბი მტკიცებულებების წარდგენა (იხ. ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილი). მაშასადამე, ადვოკატი უფლებამოსილია დაფაროს სიმართლე და არ თქვას ყველაფერი რაც მისთვისაა ცნობილი, მაგრამ, რასაც იგი იტყვის ან წარადგენს სასამართლოში, არ უნდა იყოს სიცრუე და სიყალბე.

მეტი სიცხადისთვის, ზემოაღნიშნული შეგვიძლია ცალკეული მაგალითების ფონზე ქვემოთ მოკლედ ჩამოვაყალიბოთ.

ადვოკატს ეკრძალება მაგალითად:

– მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და ასეთი მტკიცებულებების სასამართლოში წარმოდგენა (ასეთი ქმედებისათვის სსკ-ის 3691-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია სისხლისსამარლებრივი პასუხისმგებლობა);

– მოწმისადმი და დაზარალებულისადმი მიმართვა ან მათი დაყოლიება ცრუ ჩვენების მიცემისათვის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ასევე მათ მიერ მიცემული ჩვენების შეცვლისათვის (ამგვარი ქმედებისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პაწუხისმგებლობა სსკ-ის 372-ე მუხლით).
– ექსპერტისადმი ან თარჯიმნისადმი მიმართვა ან მათი დაყოლიება, რათა ექსპერტმა წარმოადგინოს ყალბი დასკვნა ან შეცვალოს წარმოდგენილი დასკვნა, ხოლო თარჯიმანმა თარგმნოს არასწორად (სსკ-ის 372-ე მუხლი);

– სასამართლოში დასაკითხად მოწმის გამოძახება, თუ ადვოკატისთვის წინასწარ არის ცნობილი, რომ იგი მისცემს ცრუ ჩვენებას. ამისგან უნდა განვასხვავოთ შემთხვევა, როცა ადვოკატისთვის მოულოდნელად მისი გამოძახებული მოწმე სასამართლოში დაკითხვისას ბრალდებულის სასარგებლოდ იძლევა ცრუ ჩვენებას. ამ შემთხვევაში ადვოკატი არ არის ვალდებული ამხილოს მოწმე ცრუ ჩვენების მიცემაში და უარი თქვას მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენებაზე.

ადვოკატს არ ეკრძალება მაგალითად:

– ურჩიოს ბრალდებულს, გამოიყენოს დუმილის უფლება და არ მისცეს ჩვენება;

– ურჩიოს ბრალდებულის ოჯახის წევრს, რომ გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება და არ გამოვიდეს სასამართლოში მისი ოჯახის წევრის წინააღმდეგ მოწმედ;

მოითხოვოს სასამართლოში ბრალდებულის გამართლება იმ შემთხვევაიც კი, როდესაც იგი დარწმუნებულია მის დამნაშავეობაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: