კონსპექტი – მოწმის უფლებები და მათი დაცვის პროცესუალური მექანიზმები

თანამედროვე სისხლის სამართლის პროცესში, რომელიც სამართლებრივსახელმწიფოებრივ პრინციპზე ბაზირებს, დაუშვებელია მოწმეს გააჩნდეს მხოლოდ პროცესის ობიექტის სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ პროცესში მოწმის მოწვევა მართლმსაჯულებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე მხოლოდ მტკიცებულების მოსაპოვებლად და გამოსაკვლევად ხორციელდება, მას მაინც უნდა ჰქონდეს პროცესის მონაწილის სუბიექტური უფლებები. აღნიშნულის გათვალისწინებით კანონმდებელმა სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველ ნაწილში განსაზღვრა მოწმის უფლებები, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს:

– იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული;
– თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, ჩვენება მისცეს მშობლიურ ან მისთვის სასურველ სხვა ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე;
– გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში შენიშვნების, დამატებებისა და ცვლილებების შეტანა;
– არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
– მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში;
– მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ მოწმის უფლებათა ეს ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა აღიარებს და იცავს მოწმის სხვა უფლებებსა და ინტერესებსაც, რომელის თაობაზეც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სხვადასხვა მუხლებშია მითითებული. ასე მაგალითად, კანონმდებელი იცავს მოწმის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და საკუთრებას და ითვალისწინებს რეპრესიების რისკის ქვეშ მყოფი მოწმის ე.წ. ,,პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში~ ჩართვას, როდესაც არსებობს ამ უკანასკნელის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხლყოფის საფრთხე (იხ. სსსკ-ის 67-ე და 68-ე მუხლები). მოწმის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია აგრეთვე მოწმის დისტანციური დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით იმავე ან სხვა სასამართლოდან ან სხვა ადგილიდან (სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამის გარდა, მნიშვნელოვანი ყურადგება ეთმობა მოწმის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას. მაგალითად, სასამათლოს უფლება აქვს დახუროს სასამართლოს სხდომა ნაწილობრივ და დახურულ სხდომაზე დაკითხოს მოწმე, თუ არსებობს მოწმის პირადი ცხოვრების სფეროს მიკუთვნებული მონაცემების გახმაურების საფრთხე (იხ. სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილი). მოწმეს უფლება აქვს აგრეთვე ისარგებლოს საკუთარი ხარჯით ადვოკატის მომსახურებით, რომელიც გაუწევს მას კვალიფიციურ სამართლებრივ დახმარებას მოწმისათვის კანონით მინიჭებული უფლებების დაცვასა და სარგებლობაში (სსსკ-ის 113-ე მუხლის მე-2 ნაწილი გამოიყენება ანალოგიურად მოწმეებთან მიმართებითაც). გასათვალისწინებელია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ცალკე არ განსაზღვრავს მოწმის ადვოკატის უფლებებს. შესაბამისად, მოწმის ადვოკატის უფლებები შემოიფარგლება თავად მოწმისთვის მინიჭებული პროცესუალური უფლებებით. მაგალითად, ადვოკატს უფლება აქვს დაესწროს მოწმის დაკითხვას და ურჩიოს მას ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავებაზე, რამაც შეიძლება მოწმე ამხილოს დანაშაულის ჩადენაში და ა.შ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: