არქივი

Tag Archives: იმპერატიული

სამართლის ნორმის ცნება
სამართალი შედგება მხოლოდ ნორმებისგან. სამართკუს ნორმები მართლწესრიგის „ელემენტარული ნაწილებია“. მართლწესრიგი არის სამართლის ნორმათა ერთობლიობა.
ნორმა არის პრესკრიფციული წინადადება. ნორმა განსხვავდება დესკრიფციული წინადადებისგან, რომელიც მხოლოდ ფაქტებს აღწერს. დესკრიფციული წინადადების შინაარსს აყალიბებს არსი და არა ჯერარსი. დესკრიფციული წინადადება არკვევს ამა თუ იმ ფაქტზე მსჯელობა ჭეშმარიტია თუ მცდარი. სამართლის შეფარდების პროცესში დესკრიფციულ წინადადებებს შეიძლება იურიდიული მნიშვნელობაც მიენიჭოს.
ნორმა ადგენს იმას, რაც „უნდა იყოს“. სამართლის ნორმა არის ჰიპოთეტური ჯერარსული წინადადება.
სამართლის ნორმა იმპერატიულია. ნორმა ადგენს, რომ განსაზღვრული ქცევა უნდა განხორციელდეს ან არ უნდა განხორციელდეს. ნორმის შეუსრულებლობა არ ნიშნავს,რომ ნორმა მცდარია.
დესკრიფციული წინადადება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ან მცდარი. ნორმა, როგორც პრესკრიფციული წინადადება არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ან მცდარი. ნორმა შეიძლება იყოს სამართლიანია ან უსამართლო, მიზანშეწონილი ან მიზანშეუწონელი. ჭეშმარიტი ან მცდარი შეიძლება იყოს ნორმის შესახებ მსჯელობა. დესკრიფციული წინადადებისგან განსხვავებით, ნორმა მოქმედებს ან არ მოქმედებს.
ნორმა ენობრივი ფორმით გამოხატული ჯერარსული წინადადებაა. ენა ნორმის გარეგანი გამოხატულების ერთადერთი საშუალებაა. ნორმა შესაძლებელია მოცემული იყოს არაენობრივი ფორმითაც (მაგალითად, ავტოსაგზაო ნიშნებაი). ამავე დროს, ნორმის შინაარსი ყველა შემთხვევაში ენობრივი ფორმით უნდა იყოს გამოხატული.
სამართლის ნორმის სტრუქტურა
სამართლის ნორმებს აქვთ განსხვავებული შინაარსი, მაგრამ საერთო სტრუქტურა. ლოგიკური თვალსაზრისით ნორმა შედგება 2 ნაწილისაგან: 1) დესკრიფციული ნაწილი, ანუ ის ფაქტობრივი ურთიერთობა, რომელიც ნებადართულია, აკრძალული ან მოთხოვნილი; 2) ნორმატიული ნაწილი, რომელიც ამბობს, ეს ფაქტობრივი ურტიერტობა აკრზალულია, ნებადართული თუ მოთხოვნილი.
Read More

სამოქალაქო სამართალი ისტორიულად ჩამოყალიბდა, როგორც კერძო პირთა ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართალი. ამ ტრადიციის გათვალისწინებით სახელმწიფო სამოქალაქო სამართლის მონაწილეებს უფრო მეტ თავისუფლებას ანიჭებს, ვიდრე სამართლის სხვა დაგებში. მაგ: მამკვიდრებელს შეუძლია ანდერძის შინაარსი თვითონ განსაზღვრის. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალში ნორმათა დაყოფა დისპოზიციურ (ius dispositium) და იმეპერატიულ (ius cogens) ნორმებად უაღრესად მნიშვნელოვანია და დამახასიათებელია სამართლის ამ დარგისთვის.

სამოქალაქო სამართლის ძირითადი პრინციპი – კერძო ავტონომია სწორედ დისპოზიციური ნორმების წყალობით მიიღწევა. დისპოზიციური სამართლის ნორმები მხარეებს შესაძლებლობას აძლევს დეტალურად არ განსაზღვრონ ყველა საკითხი მომავალ ურთიერთობებში. მაგალითად, მამკვიდრებელმა, რომელიც სამკვიდროს ტოვებს, იცის, რომ მისი ქონება მემკვიდრეზე გადავა კანონით დადგენილი წესით. თუ იგი ამ წესს ეთანხმება, მას არ სჭირდება საგანგებოდ ანდერძის შედგენა.
დისპოზიციური ნორმების თავისებურება ისაა, რომ ისინი მოქმედებენ მაშინ, როცა მხარეებმა გამოტოვეს ხელშეკრულებაში რაიმე საკითხი ან არასრულად მოაწესრიგეს იგი. მაგალითად, თუ მეუღლეებს შორის არ დადებულა საქორწინო კონტრაქტი, მაშინ მათი ქონებრივი ურთიერთობა ერთმანეთში მოწესრიგდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მეუღლეთა თანასაკუთრების წესით.
დისპოზიციური ნორმების გარდა, სამოქალაქო სამართალი იცნობს ასევე ნორმებს, რომელთა შეცვლა მხარეებს არ შეუძლია და ამ ნორმების შესრულება სავალდებულოა ორივე მხარისთვის. ესაა იმპერატიული ნორმები, რომელთა რაოდენობა თანამედროვე სამოქალაქო სამართალში საკმაოდ დიდია. იმპერატიული ნორმების დახასიათებისას ცალკე გამოყოფენ ე.წ. „ფარდობითად იმპერატიულ ნორმებს.“. მათი ფარდობითი ხასიათი იმაში გამოიხატება, რომ ისინი მხოლოდ ერთი მხარისთვისაა იმპერატიული. მაგალითად, შრომის ხელშეკრულების დროს, სამუშაოს მიმცემმა არ შეიძლება სამუშაოს მიმღებს მუშაობის მძიმე პირობები შესთავაზოს.