არქივი

Tag Archives: ტრადიცია

1918 წლის 26 მაისს რუსეთის კოლონიალიზმს თავდაღწეული საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელიც 3 წლის მანძილზე აქტიურად ნერგავდა დასავლურ პარლამენტარიზმსა და დემოკრატიის პრინციპებს. . . .

ნაშრომი მიმოიხილავს პოლიტიკურ პროცესს და საინტერესო საკითხავია პირველი რესპუბლიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.

ნაშრომი ჩამოტვირთეთ აქ: ქართული პარლამენტარიზმის სათავეებთან

წინამდებარე ნარკვევის მიზანია ისტორიულ-ეთნოგრაფიული მონაცემების სა,ფუძველზე ქართველ მთიელთა ტრადიციულ ყოფაში გასული საუკუნის 20-30-იან წლებამდე შემორჩენილი „უცხოს გათავისების“ წესის წარმოჩენა. აღნიშნული ფენომენი პირდაპირ მიმართებაშია  მთის რეგიონში გავრცელებულ სისხლ-მესისხლეობის უძველეს ტრადიციასა და მასთან დაკავშირებულ სოციალურ მობილობასთან, სივრცის ხალხურ გააზრებასთან, საერთოდ, მთიურ მენტალიტეტეთან . . .

ნაკვლევს საფუძვლად უდევს ავტორის მიერ წლების მანძილზე მოგროვილი საველე ეთნოგრაფიული მასალა, ხელნაწერი საარქივო მონაცემები, რომელთაგან უმრავლესობა პირველად შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში.

ნარკვევი განკუთვნილია საქართველოს მთიანეთის ტრადიციული ყოფითა და კულტურით დაინტერესებული მკითხველისათვის.

ჩამოტვირთე აქ: ქართველ მთიელთა ყოფის ტრადიციიდან

მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობის ძველი რომაული ტრადიციებისადმი ერთგულება უფრო ჩანს ვიდრე გერმანული სამართლისადმი. რომის სამართლის თანახმად, ნივთის შეძენა როდი იყო შესაძლებელი მარტოოდენ შეთანხმების ფაქტით, იმავდროულად საჭირო იყო მხარეთა შეთანხმებული ნება მისი გადაცემის თაობაზე. რომის სამართლის კომენტატორების მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობის პროცესში ერთმანეთისგან განასხვავებდნენ: საფუძველსა (titulus) და შეძენის გზას(modus). საფუძვლად ითვლებოდა ხელშეკრულება, ხოლო საშუალებად – გადაცემა.

მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის სისტემებს ყოფენ იმ განსხვავებების მიხედვით, რომლებიც ახასიათებს, ერთი მხრივ, ტრადიციისა და კონსესუალურ და მეორე მხრივ, აბსტრაქტულ და კაუზალურ სისტემებს. რას ნიშნავს თითოეული მათგანი და რით განსხვავდება ეს სისტემები ერთმანეთისგან?

კონსესუალური სისტემის მიხედვით, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემისათვის საკმარისია მხარეთა შორის იმ ხელშეკრულების დადება, რომლითაც ხდება ამ უფლების გადატანა, ანუ საკუთრების უფლება შემძენზე გადასულად ჩაითვლება ხელშეკრულების დადების მომენტიდან.

Read More