არქივი

Tag Archives: ცილისწამება

ცილისწამების სისხლის სამართლებრივი რეგულირება

პრინციპი 4. დანაშაულებრივი ცილისწამება

ა) ცილისწამების შესახებ ყველა სისხლის სამართლებრივი კანონი გაუქმებული, ხოლო სადაც საჭიროა, შეცვლილ უნდა იქნას სამოქალაქო სამართლებრივი კანონით. აუცილებელია ამ პრინციპის დანერგვა იმ ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს ცილისწამების შესახებ სისხლის სამართლებრივი კანონები;

ბ) იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომ ბევრ ქვეყანაში ცილისწამების შესახებ სისხლის სამართლებრივი კანონები უკანონო ხელყოფისგან რეპუტაციის დაცვის ძირითად საშუალებას წარმოადგენს, დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული ზომები, რათა ყველა ეს კანონი შესაბამისობაში მოვიდეს შემდეგ მოთხოვნებთან:

1. დაუშვებელია ვინმეს დასჯა ცილისწამებისათვის, თუ მხარე, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს, ვერ შეძლებს, ისეთი სტანდარტით დაამტკიცოს  დანაშაულის ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა ელემენტის არსებობა, რაც გონივრული ეჭვის მიღმა დგას;

2. ცილისწამებას, როგორც დანაშაულს, მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, თუკი დამტკიცდება, რომ გასაჩივრებული განცხადებები ტყუილია, რაც განმცხადებელმა ან იცოდა, ან არ იცოდა, იყო თუ არა ეს განცხადებები ცრუ და თუ ეს განცხადებები მიზნად ისახავდა ზიანი მიდგომოდა მხარეს, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს;

Read More

ქვემოთ მოცემული პრინციპები განსაზღვრავს გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებით დარეგულირებულ ისეთ მიმართულებას, როგორიცაა ცილისწამება და პიროვნების რეპუტაციის დაცვა. რეპუტაციის დაცვის აუცილებლობა მრავალი საერთაშორისო ნორმით არის აღიარებული.

ამასთანავე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამ ორ ცნებას შორის წონასწორობის დაცვა წარმოადგენს ქვემოთ მოცემული პრინციპების ძირითად ამოსავალ წერტილს.

ეს პრინციპები ეფუძნება საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს და ითვალისწინებს ეროვნულ გამოცდილებას (ეროვნული კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა), ასევე საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ სამართლის ზოგად პრინციპებს. პრინციპები არის კვლევის, ანალიზისა და კონსულტაციის ხანგრძლივი პროცესის შედეგი.

ამ პროცესის დამაგვირგვინებელ სტადიად იქცა 2000 წელს (29 თებერვალი-1 მარტი) ლონდონში ჩატარებული სემინარი ცილისწამების კანონმდებლობის თაობაზე და ფართო კონსულტაციები, რაც ამ სემინარზე შემუშავებულ პროექტზე გაიმართა. ამ პრინციპების მიზანი შემოიფარგლება სათანადო ბალანსის დადგენაში აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და რეპუტაციის შელახვას შორის. რეპუტაციაში იგულისხმება პატივისცემისა და აღიარების გამოხატულება, რომლითაც პირი განსაზღვრულ საზოგადოებაში სარგებლობს. ეს პრინციპები არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც იმ შეზღუდვების აკრძალვა ან სანქცირება, რომლებიც მოწოდებულია დაიცვას სხვა ინტერესები, პირადი საიდუმლოებისა და პირადი ღირსების ჩათვლით.

Read More