არქივი

Tag Archives: უცილოდ ბათილი(არარა) გარიგებები

არარა გარიგებები ბათილი გარიგებების ყველაზე მკაცრი და კატეგორიული ფორმაა. ამ გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი არ დადგება არც გარიგების უშუალო მონაწილეების მიმართ და არც მესამე პირთათვის. ასეთი გარიგება დადებისთანავე ბათილია და მას ნამდვილად ვერ აქცევს ვერც გარიგების მონაწილეთა შემდგომი მოქმედება , ვერც სასამართლოს გადაწყვეტილება.
მართალია , უზილოდ ბათილი გარიგება დადებისთანავე ბათილია და მისი გასწორება მხარეებს არ შეუძლიათ, მაგრამ კანონი მაინც ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ გარიგების მხარეებმა სამართლით შემოთავაზებული შესაძლებლობების ფარგლებში მიაღწიონ დასახულ მიზნებს . სამოქალაქო კოდექსი გარიგების მონაწილეთა ამ შესაძლებლობას დადასტურებას უწოდებს. ოღონდ ეს დადასტურება არარა გარიგებას კი არ ადასტურებს, ე.ი. მას კი არ აქცევს ნამდვილად, არამედ ნიშნავს ახალი გარიგების დადებას.
არარა გარიგების დადასტურება მხარეების მიერ , მართალია , არ იწვევს გარიგების გადაქცევას ნამდვილად, ე.ი. მისთვის იურიდიული ძალის მინიჭებას ამ გარიგების პირველად დადების მომენტიდან, მაგრამ მხარეებს შეუძლიათ გარიგებით მოსალოდნელი სარგებელი ერთმანეთს პირველი გარიგების დადების დროიდან მიანიჭონ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის 1 ნაწილის გათვალისწინებით ბათილობას იწვევს როგორც მარტივი წერილობითი ფორმის დაუცველობა,ისე რთული წერილობოთი ფორმის დაუცველობა.
მოცემული ნორმა იმპერატიულია და გარიგების მონაწილეებს მისი შეცვლა არ შეუძლიათ.თუმცა,როგორც გამონაკლისი,შეიძლება ფორმის დაუცველობამ არც კი გამოიწვოს გარიგების ბათილობა.ეს მაშინინაა,როცა ფაქტობრივი შესრულებით სწორდება ის ხარვეზი,რომელიც გარიგების დადებისას მხარეება ვერ გაითვალისწინეს.
ამ მუხლის პირველი პუნქტით ბათილად ცხადდება მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმის დაუცველად დადებული გარიგებაც.თუმცა,ამ შემთანხმების დაუცველობას შეიძლება ყოველთვის არ მოჰყვეს გარიგების ბათილობა.ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე,თუ რა მიზნით შეარჩიეს მხარეებმა გარიგების ფორმა.
მარტივი წერილობითი ფორმის დაუცველობა ზოგჯერ იწვევს გარიგების ბათილობას,ზოგჯერ კი არა.ასე მაგალითად ანდერძისათვის წერილობითი ფორმა,აუცილებელი ფორმაა,ეს იქნება სანოტარო ფორმით,თუ მის გარეშე.ზეპირი ანდერძი ყველა შემთხვევაში ბათილია,ან კიდევ,შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ აუცილებლად წერილობით ფორმას მოითხოვს.ხშირ შემთხვევაში მარტივი წერილობითი ფორმის დაუცველობა არ იწვევს გარიგების ბათილობას,თუმცა დავის შემთხვევაში მხარეებს აყენებს მოთხოვნის დაკმაყოფილების რისკის წინაშე.
რთული წერილობითი ფორმა როცა კანონითაა გათვალისწინებული,ივარაუდება,რომ იგი აუცილებელი ფორმაა და შესაბამისად,მისი დაუცველობა ყოველთვის გამოიწვევს გარიგების ბათილობას.
ბათილია ნებართვის გარეშე დადებული გარიგებანი.ეს გამონაკლისი შემთხვევებია საერთო წესებიდან.ასე მაგალითად, ბათილად ჩაითვლება ლიცენზიის გარეშე დადებული ცალკეული გარიგებანი.ლიცენზია უფლებას აძლევს პირს აწარმოოს ესა თუ ის საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე.ნებართვაში სწორედ,რომ მესამე პირის ნებართვა იგულისხმება,რაც დამოუკიდებელი ნების გამოვლენაა.

ისეთ გარიგებებს , რომელთა ნამდვილობისათვის საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა სამოქალაქო სამართალში ეწოდება ცალმხვრივი გარიგებები. მიუხედავად იმისა, რომ ცალმხვრივი გარიგებები უფრო ნაკლებადაა გავრცელებული, ვიდრე ორმხვრივი ან მრავალმხვრივი , მაინც შესაძლებელია ასეთი გარიგებების სამი ჯგუფის გამოყოფა.
პირველ ჯგუფს განეკუთვნება ცალმხვრივი გარიგებები , რომლებიც მხოლოდ მოქმედ, ე.ი. ნების გამომვლენ პირს ეხებიან. მათ მაგალითად შეიძლება დავასახელოთ საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით.
ცალმხვრივი გარიგებების მეორე ჯგუფს შეადგენს გარიგებები, რომლებიც , მართალია, იურიდიულ ძალას იძენენ მხოლოდ ერთი პირის მიერ ნების გამოვლენის შედეგად, მაგრამ უფლებრივ, ქონებრივ ან სხვაგვარ უპირატესობას ანიჭებენ მესამე პირებს. ამის მაგალითია ანდერძი და მინდობილობის გაცემა.
არსებობს ცალმხვრივი გარიგებების ცალკე ჯგუფი, რომლის დროსაც გარიგება, მართალია, მესამე პირებს ეხება, მაგრამ შესაძლებელია მან სამართლებრივი ზიანი მოუტანოს მათ. ამიტომ ასეთი გარიგებების განხორციელების უფლებაპირს სპეციალურად კანონით ან წინასწარ დადებული ხელშეკრულებებით მიენიჭება. ამგვარი ცალმხვრივი გარიგებების მაგალითია ხელშეკრულების ცალმხვრივი შეწყვეტა.
ყველა ცალმხვრივი გარიგება, რომელიც ამა თუ იმ ფორმით იწვევს არსებული ურთიერთობის შეცვლას და ეხება მესამე პირთა შეცვლას და ეხება მესამე პირთა ინტერესებს, მოითხოვს ამ უკანასკნელთა მიღებას. ეს ეხება მაგალითად ხელშეკრულების ცალმხვრივად შეწყვეტას. წინააღმდეგ შემთხვევაში , გარიგება არ ჩაითვლება ნამდვილად და სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს.