არქივი

Tag Archives: გირაო

1. გამოძიება

სისხლის სამართლის პროცესი იწყება გამოძიებით. გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის ჩადენის შესახებ ეჭვის არსებობა. როგორც წესი, ეჭვი ემყარება მესამე პირების მიერ პოლიციაში, საგამოძიებო ორგანოში ან პროკურატურაში დანაშაულის შესახებ განაცხადის გაკეთებას. ასეთი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში (მნიშვნელობა არ აქვს ინფორმაციის წყაროს) გამომძიებელი და პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება (სსსკ-ის 100-ე და 101-ე მუხლები). თუ თავდაპირველად დანაშაულის ჩამდენი პირი უცნობია, გამოძიება მიმდინარეობს დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოსაპოვებლად და დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად.
დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი, რომლის მიმართაც წარმოებს გამოძიება, იწოდება ბრალდებულად. ბრალდებული წარმოადგენს ზოგად ტერმინს, რომელიც გამოიყენება სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიაზე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის მიმართ.
დანაშაულის გამოძიებას, როგორც წესი აწარმოებს გამომძიებელი, თუმცა გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელად გვევლინება პროკურორი. იგი უფლებამოსილია გარკვეულ შემთხვევებში სრული მოცულობით ჩაატაროს გამოძიება. გამოძიება შედგება ცაკეული საგამოძიებო მოქმედებებისგან, რომლის მეშვეობით ხდება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვება. წარდგენილი ბრალდებისგან თავის დასაცავად, გამოძიების ჩატარების უფლება ენიჭება აგრეთვე ბრალდებულსაც, რომელიც მტკიცებულებებს მოიპოვებს დამოუკიდებლად ან დამცველის მეშვეობით. გასათვალისწინებელია, რომ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომლებიც არსებითად ზღუდავენ პირის კანონით მინიჭებულ უფლებებსა და თავისუფლებებს (მაგ., ჩხრეკა, ფარულის საგამოძიებო მოქმედებები), შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს ნებართვით.
ვინაიდან, დამნაშავეთა უმეტესობა ცდილობს, რომ მიიმალოს და თავი აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, გაანადგუროს მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები ან სხვაგვარად ხელი შეუშალოს გამოძიებას, აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მთელ რიგ იძულების და აღკვეთის ღონისძიებებს (მაგ., დაკავება, დაპატიმრება, გირაო და ა.შ.).
Read More

სამოქალაქო  კოდექსი არ იძლევა ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილის ზოგად ცნებას. დამკვიდრებული პრაქტიკით, ნივთის შემადგენელი ნაწილის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება სამოქალაქო ბრუნვის ტრადიციები, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს, თვით ნივთის სამეურნეო დანიშნულება. ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილად უნდა ჩაითვალოს ის, რაც მიზნობრივადაა დაკავშირებული მასთან. ასევე საჭირო, რომ ამ კავშირის შედეგი განვიხილოთ, როგორც ერთიანი ნივთი.  ნივთის შემადგენელი ნაწილის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი ყოველთვის მეორე ნივთთანაა დაკავშირებული. ამ შემთხვევაში მთავარი არის ის, თუ ნივთებს შორის როგორი კავშირია – მტკიცე, თუ სუსტი. ერთი ნივთის შემადგენელი ნაწილი, თავის მხრივ, შეიძლება შედგებოდეს სხვა შემადგენელი ნაწილებისაგან.

ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილს მიეკუთვნება არა ის, რაც ამ ნივთის არსებას განსაზღვრავს, არამედ ის, რაც სამართლებრივად დაკავშირებულია ნივთთან და არ წარმოადგენს განსაკუთრებული უფლების ობიექტს. სხვანაირად,  არსებითი შემადგენელი ნაწილის იურიდიული ბედი მთლიანადაა დაკავშირებული ნივთთად და როგორც წესი, იგი არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი. შეუძლებელია შემადგენელი ნაწილის დამოუკიდებელი განკარგვა, მისი გირაოთი დატვირთვა. Read More

მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფის თანახმად “გათავისუფლება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას სასამართლო პროცესზე გამოცხადების გარანტიებით”. როდესაც გირაო ან სხვა პრევენციული ზომა საკმარისია გამოცხადების უზრუნველსაყოფად, დაკავება ვეღარ ჩაითვლება “საფუძვლიან აუცილებლობად”. ბევრი ევროპული სახელმწიფო პატიმრობის ნაცვლად იყენებს პრევენციულ ზომებს, არა მხოლოდ პირის გამოცხადების უზრუნველსაყოფად, არამედ აგრეთვე დანაშაულის ხელახალი ჩადენის პრევენციის მიზნით. ამგვარ ზომებს მიეკუთვნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზოგიერთი ადგილისა და ადამიანისაგან თავის შორს დაჭერის ბრძანების გაცემა.

ისეთ შემთხვევებში, როდესაც მიმალვის საფრთხე დაკავების ერთადერთი საფუძველია, დაკავებული პირი უნდა გათავისუფლდეს, თუ იგი წარმოადგენს სასამართლო პროცესზე გამოცხადების სათანადო გარანტიას (Wemhoff v. West-Germany, 1968 წელი,  A 7 (§ 15), Letellier v France, 1991 წელი, (12369/86) § 46, Makarov v Russia, 2009 წელი, (15217/07) §§ 138-139.). ზოგიერთ შემთხვევაში, გირაოთი გათავისუფლების შესაძლებლობაზე ზოგადი/საკანონმდებლო უარი წარმოადგენს მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფის დარღვევას. (S.B.C. v. UK, 2001წელი, (39360/98) §§ 22-23: ეროვნული კანონმდებლობის თანახმად გირაოს გამოყენება, გამონაკლისის სახით, არ შეიძლებოდა მძიმე დანაშაულების შემთხვევებში. სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლო კონტროლის ეს გამონაკლისი არღვევდა მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფს.)

Read More