არქივი

Tag Archives: პრინციპები

წინამდებარე გამოცემა უთუოდ მიიქცევს იურისპრუდენციის და პოლიტოლოგიის საკითხებით დაინტერესებული ქართველი მკითხველის ყურადღებას. წიგნის თემაა კონსტიტუციონალიზმი. ეს ცნება თანამედროვე მეცნიერებაში აღიარებული განსაზღვრების შესაბამისად, გულისხმობს მრავალასპექტიან პოლიტიკურ-იურიდიულ მოვლენას, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, კონსტიტუციურ დოქტრინებს, იდეებს და თეორიებს და მეორე მხრივ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას და სახელმწიფო-სამართლებრივ პრაქტიკას. კონსტიტუციონალიზმის არსს ავტორის კონცეფციის
მიხედვით, ხელისუფლების თვითშეზღუდვა შეადგენს. საჯარო სამართლის მეცნიერებაში ხელისუფლების თვითშეზღუდვის კატეგორიის შემოტანის დამსახურება გერმანელ მეცნიერს გეორგ ელინეკს ეკუთვნის. მისი საგნის და საზრისის აღმოჩენით სამართლის მეცნიერების ისტორიაში ბუნებითი სამართლის კლასიკური ეპოქა დასრულდა და საფუძველი დაედო საჯარო სამართლის თანამედროვე მეცნიერებას.

სრული ვერსია იხილეთ აქ: ხელისუფლების თვითშეზღუდვა – კონსტიტუციონალიზმის შესავალი – ანდრაშ შაიო

ქართული სამოქალაქო კოდექსი არ იძლევა სანივთო სამართლის ცნებას. სამაგიეროდ, კოდექსში მოცემულია ცალკეულ სანივთო უფლებათა განსაზღვრებანი. დოქტრინის  მიხედვით, სანივთო სამართალი წარმოადგენს იმ ნორმათა ერთობლიობას, რომელიც აწესრიგებს პირთა(სამართლის სუბიექტთა ურთიერთობებს ნივთებთან(სამართლის ობიექტებთან). სხვაგვარად რომ ვთქვათ, სანივთო სამართალი არის ,,სამართლის ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ სასაქონლო სიკეთეებზე(ნივთებზე) ადამიანთა და იურიდიულ პირთა ბატონობის პირობებს“.  ეს განსაზღვრებანი სულაც არ გამორიცხავენ პირთა შორის ურთიერთობას. მაგრამ პირის ნივთთან ურთიერთობა წარმოადგენს სანივთო სამართლის სუბსტანციას.

კოდექსის მეორე წიგნს სანივთო სამართალი ჰქვია. სანივთო (ქონებრივი) სამართლის სახელწოდებით კოდექსში მისი ასახვა იმის მაუწყებელია, რომ აქ ადგილი აქვს ქონებრივი სამართლის სპეციფიკურ გამოვლინებასა და მოწესრიგებას. ამიტომაცაა, რომ სანივთო სამართალი იმავდროულად ქონებრივი სამართალიცაა, თუმცა ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო მეტს ნიშნავს. მთელი ვალდებულებითი სამართალიც ხომ ქონებრივი სამართალია. ამიტომაცაა რომ სამეცნიერო თუ პრაქტიკულ სიტყვათხმარებაში გამოთქმა – ,,სანივთო სამართალი“ გამოიყენება.

Read More