არქივი

Tag Archives: კერძო სამართლის სისტემა

კერძო სამართლის შიგნით უნდა განვასხვავოთ სამოქალაქო სამართალი, როგორც ზოგადი კერძო სამართალი და სხვა სპეციალური დარგები. სამოქალაქო სამართალს მიიჩნევენ ზოგად კერძო სამართლად იმ განსაკუთებული კერძო სამართლის იმართ, რომლებიც დროთა განმავლობაში, საზოგადოებრივი პროცესების განვითარების შედეგად წარმოიქმნა.

განსაკუთრებულ კერძო სამართალს მიეკუთვნება: მეწარმეთა, ინტელექტუალური საკუთრების, შრომისა და საკორპორაციო სამართალი.
საავტორო, საპატენტო და მათი მსგავსი ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმერი ასევე შეადგენენ განსაკუთრებული კერძო სამართლის ნაწილებს.
შრომის სამართალი, რომელიც ადრე სამოქალაქო სამართლის ნაწილი იყო, სოციალური განვითარების შედეგად ცალკე დარგად ჩამოყალიბდა.
კერძო სამართლის ნაწილია ასევე გაკოტრების სამართალი.
სამოქალაქო სამართალი კერძო სამართლის ბირთვია. იგი განსაზღვრავს ისეთ ფუძემდებლურ დებულებებს, რომლებიც ყველა სხვა კერძოსამართლებრივ დარგში გამოიყენება.

სამოქალაქო სამართალი, როგორც სამართლის ერთ-ერთი დარგი, სამართლის სხვა დარგებისგან განსხვავდება იმით, რომ მას აქვს რეგულირების თავისი საგანი, სფერო და მეთოდი ე.ი. აწესრიგებს, არეგულირებს გარკვეული სახის საზოგადოებრივ ურთიერთობებს გარკვეულ სუბიექტებს შორის და განსხვავებული, მათთვის დამახასიათებელი წესით, მეთოდით. სამოქალაქო კოდექსის საგანს შეადგენენ:

1. კერძო ხასიათის ქონებრივი ურთიერთობები.
2. საოჯახო ურთიერთობები.
3. პირადი ურთიერთობები.

სამოქალაქო სამართალლის ამოცანა, პირველ რიგში, ქონებრივი ურთიერთობების მოწესრიგებაა. თავის მხრივ ქონებრივი ურთიერთობები არის ისეთი საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია ნებით განსაზღვრულ წარმოებით ურთიერთობასთან და რომელსაც აქვს გარკვეული ეკონომიკური ფასეულობა.

სამოქალაქო სამართალი, როგორც იურიდიული მეცნიერება, არის სამართლის მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის სამოქალაქო სამართალს, როგორც სამართლის განცალკევებულ ნაწილს. ე.ი. სამოქალაქო სამართლის მეცნიერების შესწავლის საგანია თვით სამართლის ამ დარგის რეგულირების საგანი. ამრიგად, სამოქალაქო სამართალი, როგორც სამართლის დარგი და როგორც მეცნიერება ძალზე ახლო მდგომი ცნებებია, მაგრამ მათი გაიგივება სწორი არ არის, ისინი მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სამართლის დარგი გულისხმობს ნორმების ერთობლიობას, რომლებიც ადგენენ საყოვალთაო სავალდებულო წესებს, ხოლო მეცნიერება არის შეხედულებების, მოსაზრებებისა და დასკვნების გარკვეული სისტემა სამართლის ამ დარგზე.