არქივი

ადმინისტრაციული სამართალი

ინდ. აქტის გაუქმება მოიცავს როგორც აქტის ბათილად, ისე ძალადაკარგულად გამოცხადებას. აქტი ორივე შემთხვევაში წყვეტს მოქმედებას, მაგრამ მათ შორის განსხვავება მდგომარეობს ძალადაკარგულად გამოცხადებული აქტის სამართლებრივ ბუნებაში. ბათილად ცნობის ობიექტია უკანანო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, ხოლო ძალადაკარგულად ცხადდება კანონიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი. პირის კანონიერი ნდობისა და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლებელია, განისაზღვროს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა : ა) მისი ძალაში შესვლის დრიდან; ბ) მისი ბათილად ცნობის დღიდან ; გ)მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით. ინდ.აქტს ბათილად ან ზალადაკარგულად აცხადებს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ან სასამართლოს შეუძლია მისი ბათილად ცნობა.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონირება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოიტხოვს, რომ ის უფლებამოსული ორგანოს მიერ მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული: ა) უფლებამოსილება–ინდ.აქტი უნდა გამოიცეს საგნობრივად და ტერიტორიულად უფლებამოსილი ორგანოს მიერ; ბ) ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახე– ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოსცეს ინდ.აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით(თუ კანონი არ ითვალისწინებს კონკრეტულ შემთხვევაშო სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენების აუცილებლობას. გ) ინდ. აქტის ფორმა–ინდ.აქტი შეიძლება გამოიცეს წერილობითი ან ზეპირი ფორმით. ყოველი წერილობით გამოცემული ინდ. აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. რაც შეეხება ინდ. აქტის მატერიალურ კანონიერებას, ეს დაკავშირებულია მის შინაასთან და მოითხოვს , რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ საკანონმდებლო აქტებს: ა) ინდ. აქტი უნდა შეესაბამებოდეს სამარტლის ნორმებს, რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს; ბ) ინდ. აქტის გამოცემის უფლებამოსილება გამომდინარეობს თვით ამ სამართლებრივი აქტიდან; გ) თუ ადმინისტრაციულ ორგანოს ინდ. აქტის გამოსაცემად გააჩნია მოქმედებისა და გადაწყვეტის თავისუფალი სივრცე, ის ვალდებულია შეარჩიოს ერთ–ერთი ის გადაწყვეტილება, რომლის მიღების უფლებაც მას კანონით აქვს მინიჭებული.დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მოტხოვნის უგულებელყოფა შედეგად იწვევს ადმინისტრაციული აქტის უკანონობას; დ) ინდ. აქტის გამოცემის პროცესში ყურადღება უნდა დაეთმოს მიზნისა და მის მისაღწევად გამოყენებული საშუალების თანაზომიერების დაცვას; ე) ინდ. აქტის შინაარსი უნდა იყოს ისე ნათლად ჩამოყალიბებული, რომ მის ადრესატს ცალსახად შეეძლოს იმის გაგება, თუ რას მოითხოვს მისგან აქტის გამომცემი ორგანო.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის სახეებია: დაინტერესებული მხარისათვის აქტის გადაცემა ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნა; ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ბეჭდვით ორგანოში და საჯაროდ გამოცხადება. ინდივიდუალური ადმინისტრაციული–სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისთვის ოფიციალური გაცნობით. მისი ოფიციალური გაცნობა წარმოადგენს არა მარტო აქტის კანონიერების კრიტერიუმს, არამედ მისი არსებობის წინაპირობას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მხარისათვის გაცნობისას ყურადრება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებებს: ა) მხარისათვის მისი გაცნობა უნდა მოხდეს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მითიტების შედეგად განხორციელებული მოქმედებით; ბ) მხარისათვის მისი გაცნობა უნდა ატარებდეს ინდივიდუალურ ხასიათს; გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გაცნობის განსაკუტრებული ფორმა მისი გადაცემა, მასზე დგება სპეციალური ოქმი, რომელშიც შეიტანება მონაცემები აქტის ოფიციალური გადაცემის ადგილისა და დროის შესახებ და დასტურდება გადამცემი და მიმღები მხარეების ხელმოწერით. დ) ინდ. აქტის ოფიციალური გაცნობის ერთ–ერთი ფორმაა მისი საჯაროდ გამოცხადება . ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–ამართლებრივი აქტის მხარისატვის გაცნობის ეს ფორმა გამოიყენება იმ აქტებისათვის, რომელბიც გამოიცემა ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით და მიმართულია 50–ზე მეტი პირის მიმართ.

ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.  ანუ ინდ. აქტი შეიცავს ოთხ ელემენტს: ა) ადმინისტრაციული ორგანო– ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი(გარდა რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისა), აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო–სამართლებრივ უფლებამოსილებებს.  ბ) ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე– მმართველობითი ღონისძიება, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანო ახორციელებს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან უნდა გამომდინარეობდეს. თუმცა ცნების ეს ელემენტი არ არის არსებითი ქმედების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტად მიჩნევისთვის.უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტიც შესასრულებლად სავალდებულო ძალის მატარებელია, თუ არ მოხდა კანონით დადგენილ ვადებში გასაჩივრება. გ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი– ინდ. აქტი სახეზეა, როცა ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართულია პირის ან პირთა შეზღუდული წრისაკენ. ინდ. აქტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირებისკენ უნდა იყოს მიმართული, ან უნდა შეეხებოდეს ცალკეულ, კონკრეტულ შემთხვევებს. დ) „აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს“ – ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტად, როდესაც ეს ქმედება ცალმხრივად მკაცრად განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისაკენ არის მიმართული.

ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება მაშინ გვაქვს სახეზე, როცა სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგი.ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონმდებელი და ამით, ის ადმ.ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით გაითვალისწინოს კანონის ნორმის მიზნები და კონკრეტული გარემოებები. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში აუციელბელია ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებული საშუალებებიდან უნდა გამოიყენოს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად ზიანის მომტანია პირის კანონიერი ინტერესებისა და უფლებებისათვის. როდესაც ადმინისტრაციული ოგანო არ უწევს ანგარიშს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფალ სივრცეს, ასეთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ღონისძიება არის უკანონო. შესაძლებელია სამი შემთხვევის გამოყოფა: ა) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას ;ბ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო სცდილდება მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს; გ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნისთვის, რაც კანონმდებელმა მასში ჩადო.

კეთილსინდისიერების პრინციპი ვრცელდება არა მარტო ადმინისტრაციულ ორგანოებზე, არამედ მოქალაქეებზეც. ის გამომდინარეობს სამარტლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან, რომელიც კრძალავს ისეთ მმართველობით საქმიანობას, რომელიც თავის მხრივ კანონიერია, მაგრამ იწვევს მისი ადრესატის კანონიერი ნდობის გაცრუებას. კანონიერი ნდობის პრინციპი უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გაუქმებას და ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას. დაუშვებელია აღმჭურველი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს მის მიმართ. კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ მან ამ აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მიმართ კანონიერი ნდობის გამომრიცხველი გარემობაა დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. რაც შეეხება დაპირებას, ეს გარემოებებია : ა) მას საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო დაპირება ; ბ) შესაბამისი ნორმატიული აქტის შეცვლის გამო პირი ვერარ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს; გ) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება.

სზაკ–ის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. კანონის უზენაესობის პრინციპი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონისგან გადახვევას და ამასთან ერთად, მათ ავალდებულებს კანონის გამოყენებას. კანონის უზენაესობის პრინციპის უგულვებელყოფა იწვევს მმართველობითი ღონისძიების მართლწინააღმდეგობას. ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა განისაზღვრება მხოლოდ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით. შემზღუდავი ხასიათის მმართველობითი საქმიანობის უფლებამოსილება კანონში ან მის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე აქტში დეტალურად უნდა იყოს მოწესრიგებული, აღმჭურველი ხასიათის მმართველობითი ღონისძიება კი არ საჭიროებს კონკრეტულ ნორმატიულ საფუძველს. კანონიერების პრინციპი მოიცავს როგორც კანონის უზენაესობას, ისე კანონისმიერ დათქმას– ეს უკანასკნელი კი კონსტიტუციაში განმტკიცებული დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ძირითადი უფლებების აღიარების პრინციპებიდან გამომდინარეობს.

თითოეული შემზრუდველი ხასიათის ღონისძიება უნდა იყოს თანაზომიერი. ეს პრინციპი კრძალავს მმართველობითი ღონისიების ადრესატის შეუსაბამო შეზღუდვას. ეს გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპიდან, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის შეზრუდვა იმდენად არის დასაშვები, რამდენადაც ის საჯარო ინტერესების დაცვის გარდაუვალი საშუალებაა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის თანაზომიერება დგინდება შემდეგი გზით: ა) უნდა დადგინდეს სახელმწიფოს მიერ მისარწევი მიზანი; ბ) უნდა შემოწმდეს მიზნისა და საშუალების შესაბამისობა, ანუ რამდენად ხდის საშუალება შესაძლებელს მიზნის მიღწევას; გ) უნდა შემოწმდეს შესაფერისი ღონისძიების აუცილებლობა, ანუ არის თუ არა ეს ღონისძიება ყველაზე ნაკლები ზიანის მატარებელი როგორც საზოგადოების, ისე ადრესატისთვის; დ) უნდა დადგინდეს ინდ. აქტიტ გამოწვეული უფლების შეზღუდვა არის თუ არა პროპორციულ დამოკიდებულებაში შეზღუდვის მიზანთან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აწესრიგებს საჯარო–სამართლებრივი უფლებამოსილებების განხორციელების პროცესს.ის ასევე განსაზღვრავს ადმინისტრაციული წარმოების ცნებას ამ კოდექსის მიზნებისტვის, და ამდენა, განსაზღვრავს კოდექსის მოქმედების სფეროს. სზაკ–ი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ადმინისტრაციული ორგანოს ცნების ქვეშ მოიაზრება ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი , რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. აქ ყურადრება უნდა მიექცეს, იმას, რომ ამ განმარტების პირველი ნაწილი მოიცავს ადმინისტრაციულ ორგანოს ორგანიზაციული გაგებით, მეორე კი ეხება ფუნქციონალურ გაგებას, ანუ მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა ფუნქციის განხორციელებასთან გვაქვს საქმე.

ორგანიზაციული მოწყობისა და საქმიანობის ფორმების მიხედვით შესაძლებელია ოტხი შემტხვევის გამოყოფა : ა)საჯარო–სამართლებრივი ორგანიზაციული ფორმით მოწყობილი ადმინისტრაციული ორგანი მოქმედებს საჯარო–სამართლებრივი საქმიანობის ფორმის გამოყენებით;ბ)საჯარო–სამართლებრივი ორგანიზაციული ფორმით მოწყობილი ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს კერძო სამართლის ფორმით;გ)კერძო–სამარტლებრივი ფორმით მოწყობილი საჯარო მმართველობა მოქმედებს კერძო–სამარტლებრივი ფორმის გამოყენებით;დ) კერძო–სამართლებრივი ფორმით მოწყობილი საჯარო მმართველობა მოქმედებს საჯარო–სამართლებრივი ფორმით. რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო–სამართლებრივი საქმიანობის ფორმებს , ესენია : ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი;ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი;გ)რეალაქტი და დ) ადმინისტრაციული ხელშეკრულება.