არქივი

Tag Archives: გამომძიებელი

სამართლიანი სისხლის სამართლის პროცესის უზრუნველსაყოფად მნიშნვნელოვანია, რომ მასში მონაწილე პირები, რომლებიც იღებენ პროცესუალური მნიშვნელობის სხვადასხვა ოფიციალურ გადაწყვეტილებებს, მოქმედებდნენ მიუკერძოებლად და არ ამოძრავებდეთ სისხლის სამართლის საქმის მიმართ პირადი ინტერესი. პროცესის ის მონაწილეები, რომლების მოქმედებებს და გადაწყვეტილებებს არსებითი ზეგავლენა შეუძლიათ მოახდინონ საქმის შედეგზე, უნდა იქნენ სისხლი სამართლის პროცეს ჩამოშორებული, თუკი მათ მხარეზე არსებობს ისეთი გარემოებები, რაც მათი ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში საფუძვლიან ეჭვს იწვევენ. ასეთი პირების სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამოიცხვის აუცილებლობა გამომდინარეობს როგორც თავად პროცესი სხვა მონაწილეების კანონიერი ინტერესებიდან, ისე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიუკერძოებლობის და ობიექტურობის მიმათ ნდობის შენარჩუნების ინტერესიდან გამომდინარე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოქმედი სასხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებებსა და პროცესის მონაწილეთა აცილების ინსტიტუტს. სსსკ-ის 59-ე მუხლში მოცემულია ის გარემოებები, რომლის არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი ან სასამართლო სხდომის მდივანი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში. ეს ის შემთხვევებია, როდესაც ზემოაღნიშნული პირი:

Read More

თარჯიმნის ფუნქცია და მისი მოწვევა

თარჯიმანი არის პროცესის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც იძახებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც პროცესის სხვა მონაწილემ (ბრალდებული, მოწმე) არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა და ან საჭიროა სისხლის სამართლის პროცესის ენაზე ითარგმნოს ტექსტი. დაუშვებელია, რომ პირმა, რომელსაც გააჩნია პროცესის მონაწილის გარკვეული სტატუსი (მაგ., დაზარალებული, ექსპერტი, გამომძიებელი, პროკურორი და ა.შ.) შეითავსოს ასევე თარჯიმნის ფუნქცია. თარჯიმანის პროცესუალური სტატუსი შეიძლება მიენიჭოთ არა მხოლოდ უცხო ენების სათანადოდ მცოდნე პირებს, არამედ იმ პირებსაც, რომლებსაც ესმით ყრუ-მუნჯთა ნიშნები (იხ. სსსკ-ის 53-ე მუხლი). თარჯიმანი შესაძლებელია მოწვეულ იქნეს, როგორც გამოძიების ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, ისე სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე. გამოძიების ეტაპზე თარჯიმნის გამოძახების უფლება აქვს გამომძიებელს და პროკურორს, ხოლო სასამართლოში – მოსამართლეს. ასეთ შემთხვევაში თარჯიმნის მოწვევის ხარჯებს მთლიანად გაიღებს სახელმწიფო. თუ გამოძიების ეტაპზე ბრალდებული საკუთარი ინიციატივით აწარმოებს მტკიცებულებების მოპოვებას საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გზით და ამისათვის ესაჭიროება თარჯიმნის დახმარება, მას უფლება აქვს საკუთარის ხარჯით უზრუნველყოს საგამოძიებო მოქმედებებში თარჯიმნის ჩართვა. როგორც წესი, საპროცესო დოკუმენტბი ეთარგმნება ბრალდებულს ზეპირად, ხოლო თუ ბრალდებულს სურს მათი წერილობითი თარგმანი, მან საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს მათი თარგმნა. სასამართლოს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის შემთხვევაში მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს თარჯიმნის მომსახურების ხარჯების გადახდისაგან (იხ. სსსკ-ის 90-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

თარჯიმნის უფლება-მოვალეობები

თარჯიმნის უფლება-მოვალეობები ამომწურავად არის სსსკ-ის 54-ე მუხლში ჩამოყალიბებული, რომლის მიხედვით, იგი უფლებამოსილია:

Read More

ექსპერტის ცნება და ამოცანები

ექსპერტის საკანონმდებლო დეფინიცია მოცემულია სსსკ-ის მე-3 მუხლის 21-ე ნაწილში, რომლის თანახმად, ექსპერტი არის სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში. ამრიგად, ექსპერტს გააჩნია ის ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება (მაგ., მედიცინაში, ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში, საფინანსო ან ტექნიკურ საკითხებში), რომლის გარეშეც მხარეები და სასამართლო დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამორკვევას, მტკიცებულებების გამოვლენასა და გამოკვლევას.
ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოსაკვლევად უწევს სამი სახის დახმარებას:

– იგი აწვდის მათ ზოგად ინფორმაციას მეცნიერების ცალკეული დარგებიდან (მაგ., ახალშობილის კუჭი და ნაწლავები დაბადებიდან დაახლოებით 6 საათის შემდეგ ივსება ჟანგბადით);

– იგი ადგენს ისეთ ფაქტებს, რომლის შეცნობა და დადგენა მხოლოდ სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების ქონის შედეგად არის შესაძლებელი (მაგ., მოკლული ახალობილის ნაწლავები არ იყო შევსებული ჟანგბადით);

– იგი ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნებს (მაგ., ახალშობილი მოკლულია შობიდან 6 საათის გასვლამდე, ვინაიდან მის ნაწლავებში არ აღინიშნებოდა ჟანგბადის კვალი) .

ექსპერტის მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში შემოიფარგლება კანონმდებლობით განსაზღვრული მისი ამოცანებით. ექსპერტი საკუთარი ინიციატივით მტკიცებულებათა მოსაპოვებლად და საქმის გარემოებათა გამოსარკვევად დამოუკიდებლად ვერ ჩაატარებს საგამოძიებო მოქმედებებს. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს მიერ ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა ბრმად არ უნდა იქნეს გათვალისწინებული. მოსამართლე (ნაფიცი მსაჯული) ექსპერტის დასკვნას აფასებს შინაგანი რწმენით. განაჩენში უნდა აისახოს, რომ ცალკეული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას მოსამართლემ დამოუკიდებლად შეაფასა ექსპერტის დასკვნა და მივიდა კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. თუკი მოსამართლე არ გაიზიარეს ექსპერტის დასკვნას, მაშინ მან უნდა დაასაბუთოს განაჩენში საწინააღმდეგო.

Read More

ზემოთ განხილული პირის უფლება, არ მიიღოს სისხლის სამართლის პროცესში მოწმის სტატუსით მონაწილეობა, უნდა განვასხვავოთ მოწმის უფლებისაგან, უარი თქვას ჩვენების მიცემაზე. ტერმინოლოგიურად შეიძლება მათ შორის განსხვავება უმნიშვნელოა, თუმცა პროცესუალურად ისინი აბსოლუტურად განსხვავებული შინაარსის მატარებლები არიან. თუ პირველ შემთხვევაში პირი საერთოდ თავისუფლდება მოწმის ვალდებულებისაგან, მეორე შემთხვევაში პირი ვერ იტყვის უარს პროცესში მოწმის სტატუსით მონაწილეობაზე, იგი დაიკითხება სასამართლოში მხარეთა მიერ, მაგრამ, უფლებამოსილია არ მისცეს ისეთი ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს . აღსანისნავია, რომ აღნიშნული უფლება არ ათავისუფლებს მოწმეს ისეთი ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან, რომელიც მას ან მის ახლო ნათესავს ადმინისტრაციულ გადაცდომაში და სხვა სამართალდარღვევებში ამხელდა.

სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულების მიზანია, დაიცვას მხოლოდ მოწმე და მისი ახლო ნათესავი (და არა ბრალდებული, რომელიც არ წარმოადგენს მოწმის ახლო ნათესავს) დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემით გამოწვეული სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფრთხისაგან. აღნიშნული უფლება ისე არ უნდა იქნეს გაგებული, რომ მოწმეს შეუძლია დაკითხვის დროს იყოს მდუმარედ მხარეების მიერ დანაშაულში მისი ან მისი ახლო ნათესავის (შესაძლო) მამხილებელი შეკითხვის დასმისას. ასეთ შემთხვევაში მოწმემ უნდა განმარტოს თუ რატომ იკავებს თავს შეკითხვაზე პასუხის გაცემისაგან. აღნიშნული უფლებით სარგებლობა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოწმის ან მისი ახლო ნათესავის საზიანოდ. განსხვავებით ამისაგან, მტკიცებულებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ის ინფორმაცია, რომელიც მოწმემ დაკითხვის დროს მანამდე მიაწოდა სასამართლოს.
თუ მოწმე სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე დაკითხვის დროს არ გასცემს პასუხს დანაშაულში მამხილებელ შეკითხვებს, შესაძლებელია ამ გარემოებების შესახებ მოწმედ დაიკითხოს ის გამომძიებელი ან პოლიციელი, რომლებსაც მოწმემ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს მიაწოდა მისთვის საზიანო ინფორმაცია. მსგავსად ამისა, თუ მოწმე უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, შესაძლებელია სასამართლოში გამოქვეყნდეს მის მიერ მაგისტრატ მოსამართლესთან მიცემული ჩვენება.
მოწმე ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან არ გათავისუფლდება, თუ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფრთხე არ ან აღარ არსებობს. მაგალითად, როდესაც მოწმის მხარეს მართლწინააღმდებობის გამომრიცხველი გარემოება აშკარად არსებობს, რაც მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას გამორიცხავს. ან მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება საბოლოოდ შეწყდა, რაც ხელმეორედ მისი სისხლის სამართლის პასიხისგებაში მიცემის შესაძლებლობას გამორიცხავს და ა.შ. მსგავს შემთხვევებში მოწმემ უნდა უპასუხუს ნებისმიერ შეკითხვას, მათ შორის დანაშაულში მის მამხილებელ შეკითხვებსაც (თუმცა ამ ქმედების გამო, როგორც აღინიშნა, მას არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა)

სისხლის სამარლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. შესაბამისად, სისხლის სამართლის პროცესში მხარეებს უფლება აქვთ მოწმედ მოიწვიონ ნებისმიერი პირი, რომელსაც შეუძლია სასამართლოში მისცეს ჩვენება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი იმ ფაქტობრივი გარემოების (გარემოებების) შესახებ, რომლიც პირადად დაინახა, მოისმინა ან სხვაგვარად შეიტყო. აქვე აღსანიშნავია, რომ ,,მოწმის ვარგისიანობა” დამოკიდებულია პირის უნარზე, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება. სასამართლოში პირი არ შეიძლება დაიკითხოს მოწმედ, თუ იგი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო მოკლებულია აღნიშნულ უნარს (იხ. სსსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ვინაიდან, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ,,მოწმის ვარგისიანობას” არ უკავშირებს პირის ასაკს, დასაშვებია მოწმედ სასამართლოში არასრულწლოვნების დაკითხვაც, მათი ასაკის მიუხედავად, თუ მათ შეუძლიათ სწორად აღიქვან, დაიმახსოვრონ და აღიდგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ასევე, შესაძლებელია ყრუ-მუნჯის მოწმედ გამოძახება, რომელსაც აქვს უნარი, თარჯიმნის მეშვეობით ყრუ-მუნჯთა ნიშნებით მისცეს სასამართლოში ჩვენება.

პირისთვის მოწმის პროცესუალური სტატუსის მინიჭება დამოკიდებულია ფორმალურ წინაპირობაზე, რაც მდგომარეობს მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებასა და მისთვის ფიცის ჩამორთმევაში. პირი მოწმის უფლება-მოვალეობებს იძენს მას შემდეგ, როდესაც მას მოსამართლე სათანადო წესით გააფრთხილებს ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ასევე ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე და იგი დადებს რელიგიურ ან არარელიგიურ ფიცს.

პროცესის სხვა მონაწილე, როგორც მოწმე

კლასიკური გაგებით სისხლის სამართლის პროცესში მხარეები არ მოიაზრებიან მოწმეებად. თუმცა, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ გამორიცხავს ბრალდებისა და დაცვის მხარის წარმომადგენლების მოწმის სახით დაკითხვას. გარდა ამისა, მოწმის სტატუსი შეიძლება მიენიჭოთ ასევე პროცესის ცალკეულ მონაწილეებსაც. სსსკ-ის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობენ, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ ასევე გამომძიებელს, პროკურორს, ბრალდებულს, დაზარალებულს, ექსპერტსა და თარჯიმანს.

– გამომძიებელი ან პროკურორი სასამართლოში შესაძლებელია მოწმის სტატუსით დაიკითხოს მათ მიერ განხორციელებული სხვადასხვა საპროცესო (საგამოძიებო) მოქმედებებთან დაკავშირებით. მაგალითად, როდესაც რომელიმე მოწმე უარყოფს ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტს, ან იგი სასამართლოში დაკითხვის დროს გამომძიებელს (პროკურორს) დაადანაშაულებს მის დაშინებაში, შესაძლებელია აღნიშნული გარემოებების გამოსარკვევად მოწმედ გამოძახებული იქნეს თავად გამომძიებელი ან პროკურორი. აღსანიშნავია, რომ მოწმის სახით ჩვენების მიცემის შემთხვევაში გამომძიებელი ან პროკურორი ვეღარ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას. პროცესში მოწმის სტატუსით მონაწილეობა წარმოადგანს გამომძიებლისა და პროკურორის აცილების საფუძველს (იხ. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი), ვინაიდან, ეჭვქვეშ დგება მათ მიერ შემდგომად პროცესის ობიექტური და მიუკერძოებელი წარმოეწბა. თუ გამომძიებელი, რომელიც იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში უნდა წარსდგეს მოწმედ, სავალდებულოა ასეთ შემთხვევაში პროკურორმა სისხლის სამართლის საქმე გადასცეს სხვა გამომძიებელს. ხოლო, თუ პროკურორი მონაწილეობს იმავე საქმეში მოწმედ, ზემდგომმა პროკურორმა უნდა ჩამოაშოროს იგი სისხლის სამართლის საქმის წარმოებას და საქმე გადასცეს სხვა პროკურორს.

– ბრალდებული განსხვავებით სხვა მოწმეებისგან არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება, ვინაიდან მას ბრალდებულის სტატუსი ათავისუფლებს სისხლის სამართალწარმოების ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობისგან. თუმცა, იგი არ არის შეზღუდული, გამოვიდეს სასამართლოში მოწმედ. მას განასხვავებს სხვა მოწმეებისგან ისიც, რომ ბრალდებულს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს ცალკეულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე. მოწმეს აღნიშნული უფლება არ გააჩნია და მან ყოველთვის უნდა დაასაბუთოს კითხვებზე პასუხის გაუცემლობის მიზეზი. თუკი მოწმე პასუხს აგებს ცრუ ჩვენებისათვის სსკ-ის 370-ე მუხლის საფუძველზე, ბრალდებულ-მოწმეს ცრუ ჩვენებისათვის არ დაეკისრება პასუხისმგებლობა. მას შეიძლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს მხოლოდ ცრუ დასმენისთვის სსკ-ის 373-ე მუხლის შესაბამისად.
შესაძლებელია ასევე, ბრალდებულმა საკუთარი სურვილით მისცეს ჩვენება მიწმის სტატუსით იმავე სისხლის სამართლის საქმეში სხვა თანაბრალდებულების წინააღმდეგ. როდესაც ზოგიერთი თანაბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყოფა, დასაშვებია გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის მოწმედ გამოძახება ყოფილი თანაბრალდებულების საქმის სასამართლო განხილვის დროს, თუკი მათ ერთი და იმავე ქმედებისათვის არ ედებათ ბრალი. ასეთ შემთხვევაში პირი დაიკითხება არა როგორც ბრალდებული-მოწმე, არამედ, როგორც ჩვეულებრივი მოწმე. დაუშვებელია ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ ყოფილი თანაბრალდებულების საქმეში მისი მოწმედ გამოძახება, როცა მათ საერთო ქმედებისათვის აქვთ ბრალი წაყენებული, რადგან იგი იძულებული გახდებოდა საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოსულიყო მოწმედ. თუ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა რომელიმე თანაბრალდებულის მიმართ, შესაძლებელია იგი გამოიძახონ მოწმედ იმავე საქმეზე. ამ დროს პირი ვალდებულია გასცეს პასუხი ყველა იმ შეკითხვას, რომელიც არ ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში.

– დაზარალებული გვევლინება საკუთარი პროცესუალური უფლებამოსილებით აღჭურვილ პროცესის დამოუკიდებელ მონაწილედ. ვინაიან, იგი უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენს დანაშაულისა და დამნაშავის უშუალო თვითმხილველს, დაზარალებულს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ამავდროულად ანიჭებს მოწმის ყველა უფლებას და აკისრებს მის ყველა მოვალეობას (იხ. ასევე სსსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი). დაზარალებული ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში და მისცეს ჩვენება საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებებისა და დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ.

– ექსპერტი შესაძლებელია სასამართლოში მხარეებმა გამოიძახონ მოწმედ და დაკითხონ მის მიერ ჩატარებულ საექსპერტო კვლევასა და შედგენილ დასკვნასთან დაკავშირებით.

– ასევე დასაშვებია თარჯიმნის მოწმის სახით დაკითხვა, მის მიერ შესრულებული სისხლის სამართლის საქმის მასალების თარგმანთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ სსსკ-ის 47-ე მუხლში არაფერია ნათქვამი მოსამართლისა და ადვოკატისთვის მოწმის სტატუსის მინიჭების შესახებ, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ გამორიცხავს მათი მოწმედ დაკითხვის შესაძლებლობას.

– მხარეებს უფლება აქვთ იმავე სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში მონაწილე მოსამართლე, რომლისთვისაც შემთხვევით გახდა ცნობილი სისხლის სამართლის საქმის გარემოებების დასადგენად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გამოიძახონ მოწმედ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს. მაგალითად, მაგისტრატმა მოსამართლემ გამოძიების სტადიაზე ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხა მოწმე, რომელმაც დაკითხვისას დანაშაულის ჩადენაში ამხილა ბრალდებული. დაკითხვის შემდეგ მოწმემ დაურეკა მოსამართლეს და აცნობა, რომ მან დაკითხვის დროს ცრუ ჩვენება მისცა და დამნაშავე იყო არა ბრალდებული, არამედ ბრალდებულის მეზობელი. ამის შემდეგ აღნიშნული მოწმე მიიმალა და სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ შეძლეს მისი ადგილსამყოფელის დადგენა. მსგავს შემთხვევებში ბრალდებულს ან მის ადვოკატს უფლება აქვს სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად გამოიძახოს ასეთი მაგისტრატი მოსამართლე.
თუკი მოსამართლე უნდა დაიკითხოს მოწმის სტატუსით, მას უფლება აღარ აქვს განახორციელოს სამოსამართლეო უფლებამოსილება აღნიშნულ საქმეზე (იხ. სსსკ-ის სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი). მოტანილ მაგალითში, მაგისტრატი მოსამართლე ვეღარ განიხილავს მხარეთა ცალკეულ შუამდგომლობებს გამიძიების ეტაპზე.

– ბრალდებული უფლებამოსილია აგრეთვე, ცალკეულ შემთხვევებში მოწმედ დაასახელოს საკუთარი ადვოკატიც და სასამართლოში დაამოწმებინოს დაცვის პოზიციისთვის სასარგებლო ფაქტობრივი გარემოებები. მაგალითად, ბრალდებულის სამუშაო ადგილზე ჩატარებული ჩხრეკისას, რომელსაც ასევე ესწრებოდა ამ უკანასკნელის ადვოკატი, ვერ იქნა აღმოჩენილი ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი დოკუმენტები. გამომძიებელმა ბრალდებულის მიმართ გამოიყენა ფიზიკური ძლადობა და ამ გზით აიძულა იგი გადაეცა მისთვის ის დოკუმენტები, რომელსაც გამომძიებელი უშედეგოდ ეძებდა. ასეთ შემთხვევაში ბრალდებულს არ ზღუდავს კანონი, რომ სასამართლოში მოწმედ გამოიძახოს ადვოკატი და დაადასტურებინოს ჩხრეკის ჩატარებისას გამომძიებლის მიერ კანონის უხეში დარღვევის ფაქტი. ამასთან, საყურადღებოა, რომ, ადვოკატის პროცესში მოწმედ მონაწილეობა გამორიცხავს იმავე სისხლის სამართლის საქმეში მის ადვოკატად მონაწილეობის შესაძლებლობას (იხ. სსსკ-ის 60-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი).

პროკურატურა, როგორც გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელი უფლებამოსილია თავად აწარმოოს გამოძიება სრული მოცულობით, მაგრამ პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის სირთულისა და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებათა დიდი მოცულობის გამო, არსებული პერსონალითა და რესურსებით დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე ვერ განახორციელებს ყოველი დანაშაულის საქმეზე სრული მოცულობით გამოძიებას. შესაბამისად, იგი გამოძიებას აწარმოებს გამომძიებლების მეშვეობითა და გამოძიების ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.

თუ რა შედის გამომძიებლის კომპეტენციაში და რომელი სახელმწიფო ორგანოები ახორციელებენ საგამოძიებო საქმიანობას, აღნიშნულის თაობაზე იქნება ქემოთ საუბარი. რაც შეეხება თავად გამოძიების პროცესსა და ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, იგი განხილული იქნება მომდევნო თავებში.

1. გამომძიებელი

გამომძიებლის ლეგალური დეფინიცია მოცემულია სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, გამომძიებელი არის სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. გამომძიებლის სტატუსი გააჩნია აგრეთვე პროკურორსაც, რომელიც უშუალოდ ახორციელებს გამოძიებას.
გამომძიებელი დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში დამოუკიდებლად წყვეტს გამოძიების დაწყებისა და საგამოძიებო (საპროცესო) მოქმედებების ჩატარების საკითხს (გამონაკლისს წარმოადგენს საგამოძიებო (საპროცესო) მოქმედებები, როლის ჩატარებისთვისაც კანონი ითვალისწინებს პროკურორთან შეთანხმებასა და სასამართლოს ნებართვას, მაგ., ჩხრეკა, ამოღება და ა.შ.). გამომძიებელი უფლებამოსილია მაგალითად, გამოკითხოს დანაშაულის თვითმხილველები, მოიწვიოს ექსპერტი საქამისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოსავლენად, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი და ა.შ. ცალკეული საპრცოცესო მოქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებით გამომძიებლის მიერ მიღებული დადგენილების შესრულება ადრესატებისთვის სავალდებულოა. მაგალითად, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამომძიებელი უფლებამოსილია სასამართლოს ნებართვის გარეშე, საკუთარი დადგენილების საფუზველზე ჩაატაროს ჩხრეკა; ჩხრეკის ადგილზე მყოფმა პირებმა უნდა შეასრულონ გამომძიებლის მითითებები. გამომძიებელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამოწმებს ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებით ყველა შესაძლო ვერსიას და დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მოიპოვებს მტკიცებულებებს. იგი ვალდებულია მოიპოვოს როგორც დანაშაულის ჩადენაში პირის მამხილებელი, ისე პირის გამამართლებელი მტკიცებულებები. პროკურორი გამომძიებლის მიერ მიწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალების საფუძველზე იღებს სისხლის სამარლებრივი დევნის დაწყების ან არ დაწყების გადაწყვეტილებას.
Read More

1. გამოძიება

სისხლის სამართლის პროცესი იწყება გამოძიებით. გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის ჩადენის შესახებ ეჭვის არსებობა. როგორც წესი, ეჭვი ემყარება მესამე პირების მიერ პოლიციაში, საგამოძიებო ორგანოში ან პროკურატურაში დანაშაულის შესახებ განაცხადის გაკეთებას. ასეთი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში (მნიშვნელობა არ აქვს ინფორმაციის წყაროს) გამომძიებელი და პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება (სსსკ-ის 100-ე და 101-ე მუხლები). თუ თავდაპირველად დანაშაულის ჩამდენი პირი უცნობია, გამოძიება მიმდინარეობს დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოსაპოვებლად და დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად.
დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი, რომლის მიმართაც წარმოებს გამოძიება, იწოდება ბრალდებულად. ბრალდებული წარმოადგენს ზოგად ტერმინს, რომელიც გამოიყენება სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიაზე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის მიმართ.
დანაშაულის გამოძიებას, როგორც წესი აწარმოებს გამომძიებელი, თუმცა გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელად გვევლინება პროკურორი. იგი უფლებამოსილია გარკვეულ შემთხვევებში სრული მოცულობით ჩაატაროს გამოძიება. გამოძიება შედგება ცაკეული საგამოძიებო მოქმედებებისგან, რომლის მეშვეობით ხდება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვება. წარდგენილი ბრალდებისგან თავის დასაცავად, გამოძიების ჩატარების უფლება ენიჭება აგრეთვე ბრალდებულსაც, რომელიც მტკიცებულებებს მოიპოვებს დამოუკიდებლად ან დამცველის მეშვეობით. გასათვალისწინებელია, რომ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომლებიც არსებითად ზღუდავენ პირის კანონით მინიჭებულ უფლებებსა და თავისუფლებებს (მაგ., ჩხრეკა, ფარულის საგამოძიებო მოქმედებები), შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს ნებართვით.
ვინაიდან, დამნაშავეთა უმეტესობა ცდილობს, რომ მიიმალოს და თავი აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, გაანადგუროს მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები ან სხვაგვარად ხელი შეუშალოს გამოძიებას, აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მთელ რიგ იძულების და აღკვეთის ღონისძიებებს (მაგ., დაკავება, დაპატიმრება, გირაო და ა.შ.).
Read More