არქივი

Tag Archives: ცნება

იურიდიული პირი არის პოზიტიურ-სამართლებრივი აბსტრაქტული ცნება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწიელობა მიიღონ ადამიანთა გაერთიანებების ან მათ მიერ განსაზღვრული მიზნებისთვის ქონების გაერთიანების შედეგად წარმოშობილმა ორგანიზაციულმა წარმონაქმნებმა.
ადამიანთა გაერთიანების ფორმები შეიძლება სრულიად მრავალფეროვანი იყოს. შესაძლოა ასევე მრავალფეროვანი იყოს ქონების გაერთიანების ფორმები. გაერთიანებისა და ქონების ყველა ამ ფორმას რომ მიეცეს სამართლის სუბიექტური სტატუსი, ეს დიდ ქაოსს გამოიწვევს. ამიტომ პოზიტიური სამართალი იძულებულია გააკეთოს არჩევანი იურიდიულ პირად ე.ი. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილედ აღიაროს ესა თუ ის ფორმა. ასეთი არჩევანის გაკეთება მარავალი გარემოებით არის განსაზღვრული: ისტორიული, ეკონომიკური, პოლიტიკური და ა.შ.
იურიდიული პირი არ არის უნივერსალური, ერთხელ და სამუდამოდ მიცემული ცნება. იმავდროულად, კანონმდებლის მიერ იურიდიულ პირად აღიარება გარკვეულ წინაპირობებს ემყარება. ის, რომ იურიდიული პირი კანონმდებლის ხელოვნური ქმნილებაა და მიზანშეწონილობა ემყარება უპირატესად, იქიდანაც ჩანს აშკარად, რომ იურიდიულ პირად აღიარებული ორგანიზებული წარმონაქმნები თავისი ხასიათით განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ლოგიკურ სისტემას არ შეადგენენ. ერთ შემთხვევაში პირთა გაერთიანებები (კორპორაციები) მიიჩნევა იურიდიულ პირებად, მეორე შემთხვევაში კი – ქონება (ფონდი).

ქართული სამოქალაქო კოდექსი არ იძლევა სანივთო სამართლის ცნებას. სამაგიეროდ, კოდექსში მოცემულია ცალკეულ სანივთო უფლებათა განსაზღვრებანი. დოქტრინის  მიხედვით, სანივთო სამართალი წარმოადგენს იმ ნორმათა ერთობლიობას, რომელიც აწესრიგებს პირთა(სამართლის სუბიექტთა ურთიერთობებს ნივთებთან(სამართლის ობიექტებთან). სხვაგვარად რომ ვთქვათ, სანივთო სამართალი არის ,,სამართლის ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ სასაქონლო სიკეთეებზე(ნივთებზე) ადამიანთა და იურიდიულ პირთა ბატონობის პირობებს“.  ეს განსაზღვრებანი სულაც არ გამორიცხავენ პირთა შორის ურთიერთობას. მაგრამ პირის ნივთთან ურთიერთობა წარმოადგენს სანივთო სამართლის სუბსტანციას.

კოდექსის მეორე წიგნს სანივთო სამართალი ჰქვია. სანივთო (ქონებრივი) სამართლის სახელწოდებით კოდექსში მისი ასახვა იმის მაუწყებელია, რომ აქ ადგილი აქვს ქონებრივი სამართლის სპეციფიკურ გამოვლინებასა და მოწესრიგებას. ამიტომაცაა, რომ სანივთო სამართალი იმავდროულად ქონებრივი სამართალიცაა, თუმცა ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო მეტს ნიშნავს. მთელი ვალდებულებითი სამართალიც ხომ ქონებრივი სამართალია. ამიტომაცაა რომ სამეცნიერო თუ პრაქტიკულ სიტყვათხმარებაში გამოთქმა – ,,სანივთო სამართალი“ გამოიყენება.

Read More