არქივი

Tag Archives: უფლებები

უფლებადაცვით სფეროში მოღვაწე მრავალი ადამიანი, როგორც წესი, ამჯობინებს თავი აარიდოს რელიგიურ საკითხებზე საუბარს, მაგრამ როდესაც ადამიანის არსებობის საზრისის საკითხს ვეხებით, იძულებულნი ვხდებით ხოლმე „მეტაფიზიკურ“ დისკურსს მივმართოთ. ზოგიერთები კი, რომლებიც შესაძლებლად მიიჩნევენ ამ ორი სფეროს ურთიერთმიმართებას, საბოლოო ჯამში, მაინც ნეგატიურ პოზიციას იკავებენ (ამ ორი სფეროს ურთიერთიმართების საკითხისადმი. – დ. თ.).

ცნებების „პერსონის“ და „ადამიანური პიროვნების“ მნიშვნელობა

ყველა სხვა დეკლარაციის მსგავსად, ადამიანის უფლებების საყოველთაო (უნივერსალურ) დეკლარაციაში ნახსენებია „ადამიანური პიროვნების ღირსება“ (პრეამბულა) და პიროვნების „თავისუფალი და სრული რეალიზება“ (მუხლი 29). იდეა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა და სხვა სოციალურმა სტრუქტურებმა, რომლებიც ინდივიდის ცხოვრებას გამოხატავენ, უნდა აღიარონ ადამიანური პიროვნების ცნება, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც ადამიანების ცნობიერებაში თანდათან, ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესის შედეგად ჩამოყალიბდა. 1789 წელს ფრანგულ რევოლუციასთან ერთად ბურჟუაზიული კლასი სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტის განსაზღვრას რადიკალური ინდივიდუალიზმის საფუძველზე ცდილობდა. თუმცა ამას ინდივიდის სანუკვარი განთავისუფლების გზაზე შედეგი არ მოუტანია. პირიქით, საზოგადოების დაცვის სახელმწიფო პასუხისმგებლობა კოშმარული (nightmarish) ხარისხით გაიზარდა. ხალხის უფლებები და მოთხოვნები რეპრესიებს აწყდებოდა. რადიკალური ინდივიდუალიზმის ამ ფორმამ გზა გაუკვალა ფილოსოფიურ ლიბერალიზმს. ამან კი წმინდა ფორმალიზმი წარმოშვა, რომელმაც კანონი ეთიკისგან და საზოგადოება სახელმწიფოსგან განაცალკევა. ავტონომიის მორალურმა პრინციპმა საბოლოოდ მოახდინა ადამიანის ცხოვრების უფრო ღრმა ასპექტებისა და ადამიანური არსებობის მთავარი პრობლემების იგნორირება.

Read More

თანამედროვე სისხლის სამართლის პროცესში, რომელიც სამართლებრივსახელმწიფოებრივ პრინციპზე ბაზირებს, დაუშვებელია მოწმეს გააჩნდეს მხოლოდ პროცესის ობიექტის სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ პროცესში მოწმის მოწვევა მართლმსაჯულებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე მხოლოდ მტკიცებულების მოსაპოვებლად და გამოსაკვლევად ხორციელდება, მას მაინც უნდა ჰქონდეს პროცესის მონაწილის სუბიექტური უფლებები. აღნიშნულის გათვალისწინებით კანონმდებელმა სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველ ნაწილში განსაზღვრა მოწმის უფლებები, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს:

– იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული;
– თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, ჩვენება მისცეს მშობლიურ ან მისთვის სასურველ სხვა ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე;
– გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში შენიშვნების, დამატებებისა და ცვლილებების შეტანა;
– არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
– მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში;
– მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება.

Read More

დაცვა ეფექტიანი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როცა ბრალდებული ენდობა თავის ადვოკატს. ნდობის დამყარებისათვის უმნიშვნელოვანესია, რომ ბრალდებულს ადვოკატთან ჰქონდეს კონფიდენციალური ურთიერთობის შესაძლებლობა. ბრალდებულს უნდა შეეძლოს ადვოკატისთვის ინფორმაციის განდობა იმ იმედით, რომ ის ბრალდების მხარისათვის არ გახდება ხელმისაწვდომი. ბრალდებულს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ანიჭებს უფლებას, ჰქონდეს შეუზღუდავი ურთიერთობა თავის ადვოკატთან მთლიანი პროცესის განმავლობაში. აღნიშნული მოიცავს, როგორც პირად, ისე ფოსტის, ტელეფონისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით განხორციელებულ ურთიერთობებს.

როდესაც ბრალდებული არ არის დაკავებული ან დაპატიმრებული, მას ნებისმიერ დროს შეუძლია შეხვდეს ადვოკატს და არ წარმოექმნება ადვოკატთან ურთიერთობის პრობლემები. სსსკ-ის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულის ურთიერთობა მის ადვოკატთან კონფიდენციალური და თავისუფალია. დაუშვებელია სახელმწიფოს მხრიდან რაიმე სახის კონტროლის განხორციელება მათ ურთიერთობაზე. ასევე დაკავებულ ან დაპატიმრებულ ბრალდებულს სახელმწიფომ უნდა შეუქმნას შესაბამისი პირობები ადვოკატთან ურთიერთობისათვის. ბრალდებულის ან ადვოკატის მოთხოვნის შესაბამისად, მათ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან შეხვედრისა და შეუზღუდავი კომუნიკაციის შესაძლებლობა. ერთადერთ შეზღუდვას, რასაც კანონი ითვალიწინებს, წარმოადგენს ვიზუალური მეთვალყურეობა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს დაკავებული ან დაპატიმრებული ბრალდებულის ადვოკატთან შეხვედრისას (იხ. სსსკ-ის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

 

როგორც უკვე აღინიშნა, შეჯიბრებით პროცესში სიმართლის დადგენა დამოკიდებულია მხარეების მიერ სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. ბრალდებისა და დაცვის მხარე საქმესთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს წარმოაჩენენ განსხვავებული თვალახედვიდან და მოსამართლეც თავის განაჩენში იზიარებს იმ მხარის პოზიციას, რომელიც უკეთესად არის ფაქტობრივად და სამართლებრივად არგუმენტირებული. ამიტომ, სამართლებრივ სახელმწიფოში პროცესის სამართლიანობისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფას.

სამართლებრივი ნორმების სათანადოდ არცოდნის გამო ბრალდებულს ხშირ შემთხვევებში თავად არ შესწევს უნარი დაუპირისპირდეს მასზე გაცილებით უკეთესად ორგანიზირებულ სისხლისსამართლებრივი დევნის აპარატს. ბრალდებულის, რომელიც იმყოფება პატიმრობაში, კიდევ უფრო შეზღუდული აქვს წარდგენილი ბრალდებებისაგან თავის დასაცვის შესაძლებლობები. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის დაცვის უფლება, რომელიც მას კონსტიტუციით და სხვა სამართლებრივი ნორმებით აქვს მინიჭებული (ე.წ. მატერიალური დაცვა) მაშინ არის გარანტირებული, როდესაც ბრალდებულის ინტერესების დასაცავად სისხლის სამართლის პროცესში ფართო უფლებამოსილებით აღჭურვილი პროცესის მონაწილე ფორმალურად მოქმედებს (ე.წ. ფორმალური დაცვა). Read More

დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შედეგად, როგორც წესი, ადრე თუ გვიან ხდება ეჭვმიტანილი პირის გამოვლენა, რომელიც შესაძლებელია დანაშაულის პოტენციური ამსრულებელი ან თანამონაწილე ყოფილიყო. მაშინაც კი, როდესაც პირის მიმართ ეჭვის ობიექტური საფუძველი არსებობს, ეს მაინ არ აქცევს მას ავტომატურად ბრალდებულად. იმისათვის, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილს მიენიჭოს ,,ბრალდებულის~ პროცესუალური სტატუსი, საჭიროა კანონით დადგენილი წესით მისი ბრალდებულად ცნობა. გარდა ამისა, პირს ბრალდებულის სტატუსი მიენიჭება, თუ მას დააკავებენ.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-19 ნაწილში განმარტებულია ბრალდებულის ცნება, რომლის თანახმად, ბრალდებული არის პირი, ვის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული განმარტება არასრულფასოვანია და საჭიროებს განვრცობას. მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის არსებობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პირი ჩაითვალოს ავტომატურად ბრალდებულად და მიენიჭოს მას ბრალდებულის პროცესუალური უფლებები. დასაბუთებული ვარაუდი წარმოადგენს იმ სავალდებულო მტიცებულებით სტანდარტს , რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს პირის ბრალდებულად ცნობა ან დაკავება. შესაბამისად, უმჯობესი იქნებოდა ბრალდებულის ცნება ჩამოყალიბებულიყო შემდეგნაირად:

Read More

მე-5 მუხლის 1-ლი პარაგრაფის (ც) ქვეპუნქტის მიხედვით, წინასწარი პატიმრობის ძირითადი პირობაა “სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ საფუძვლიანი ეჭვი ან (…)”. (“ან”) ფორმულირება შეიძლება გულისხმობდეს, რომ ეს არის დაკავების ალტერნატიული და არა სავალდებულო პირობა. თუმცა პრეცედენტული სამართლის მიხედვით, დანაშაულის ჩადენის შესახებ ეჭვი წინასწარი პატიმრობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

“საფუძვლიანი ეჭვის” არსებობის დასამტკიცებლად ნაკლები მტკიცებულებაა საჭირო ვიდრე მსჯავრდების დასაბუთებისას, თუმცა მიუხედავად ამისა მისი არსებობა ობიექტურ ფაქტებს უნდა ეფუძნებოდეს. სასამართლომ აღნიშნა, რომ საფუძვლიანი ეჭვი “ვარაუდობს იმ ფაქტების ან ინფორმაციის არსებობას, რომელიც დაარწმუნებდა ობიექტურ დამკვირვებელს, რომ ეჭვმიტანილ პირს შეეძლო დანაშაულის ჩადენა. ის, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს “საფუძვლიანად”, დამოკიდებული საქმის ყველა გარემოებაზე” (Fox v. U.K, 1990 წელი, განაცხადი #12244/86,  §32. სასამართლომ აღნიშნა, რომ 7 წლის წინანდელი მსჯავრდება მსგავსი დანაშაულისათვის (IRA-სთან დაკავშირებული ტერორისტული აქტი) ვერ იქნებოდა საფუძვლიანი ეჭვის ჩამოყალიბებისათვის ერთადერთი საკმარი საფუძველი (§ 35).

“საფუძვლიანი ეჭვი” უნდა არსებობდეს დაკავების სრული პერიოდის განმავლობაში.

სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ მიმალვის, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თავიდან აცილება.

Read More

სასამართლოს კომპეტენციაში შემავალი განაცხადები

სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის ყველა სახის საჩივარი. განაცხადი უნდა შეეხებოდეს კონვენციით განმტკიცებულ იმ უფლებას, რომლის დარღვევასაც ჩივის განმცხადებელი, მაგალითად, პროცესის დროს მოსამართლის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლითაც დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია ან როდესაც სახეზეა წინასწარი პატიმრობის არაკეთილგონივრული ვადა. იმგვარი საჩივრების მაგალითებს, რომლებიც არ ეხება კონვენციით გათვალისწინებულ არცერთ უფლებას წარმოადგენენ განაცხადები, რომელთა მიხედვითაც გადაწყვეტილება არის “უსამართლო” ან მსჯავრდებული პირი “უდანაშაულოა”. განაცხადები უნდა ეხებოდეს სავარაუდო დარღვევებს და არა ზოგად საკითხებს, როგორიცაა ეროვნული კანონმდებლობის კონვენციასთან შეუსაბამობა.

ვის შეუძლია განაცხადის წარდგენა?
ყველა განსასჯელსა თუ მისჯილ პირს, ვინც კონვენციით გარანტირებული უფლების დარღვევას ჩივის, აქვს განაცხადის წარდგენის უფლება (კონვენციის 34-ე მუხლი). როგორც წესი, არ შეიძლება სხვისი სახელით განაცხადის შეტანა. შესაძლებელია განაცხადების წარდგენა ადვოკატთა მიერ მათი კლიენტების სახელით შეუძლიათ.

განაცხადის შეტანის წინაპირობები
35-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია საქმის განსახილველად მიღება, რაც “ამოიწურება სამართლებრივი დაცვის ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალება”. ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნა იგივე საქმეზე დაყენებული უნდა ყოფილიყო ეროვნული სასამართლოების წინაშე, რასაც მოჰყვებოდა გასაჩივრება, თუ აღნიშნული საქმე დაექვემდებარებოდა გასაჩივრებას ქართული კანონმდებლობის თანახმად. სასამართლო განაცხადებს, რომლებიც არ ყოფილა ეროვნული სასამართლოს წინაშე წარდგენილი, მიიღებს გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად, თუ სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშეუალება არ იქნებოდა ეფექტიანი.

Read More

სახელმწიფოებს მე-13 მუხლის თანახმად აკისრიათ ვალდებულება, უზრუნველყონ “სამართლიანი დაცვის ეფექტიანი საშუალების” არსებობა, რაც გულისხმობს კონვენციის სავარაუდო დარღვევით წარმოშობილი სადავო მოთხოვნების განხილვასა და დარღვეული უფლების აღდგენისაკენ მიმართული შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე ხელისუფლების ეროვნული ორგანოების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას სახელმწიფოთა მიერ. მე-5 და მე-6 მუხლებთან დაკავშირებით არსებულ საქმეთა უმრავლესობაში შთანთქმულია მე-13 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებანი მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პარაგრაფებისა და მე-6 მუხლის მიხედვით სასამართლო გადაწყვეტილებათა მიმართ წაყენებული უფრო მკაცრი მოთხოვნებისა და მე-5 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პარაგრაფებით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალებად გათავისუფლებისა და კომპენსაციის მინიჭებიდან გამომდინარე.

დარღვევათა შედეგები დამოკიდებულია დარღვევის ხასიათსა და სერიოზულობაზე და აგრეთვე იმაზე, თუ როგორ არის აღნიშნული დარღვევის “გამოსწორება”. მე-5 მუხლის დარღვევა დაცვის ეფექტურ საშუალებად ითვალისწინებს გათავისუფლებასა და კომპენსაციას, თუმცა, აღნიშნული ვერ მოახდენს დარღვევის სრულ “გამოსწორებას”.Mმაშინ როდესაც მე-6 მუხლის ზოგიერთი დარღვევა ადვილად ექვემდებარება პროცესის შემდგომ სტადიაზე აღდგენას, აგრეთვე არსებობს ისეთი სახის დარღვევები, რომელთა სრული აღდგენა შეუძლებელია.

Read More

კვლევის ხელმძღვანელი: გიორგი მელაძე – თავისუფლების ინსტიტუტი
ნაშრომზე მუშაობდნენ იურისტები: დავით კაშია და ნიკა ნანუაშვილი
2011 წელი

შესავალი
წინამდებარე ანალიზის მიზანია წარმოაჩინოს საქართველოს კანონმდებლობის ის ძირითადი ასპექტები, რომლებიც არსებითად აწესრიგებებენ რელიგიური უმცირესობების სამართლებრივ სტატუსს საქართველოში. ნაშრომი მომზადებულია 2011 წლის ნოემბრის მდგომარეობით.

საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს კონსტიტუცია – ქვეყნის ძირითადი კანონი განსაზღვრავს საქართველოში რელიგიისადმი დამოკიდებულების მთავარ პრინციპებს, აგრეთვე განამტკიცებს პიროვნების სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას. კონსტიტუციით სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას (მუხლი 9). კონსტიტუციის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია ადამიანის დევნა აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. ამასთანავე, კონსტიტუცია ადგენს, რომ აღნიშნულ თავისუფლებათა შეზღუდვა დაუშვებელია, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს. (მუხლი 19) კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად მისი რელიგიური შეხედულებებისა, ისევე როგორც თითოეული საქართველოს მოქალაქე თანასწორია სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მისი რელიგიური კუთვნილებისა. (მუხლი 14; მუხლი 38) საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც კონსტიტუციაში არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან. (მუხლი 39)

კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის (2002 წ.)

Read More