თეზისი იმის თაობაზე, რომ თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფო ქრისტიანული ეკლესიების სურვილის საწინააღმდეგოდ უნდა დამკვიდრებულიყო, თითქოს ადვილი დასამტკიცებელია. განა არ ებრძოდა კათოლიკური ეკლესია საფრანგეთის დიდ რევოლუციას, რომელიც თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფოს დაბადების მომენტად საყოველთაოდ არის აღიარებული? განა არ შეეჯახა კონსტიტუციური უფლებებისა და ადამიანის უფლებების მოთხოვნა რომის პაპების სასტიკ წინააღმდეგობას? განა ადგილობრივი ევანგელისტური ეკლესიები არ აგრძელებდნენ ოცნებას ტახტისა და საკურთხევლის კავშირსა და ეკლესიის მეთაურ უმაღლეს საერო ხელისუფალზე მაშინ, როცა მონარქია დიდი ხნის გაუქმებული და დემოკრატიით შეცვლილი იყო? ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ ყველგან, სადაც თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფო აღმოცენდებოდა და ვითარდებოდა, იწყებოდა კონფლიქტები ეკლესიასთან.

პოლიტიკური იდეების ისტორიისა და პოლიტიკური წყობის განვითარების უფრო დაწვრილებითი განხილვა გვიჩვენებს, რომ ქრისტიანობა თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფოს არათუ მოწინააღმდეგე არ იყო, არამედ მის ბებიაქალსაც კი წარმოადგენდა. სწორედ ქრისტიანობა აერთიანებდა და აერთიანებს თავისუფალი, სეკულარიზებული სახელმწიფოს მამოძრავებელ და მაცოცხლებელ ძალებს. ქრისტიანობა ევროპის სულია, თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფო კი მისი სხეული.

1.განსხვავებასპირიტუალიასადატემპორალიასშორის

ქრისტიანობა თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფოს ბებიაქალია? ეს თეზისი თუნდაც იმიტომ საჭიროებს განმარტებას, რომ კონსტიტუციური სახელმწიფოს კონცეფცია ქრისტიანობაზე უფრო ძველია. ჯერ კიდევ არისტოტელეს პოლიტიკურ ფილოსოფიაში გამოითქვა აზრი საუკეთესო კონსტიტუციის შესახებ, რომელიც მონარქიის, არისტოკრატიისა და დემოკრატიის უპირატესობებს გააერთიანებდა. ამ კონსტიტუციას მან პოლიტეა უწოდა. საუკეთესო კონსტიტუციის შესახებ არისტოტელეს მიერ გამოთქმული იდეა არა მოქალაქეთა თავისუფლების, არამედ ბატონობის სტაბილურობის ინტერესებით იყო განპირობებული. მოქალაქე ჯერ კიდევ მთლიანად საზოგადოებრივ წარმონაქმნებს ექვემდებარებოდა. ის იყო ნაწილი პოლისისა, რომელიც ღმერთების თაყვანისცემის რიტუალს ატარებდა. ამიტომაც პოლიტიკის მეცნიერება იყო პირველი მეცნიერება ადამიანის შესახებ. პოლიტიკა და რელიგია ჯერ კიდევ არ იყო გამიჯნული. Read More

საქართველოში საკულტო ნაგებობებთან დაკავშირებული დავები, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ კარგავს თავის აქტუალობასა თუ სიმძაფრეს. დღემდე გადაუწყვეტელია რამდენიმე ქრისტიანული (მაგ., კათოლიკური და სომხური) ეკლესიის კუთვნილი ტაძრების ბედი, უფრო ზუსტად, მათი კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნების საკითხი. ფორმალურად არაერთხელ შექმნილა სპეციალური კომისიები სადავო რელიგიური დანიშნულების ნაგებობების ისტორიული წარმოშობის გასარკვევად, თუმცა რაიმე ხელშესახები შედეგები მათ მუშაობას ჯერ არ მოჰყოლია.

ამ საკითხთან დაკავშირებით გვსურს თვალი გადავავლოთ დასავლურ ქრისტიანულ სამყაროში არსებულ მდგომარეობას და რამდენადაც ეს ჩვენთვის ხელმისაწვდომია, წარმოვადგინოთ ქრისტიანულ ეკლესიებს შორის ურთიერთობებში არსებული ფაქტები და განწყობები ამ მიმართულებით.

პირველ რიგში, გადავხედოთ სწორედ კათოლიკური სამყაროში არსებულ ვითარებას. კერძოდ, რომის კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულებას მართლმადიდებელი (მათ შორის ქართული) სამრევლოებისა და ეპარქიებისადმი.

დასავლეთ საქართველოს ლათინური წესის კათოლიკეთა წინამძღვრის, მამა გაბრიელე ბრაგანტინის თქმით, კათოლიკური ეკლესიის მხრიდან სხვა ქრისტიანული ეკლესიებისადმი ტაძრების გადაცემის მრავალი ფაქტი არსებობს: „უსასყიდლოდ გადაეცათ ტაძრები ასევე ბულგარეთის საპატრიარქოს ქალაქ რომში და რუმინეთის საპატრიარქოსა და მოლდავეთის ეკლესიას ქალაქ ვერონაში. გარდა ამისა, იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში ბევრი მართლმადიდებელი სასულიერო პირი ატარებს ღვთისმსახურებას კათოლიკურ ტაძრებში და შემდეგ იგივე საკურთხეველზე კათოლიკე ღვთისმსახურები სწირავენ და არავის ეჩვენება ეს უცნაურად ან მიუღებლად“.

კონკრეტული ფაქტები:

2006 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბართოლომეოს I-ის ფლორენციაში ვიზიტის შედეგად, ნიკოლაოს პაპანდოპულოსის წინამძღვრობით, კათოლიკებმა ბერძენ მართლმადიდებელებს წმ. იაკობის ეკლესია უსასყიდლოდ გადასცეს.

Read More

უფლებადაცვით სფეროში მოღვაწე მრავალი ადამიანი, როგორც წესი, ამჯობინებს თავი აარიდოს რელიგიურ საკითხებზე საუბარს, მაგრამ როდესაც ადამიანის არსებობის საზრისის საკითხს ვეხებით, იძულებულნი ვხდებით ხოლმე „მეტაფიზიკურ“ დისკურსს მივმართოთ. ზოგიერთები კი, რომლებიც შესაძლებლად მიიჩნევენ ამ ორი სფეროს ურთიერთმიმართებას, საბოლოო ჯამში, მაინც ნეგატიურ პოზიციას იკავებენ (ამ ორი სფეროს ურთიერთიმართების საკითხისადმი. – დ. თ.).

ცნებების „პერსონის“ და „ადამიანური პიროვნების“ მნიშვნელობა

ყველა სხვა დეკლარაციის მსგავსად, ადამიანის უფლებების საყოველთაო (უნივერსალურ) დეკლარაციაში ნახსენებია „ადამიანური პიროვნების ღირსება“ (პრეამბულა) და პიროვნების „თავისუფალი და სრული რეალიზება“ (მუხლი 29). იდეა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა და სხვა სოციალურმა სტრუქტურებმა, რომლებიც ინდივიდის ცხოვრებას გამოხატავენ, უნდა აღიარონ ადამიანური პიროვნების ცნება, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც ადამიანების ცნობიერებაში თანდათან, ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესის შედეგად ჩამოყალიბდა. 1789 წელს ფრანგულ რევოლუციასთან ერთად ბურჟუაზიული კლასი სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტის განსაზღვრას რადიკალური ინდივიდუალიზმის საფუძველზე ცდილობდა. თუმცა ამას ინდივიდის სანუკვარი განთავისუფლების გზაზე შედეგი არ მოუტანია. პირიქით, საზოგადოების დაცვის სახელმწიფო პასუხისმგებლობა კოშმარული (nightmarish) ხარისხით გაიზარდა. ხალხის უფლებები და მოთხოვნები რეპრესიებს აწყდებოდა. რადიკალური ინდივიდუალიზმის ამ ფორმამ გზა გაუკვალა ფილოსოფიურ ლიბერალიზმს. ამან კი წმინდა ფორმალიზმი წარმოშვა, რომელმაც კანონი ეთიკისგან და საზოგადოება სახელმწიფოსგან განაცალკევა. ავტონომიის მორალურმა პრინციპმა საბოლოოდ მოახდინა ადამიანის ცხოვრების უფრო ღრმა ასპექტებისა და ადამიანური არსებობის მთავარი პრობლემების იგნორირება.

Read More

მოსახლეობის ზრდის შესაბამისად, ადამიანებსა და მთავრობებს შორის კონტაქტების გაღრმავებასთან ერთად ჩვენი სამყარო სულ უფრო მჭიდრო და ურთიერთდამოკიდებული ხდება. ამ გარემოების გათვალისწინებით, ადამიანების ხალხებისა და ერების უფლებები ერთმანეთთან და მთლიანად პლანეტასთან დამოკიდებულების თავალსაზრისით ახალ გააზრებას საჭიროებს. ორგანიზაციებისა და მთავრობების ეს საერთაშორისო კონფერენცია მსოფლიოში ადამიანების უფლებებისა და თავისუფლების საკითხს ეძღვნება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სულ უფრო და უფრო ღრმად ვაცნობიერებთ, რომ ერთმანეთზე დამოკიდებულნი ვხდებით.

წარმომავლობის მიუხედავად, ყველანი, უპირველესად, ადამიანები ვართ. ამ თვალსაზრისით არაფრით განვსხვავდებით ერთმანეთისგან; გვაქვს საერთო ადამიანური მოთხოვნილებები და საზრუნავი; მიუხედავად რასისა, რელიგიისა, სქესისა და საზოგადოებრივი სტატუსისა, ყველანი ბედნიერებას ვესწრაფვით და ტანჯვისგან თავის დაღწევას ვცდილობთ. ადამიანს, ისევე როგორც ყველა ცოცხალ არსებას, ბედნიერებისკენ სწრაფვის, სამყაროთი ტკბობისა და თავისუფლების უფლება აქვს. როგორც თავისუფალ პიროვნებებს, ძალგვიძს, უნიკალური ინტელექტის წყალობით ვცადოთ საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობა, მაგრამ თუ ჩვენი შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენებაში ხელს გვიშლიან, მაშინ ადამიანობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან თვისებას ვკარგავთ. ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლად, ძალზე ხშირად, ჩვენი საზოგადოების ყველაზე ნიჭიერი, შეუპოვარი და შემოქმედებითად მოაზროვნე წევრები ხდებიან. ამრიგად, ადამიანის უფლებების დარღვევა ხელს უშლის ჩვენი საზოგადოების პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებას. შესაბამისად ამ უფლებების და თავისუფლების დაცვა კოლოსალურ მნიშვნელობას იძენს, როგორც ცალკეული ადამიანისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოების განვითარებისთვის.
მწამს, რომ ის ძირითადი ფაქტორი, რის გამოც ერთი ადამიანი მეორეს ტანჯავს, ბედნიერების ჭეშმარიტი მიზეზების არასაკმარისი ცოდნაა. ზოგი ფიქრობს, რომ სხვისი დატანჯვა მის ბედნიერებას შეუწყობს ხელს, მისი პირადი ბედნიერებისთვისაა საჭირო სხვისთვის ტკივილის მიყენება, მაგრამ ეს ხომ აშკარა სიბეცეა. სხვა ადამიანებისთვის ზიანის მიყენებით ნამდვილ ბედნიერებას ვერავინ მიაღწევს. სხვის უბედურებაზე აგებული ბედნიერება ხანმოკლეა. სხვისთვის ტანჯვის მიყენება, მათი სამყაროსა და ბედნიერების დანგრევა წუხილს, შიშსა და საკუთარი თავის მიმართ უნდობლობას იწვევს.
Read More

ბოლო პერიოდში რელიგიას ძალადობრივ კონფლიქტურ სიტუაციებთან მიმართებაში საერთაშორისო გაზეთების პირველ გვერდებს უფრო ხშირად უთმობენ, ვიდრე ოდესმე. “მარშის სეზონმა” ჩრდილოეთ ირლანდიაში ძალადობრივი ინციდენტები გამოიწვია კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის, რამაც საშიშროება შეუქმნა სამშვიდობო პროცესს; ებრაელები და პალესტინელები იერუსალიმის წმინდა ადგილების გამო იბრძვიან; მეჩეთის რეკონსტრუქციის წამოწყება ბანჯა ლუკაში (ბოსნია-ჰერცეგოვინა) მუსლიმების წინააღმდეგ მართლმადიდებელი სერბების აჯანყების საბაბი გახდა; ბელგიურმა სასამართლომ ორი კათოლიკე მონაზონი დამნაშავედ ცნო რუანდას გენოციდში მათი როლის გამო; რუსეთი და ცენტრალური აზიის სახელმწიფოები მუქარას გრძნობენ ავღანეთის რადიკალური ისლამური თალიბების მხრიდან; ქრისტიანული და მუსლიმური თაყვანისცემის ადგილების განადგურების ფაქტებს ხშირად გადმოსცემენ ინდოეთიდან, ინდონეზიიდან, ფილიპინებიდან და შრი ლანკიდან. ყველა ეს ჰედლაინი უკვე დიდი ხნის მანძილზე მიმდინარე კონფლიქტების ახლანდელ გამოვლინებებზე მიუთითებს. ამ ჰედლაინებისა და ქვეყნების სია ერთობ გრძელია.

რელიგიური თემები საფრთხესთანაა დაკავშირებული; მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთება იზრდება; უფრო და უფრო ხშირად აღინიშნება ძალისმიერი ინციდენტის ფაქტები გაერო-ს საგანგებო მომხსენებლის ანგარიშებში რელიგიის ან რწმენის თავისუფლების შესახებ. რელიგია უფრო და უფრო მეტად ასოცირდება ძალადობრივ კონფლიქტებთან. რელიგიური თემები და მთავრობები, როგორც ჩანს, იმ გზებისა და საშუალებების სიმწირეს განიცდიან, რომლებითაც ამ ტენდენციის შეჩერებას შეძლებდნენ. აქედან გამომდინარე, ვინმემ შეიძლება ამტკიცოს – და ზოგი სწორედ ასეც იქცევა – რომ რელიგიის გავლენის სფერო უნდა შემცირდეს, რელიგია უნდა განიდევნოს პოლიტიკიდან და საჯარო ცხოვრებიდან, ხოლო რელიგიის თავისუფლების მიმართ მოქმედი საერთაშორისო სტანდარტები მხოლოდ ტრადიციულ, დიდი ხნის წინ დაფუძნებულ რელიგიებთან მიმართებაში უნდა არსებობდეს. ეს თავი საწინააღმდეგოს დამტკიცებას შეეცდება: რელიგიის ან რწმენის თავისუფლების დარღვევა გაზრდის და გააძლიერებს კონფლიქტურ სიტუაციებს. რელიგიის საზოგადოებიდან და პოლიტიკიდან დაშორების მცდელობა კი არ შეამცირებს, არამედ, გაზრდის ძალადობას.

Read More

სამართლიანი სისხლის სამართლის პროცესის უზრუნველსაყოფად მნიშნვნელოვანია, რომ მასში მონაწილე პირები, რომლებიც იღებენ პროცესუალური მნიშვნელობის სხვადასხვა ოფიციალურ გადაწყვეტილებებს, მოქმედებდნენ მიუკერძოებლად და არ ამოძრავებდეთ სისხლის სამართლის საქმის მიმართ პირადი ინტერესი. პროცესის ის მონაწილეები, რომლების მოქმედებებს და გადაწყვეტილებებს არსებითი ზეგავლენა შეუძლიათ მოახდინონ საქმის შედეგზე, უნდა იქნენ სისხლი სამართლის პროცეს ჩამოშორებული, თუკი მათ მხარეზე არსებობს ისეთი გარემოებები, რაც მათი ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში საფუძვლიან ეჭვს იწვევენ. ასეთი პირების სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამოიცხვის აუცილებლობა გამომდინარეობს როგორც თავად პროცესი სხვა მონაწილეების კანონიერი ინტერესებიდან, ისე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიუკერძოებლობის და ობიექტურობის მიმათ ნდობის შენარჩუნების ინტერესიდან გამომდინარე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოქმედი სასხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებებსა და პროცესის მონაწილეთა აცილების ინსტიტუტს. სსსკ-ის 59-ე მუხლში მოცემულია ის გარემოებები, რომლის არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი ან სასამართლო სხდომის მდივანი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში. ეს ის შემთხვევებია, როდესაც ზემოაღნიშნული პირი:

Read More

,,სასამართლოს მეგობრის” ინსტიტუტი, რომელიც ცნობილია ლათინური ტერმინით ,,Aმიცუს ჩურიაე~, წარმოადგენს სიახლეს ქართული სისხლის საპროცესო სამართლისთვის. იგი თავდაპირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინერგა და დღემდე დიდი წარმატებით მოქმედებს. მოგვიანებით, ეს ინსტიტუტი კონტინენტური ევროპის სამართლებრივი სისტემის მქონე ქვეყნებში ამუშავდა, რომელსაც წარმატებით იყენებს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. საქართველოში ,,სასამართლოს მეგობარი~ პირველად დაინერგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში 2009 წელს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად. ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებასთან ერთად 2010 წლის 1 ოქტომბრიდან აღნიშნული ინსტიტუტი ამოქმედდა ასევე სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში.

,,სასამართლოს მეგობრის~ ინსტიტუტის მიზანია, რომ პირს ან პირთა ჯგუფს, რომელთა ინტერესის სფეროში შედის სასამართლოში განსახილველი საკითხი, მაგრამ ის არ არის რომელიმე მხარე, შეეძლოს სასამართლოსთვის თავისი არგუმენტების წარდგენა და პროცესში უშუალოდ ჩართვა. შესაბამისად, სასამართლოს მეგობარი შეიძლება იყოს ნებისმიერი კერძო პირი, სხვადასხვა დარგის სპეციალისტი, მეცნიერი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სტუდენტი, სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი და ა.შ. სასამართლოს მეგობარი, როგორც წესი, არის კვალიფიციური პირი, რომლის მოსაზრებებმაც შეიძლება სასამართლოს გაუწიოს დახმარება. Read More

თარჯიმნის ფუნქცია და მისი მოწვევა

თარჯიმანი არის პროცესის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც იძახებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც პროცესის სხვა მონაწილემ (ბრალდებული, მოწმე) არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა და ან საჭიროა სისხლის სამართლის პროცესის ენაზე ითარგმნოს ტექსტი. დაუშვებელია, რომ პირმა, რომელსაც გააჩნია პროცესის მონაწილის გარკვეული სტატუსი (მაგ., დაზარალებული, ექსპერტი, გამომძიებელი, პროკურორი და ა.შ.) შეითავსოს ასევე თარჯიმნის ფუნქცია. თარჯიმანის პროცესუალური სტატუსი შეიძლება მიენიჭოთ არა მხოლოდ უცხო ენების სათანადოდ მცოდნე პირებს, არამედ იმ პირებსაც, რომლებსაც ესმით ყრუ-მუნჯთა ნიშნები (იხ. სსსკ-ის 53-ე მუხლი). თარჯიმანი შესაძლებელია მოწვეულ იქნეს, როგორც გამოძიების ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, ისე სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე. გამოძიების ეტაპზე თარჯიმნის გამოძახების უფლება აქვს გამომძიებელს და პროკურორს, ხოლო სასამართლოში – მოსამართლეს. ასეთ შემთხვევაში თარჯიმნის მოწვევის ხარჯებს მთლიანად გაიღებს სახელმწიფო. თუ გამოძიების ეტაპზე ბრალდებული საკუთარი ინიციატივით აწარმოებს მტკიცებულებების მოპოვებას საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გზით და ამისათვის ესაჭიროება თარჯიმნის დახმარება, მას უფლება აქვს საკუთარის ხარჯით უზრუნველყოს საგამოძიებო მოქმედებებში თარჯიმნის ჩართვა. როგორც წესი, საპროცესო დოკუმენტბი ეთარგმნება ბრალდებულს ზეპირად, ხოლო თუ ბრალდებულს სურს მათი წერილობითი თარგმანი, მან საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს მათი თარგმნა. სასამართლოს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის შემთხვევაში მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს თარჯიმნის მომსახურების ხარჯების გადახდისაგან (იხ. სსსკ-ის 90-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

თარჯიმნის უფლება-მოვალეობები

თარჯიმნის უფლება-მოვალეობები ამომწურავად არის სსსკ-ის 54-ე მუხლში ჩამოყალიბებული, რომლის მიხედვით, იგი უფლებამოსილია:

Read More

ექსპერტის ცნება და ამოცანები

ექსპერტის საკანონმდებლო დეფინიცია მოცემულია სსსკ-ის მე-3 მუხლის 21-ე ნაწილში, რომლის თანახმად, ექსპერტი არის სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში. ამრიგად, ექსპერტს გააჩნია ის ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება (მაგ., მედიცინაში, ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში, საფინანსო ან ტექნიკურ საკითხებში), რომლის გარეშეც მხარეები და სასამართლო დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამორკვევას, მტკიცებულებების გამოვლენასა და გამოკვლევას.
ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოსაკვლევად უწევს სამი სახის დახმარებას:

– იგი აწვდის მათ ზოგად ინფორმაციას მეცნიერების ცალკეული დარგებიდან (მაგ., ახალშობილის კუჭი და ნაწლავები დაბადებიდან დაახლოებით 6 საათის შემდეგ ივსება ჟანგბადით);

– იგი ადგენს ისეთ ფაქტებს, რომლის შეცნობა და დადგენა მხოლოდ სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების ქონის შედეგად არის შესაძლებელი (მაგ., მოკლული ახალობილის ნაწლავები არ იყო შევსებული ჟანგბადით);

– იგი ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნებს (მაგ., ახალშობილი მოკლულია შობიდან 6 საათის გასვლამდე, ვინაიდან მის ნაწლავებში არ აღინიშნებოდა ჟანგბადის კვალი) .

ექსპერტის მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში შემოიფარგლება კანონმდებლობით განსაზღვრული მისი ამოცანებით. ექსპერტი საკუთარი ინიციატივით მტკიცებულებათა მოსაპოვებლად და საქმის გარემოებათა გამოსარკვევად დამოუკიდებლად ვერ ჩაატარებს საგამოძიებო მოქმედებებს. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს მიერ ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა ბრმად არ უნდა იქნეს გათვალისწინებული. მოსამართლე (ნაფიცი მსაჯული) ექსპერტის დასკვნას აფასებს შინაგანი რწმენით. განაჩენში უნდა აისახოს, რომ ცალკეული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას მოსამართლემ დამოუკიდებლად შეაფასა ექსპერტის დასკვნა და მივიდა კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. თუკი მოსამართლე არ გაიზიარეს ექსპერტის დასკვნას, მაშინ მან უნდა დაასაბუთოს განაჩენში საწინააღმდეგო.

Read More

თანამდედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფოს ფუნდამეტურ მოვალეობას სამართლებრივი ნორმების შექმნა, მათ დაცვაზე კონტროლის განხორციელება და სამართალდარღვევათა დასჯა წარმოადგენს. ვინაიდან, სამართალდარღვევათა დასჯის მონოპოლია მხოლოდ სახელმწიფოს გააჩნია, დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებს ეკრძალებათ, რომ სამართლიანობის აღსადგენად ძალადობის და იძულების ღონისძიებების გამოყენებით თავად გაუსწორდნენ დანაშაულის ჩამდენს. დანაშაულის მსხვერპლს თავად რომ ჰქონოდა დამნაშავის დასჯის ნებართვა, ამით ერთ უმართლობას კიდე მეორე უმართლობა შეემატებოდა. ამიტომ, თვითიუსტიცია უარყოფილი და აკრძალულია. დემოკრატიულ სახელმწიფოში სისხლის სამართლის ნორმის დაღვევის შედეგად დანაშაულის მსხვერპლსა და (სავარაუდო) დამნაშავეს შორის წარმოშობილი “კონფლიქტის” მოგვარება და სამართლიანობის აღდგენა, როგორც წესი, მესამე ნეიტრალური მხარის, “იუსტიციის” ამოცანაა. “სახელმწიფო იუსტიცია” ვალდებულია ჩაერიოს ზემოაღნიშნულ კონფლიქტში და დასაჯოს დამნაშავე სამართლიანობის აღსადგენად, რაც როგორც მსხვერპლის, ისე საზოგადოების ინტერესებში ხორციელდება.

Read More