არქივი

Daily Archives: სექტემბერი 3, 2012

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლი ადგენს მხარეთა შორის მტკიცებულების გაცვლის  საპროცესო წესს.

მტკიცებულებათა შესახებ ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ ის ემსახურება მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფას. მისი ერთ-ერთი დანიშნულებაა, ის რომ შესაძლებლობას  აძლევს მხარეებს  კარგად მოამზადონ საკუთარი პოზიცია. ასევე  ემსახურება სასამართლო პროცესის ეფექტურობას, ვინაიდან, თუ მხარემ ინფორმაცია რომელიმე კონკრეტული მტკიცებულების შესახებ შეიტყო მეორე მხარისაგან სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ეს გამოიწვევდა პროცესის გადადებას და გაჭიანურებას: სასამართლო ამ შემთხვევაში ვალდებულია მეორე მხარეს მისცეს საშუალება, გაეცნოს წარმოდგენილ მტკიცებულებას და მოამზადოს საკუთარი პოზიცია . მტკიცებულების გაცვლა ასევე შესაძლებელს ხდის მხარეებს შორის შეთანხმებას კონკრეტული მტკიცებულების თაობაზე, რაც გაამარტივებს სასამართლო განხილვას.

მტკიცებულების ცნებიდან გამომდინარე, “გასაცვლელი ინფორმაცია” ეხება მხოლოდ ისეთ ინფორმაციას, რომელიც მტკიცებულების სახით შესაძლებელია წარდგენილი იქნეს სასამართლოში. ეს ინფორმაცია შეიძლება წარდგენილი იქნეს როგორც წინასასამართლო სტადიაზე, ისე არსებითი განხილვის დროსაც, ვინაიდან ინფორმაცია მტკიცებულების სტატუსს იძენს სასამართლოში წარდგენისთანავე – თუნდაც ის გამოვლინდა არსებითი განხილვის სტადიაზე.

83-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:

“სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ბრალდების მხარე ასევე ვალდებულია ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები.”

Read More

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მეექვსე შესწორების თანახმად სისხლის სამართლის დამნაშავის უფლება “მიიღოს დამცველის დახმარება” ეფექტური დაცვის უფლების ნაწილია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეფექტური დახმარების უფლებას აქვს იგივე მიზანი, რაც უფრო ზოგადად სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემას: შეჯიბრობითობის პროცესი იყოს სამართლიანი, რომ დამნაშავე არის დასჯილი/ბრალდებული და უდანაშუალო/გამართლებული.

გამოძიების ძირითადი როლი დამცველის ეფექტური დახმარების უზრუნველყოფაში

უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეებში ფაქტების გამოძიების მნიშვნელობას შემდეგნაირად გაუსვა ხაზი:

შეჯიბრებითობის სისტემაში ყველა შესაბამისი ფაქტის განხილვა როგორც ფუნდამენტური, ისე ყოვლისმომცველი უნდა იყოს. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების შედეგი არ იქნება სამართლიანი, თუ გადაწყვეტილება დაფუნებულია ნაწილობრივ ან ვარაუდით წარმოდგენილ ფაქტებზე. სასამართლო სისტემის ნდობა, ყველა ფაქტის სრულ მტკიცებულებათა სამართლის წესების ფარგლებში, გახმაურებაზეა დამოკიდებული.

Read More

2010 წლის, ივლისში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილება. ამ ცვლილებასთან ერთად ამოქმედდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების განრიდებისა და მედიაციის მექანიზმი, რომელიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ალტარნეტიული საშუალებაა. განრიდების კონცეფცია ემყარება თეორიას, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანი სამართალდამრღვევის მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრამ შეიძლება მეტი ზიანი მოიტანოს, ვიდრე სიკეთე. Gგანრიდების ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტია ის, რომ სასამართლო სისტემამ თავისდაუნებურად შეიძლება მოახდინოს კანონთან კონფლიქტში მყოფი იმ არასრულწლოვნების სტიგმატიზაცია, რომლებმაც ჩაიდინეს მსუბუქი დანაშაული. შესაბამისად უმჯობესია, რომ ამ პრობლემასთან გამკლავება მოხდეს ფორმალური სისტემის გარეთ.

ამას გარდა განრიდების პროგრამები შემუშავებულია იმგვარად, რომ მოხდეს სასამართლოების, სასჯელაღსრულების დაწესებულებების, ასევე დროებითი მოთავსების იზოლატორების განტვირთვა და მეტი ყურადღების დათმობა უფრო საშიში სამართალდამრღვევებისადმი.

Read More